- კვლევის სახელწოდება: ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასასუფთავებლად წყალმცენარე სპირულინას გამოყენების შესაძლებლობის კვლევა
- მონაწილეები: გ. ადამია, თ. ვარაზი, მ. ყურაშვილი, მ. ფრუიძე, მ. გორდეზიანი, გ. გიგოლაშვილი, ლ. ჩოხელი, გ. ხატისაშვილი
- ვადები: 2015 – 2017
- ბიუჯეტი: 70 000 $
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასასუფთავებლად ლურჯ-მწვანე წყალმცენარე სპირულინას (Spirulina platensis) გამოყენების შესაძლებლობების დადგენა. ამ მიზნით შესწავლილ იქნა მძიმე მეტალების - სპილენძ(II)-ისა და ცეზიუმის იონები, ქლორორგანული პესტიციდის - 1,1,1-ტრიქლორო-2,2-ბის(5-ქლოროფენილ)ეთანი (დდტ) და ორგანული ფეთქებადი ნაერთის - 2,4,6-ტრინიტროტოლუოლი (ტნტ) გავლენა სპირულინას ზრდის პარამეტრებზე და ასევე წყალმცენარის მიერ ამ ნაერთების შთანთქმის უნარზე. ჩატარებული სამუშაოებით ნაჩვენებია, რომ სპირულინა ეფექტურად ახდენს საკვლევი ნივთიერებების შეთვისებას, რაც შეიძლება გახდეს ფიტორემედიაციული მიზნებისათვის ამ წყალმცენარის გამოყენების საფუძველი. კვლევის შედეგების მიხედვით თითოეული დამბინძურებლისათვის დადგენილია ოპტიმალური კონცენტრაცია, სპირულინას ინკუბაციის პირობები (საკვები არის შედგენილობა, ტემპერატურა, განათების რეჟიმი, ინკუბაციის ხანგრძლივობა და სხვ.), რაც საშუალებას იძლევა მომავალში ჩატარდეს მასშტაბური მოდელური ექსპერიმენტები შესაბამისი ტექნოლოგიის რეგლამენტის შესამუშავებლად.
- კვლევის სახელწოდება: მცენარეების ზოისიაგრასის და პასპალუმის ეკოლოგიური პოტენციალის შესწავლა
- მონაწილეები: თ. ვარაზი, გ. ხატისაშვილი, გ. ადამია, მ. ყურაშვილი, მ. ფრუიძე
- ვადები: 2014-1015
- ბიუჯეტი: 74610 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდი
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანი იყო ბალახოვანი მცენარეების „პასპალუმის“ და „ზოისიაგრასის“ ეკოლოგიური პოტენციალის შეფასება, რაც ეფუძნება სამიზნე ქიმიური ტოქსიკანტების: ნავთობის ნახშირწყალბადების და ქლორორგანული პესტიციდის - დდტ-ს შეთვისების და გარდაქმნის მექანიზმების შესწავლას. პროექტის ფარგლებში ტარდებოდა მოდელური ცდები. მცენარეები იზრდებოდა ტოქსიკანტების განსხვავებულ კონცენტრაციებზე 5-დღიანი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში. საკონტროლო ვარიანტთან შედარებით მცენარეთა ფესვებიდან მიღებულ ფრაქციებში ისაზღვრებოდა ორგანულ ნაერთთა დეტოქსიკაციაში მონაწილე ფერმენტების (ციტოქრომ P450 , NADPH-ციტოქრომ- P450 რედუქტაზა, პეროქსიდაზა, ფენოლოქსიდაზა, გლუტათიონ-S-ტრანსფერაზა) აქტივობები, მცენარეში ქლოროფილის შემცველობა და ბიომასის დაგროვების უნარი. ექსპერიმენტების შედეგად გამოვლინდა, რომ შესწავლილი მცენარეები გამოირჩევიან მაღალი პეროქსიდაზული აქტივობით, რაც ხელს უწყობს მათ მიერ დდტ-ს და ნავთობის ნახშირწყალბადების შეთვისების პროცესს. შემუშავდა რეკომენდაციები საკვლევი მცენარეების გამოყენების შესახებ ნავთობით და პესტიციდებით დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაციისათვის.
- კვლევის სახელწოდება: მიკროორგანიზმების და მცენარეების დეტოქსიკაციური პოტენციალის მიზანმიმართული გამოყენება ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული გარემოს გასუფთავების მიზნით
- მონაწილეები: მ. ყურაშვილი, თ. ვარაზი, მ, ფრუიძე, გ. ადამია, მ. გორდეზიანი, ლ. ამირანაშვილი, თ. ანანიაშვილი, გ. ხატისაშვილი
- ვადები: 2012 – 2014
- ბიუჯეტი: 70 000 $
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია შემუშავდეს ეფექტური ბიოტექნოლოგიური მიდგომა ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული გარემოს გასუფთავებისათვის. ამ მიდგომის არსი შესაბამისი უნარის მქონე მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დეტოქსიკაციური პოტენციალის მიზანმიმართულ გამოყენებაში მდგომარეობს, რაც გარემოდან ქლორორგანული პესტიციდის სრულ მოცილებას და მთლიან გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს. პროექტში წარმოდგენილი ამოცანების მისაღწევად ქლორორგანული ტოქსიკანტების მოდელებად გამოყენებულ იქნა ერთმანეთისგან ტოქსიკურობით და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით განსხვავებული ქლორორგანული პესტიციდები: დიქლორდიფენილტრიქლორ-ეთანი (DDT), 1,2,3,4,5,6-ჰექსაქლორციკლოჰექსანი (ლინდანი), 1,2,3,4,5-პენტაქლორფენოლი (PCP) და და 1,2-დიქლორბენზოლი (DCB). საკვლევ მცენარეებად გამოყენებულ იქნა მცენარეები: სოია (Glycine max), სიმინდი (Zea mays) და იონჯა (Medicago sativa). ჩატარებული სამუშაოს შედეგად შემუშავდა ახალი ეფექტური ფიტორემედიაციული ტექნოლოგია ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავების მიზნით, როგორც პროექტის ძირითადი შედეგი. შემუშავებული ფიტორემედიაციული ტექნოლოგია შემდეგი პრინციპით განხორციელდება: ნიადაგი დამუშავდება პესტიციდების ბიოდეგრადაციის მაღალი უნარის მქონე მიკროორგანიზმების სუსპენზიით. მიღებული პროდუქტები ადვილად შეიწოვება მცენარეებში, სადაც მოხდება მათი სრული დეტოქსიკაცია, რამდენადაც ასეთი ნაერთები ხელმისაწვდომია მცენარეული ჟანგვითი ფერმენტებისათვის, რომლებსაც ტოქსიკანტის ნახშირბადოვანი ჩონჩხის საბოლოო დარღვევა და არატოქსიკურ უჯრედულ მეტაბოლიტებად მათი უნიფიცირება შეუძლიათ.
- კვლევის სახელწოდება: ბიოსორბენტი ნიადაგის ქიმიური დაბინძურების საწინააღმდეგოდ - ახალი რემედიაციული ტექნოლოგიის შექმნა
- მონაწილეები: თ. ვარაზი, გ. ადამია, მ. ყურაშვილი, მ. ფრუიძე, მ. გორდეზიანი, გ. გიგოლაშვილი, ლ. ამირანაშვილი, თ. ანანიაშვილი, გ. ხატისაშვილი
- ვადები: 2013 – 2015
- ბიუჯეტი: 170 000 $
- დონორი ორგანიზაცია: აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის პროგრამა - GIPP.
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქიმიურად დაბინძურებული ნიადაგების რემედიაციის ახალი ტექნოლოგიური მიდგომის შემუშავება. ამ მიდგომის არსია „ბიოსორბენტის“ გამოყენება, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი მინერალური სორბენტების (ცეოლითები და ბენტონიტების) და მაღალი დეტოქსიკაციური უნარის მქონე მიკროორგანიზმებისაგან შექმნილ კომპოზიტს, რომელშიც სორბენტის ფუნქციას შეადგენს გარემოს ქიმიური დამბინძურებლების შთანთქმა გარემოში მათი შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ხოლო კომპოზიტში შემავალი მიკროორგანიზმები ახორციელებენ ორგანული ტოქსიკანტების ბიოდეგრადაციას. ტექნოლოგიის განხორციელებისას „ბიოსორბენტი“ გამოიყენება დაბინძურებული ნიადაგის გასუფთავების საწყის ეტაპზე, რის შემდგომაც ხდება ფიტორემედიაციული ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც გულისხმობს სპეციალურად შერჩეული მცენარეების მიზანმიმართულ განაშენიანებას ნიადაგიდან დამბინძურებლების და/ან მიკროორგანიზმებით მათი ნაწილობრივი გარდაქმნის პროდუქტების მოსაცილებლად. კვლევაში გამოიყენებოდა ფეთქებადი ნაერთი - ტრინიტროტოლუოლი, პესტიციდი - დდტ, ნავთობის ნახშირწყალბადი - ჰექსადეკანი და მძიმე მეტალები - სპილენძი და ტყვია. ჩატარებული სამუშაოს შედეგად შეირჩა ამ დამბინძურებლების მიმართ სპეციფიკური სორბენტები (კლინოპტილოლიტი, ვინობენტი და ლინობენტი), ტრინიტროტოლუოლის, დდტ-ს და ჰექსადეკანის დესტრუქციის უნარის მქონე მიკროორგანიზმთა შტამები, ასევე სამიზნე ტოქსიკანტების ეფექტური შეთვისების და გარდაქმნის უნარის მქონე მცენარეები.
- კვლევის სახელწოდება: აუტოინჟექტორი გაზური ქრომატოგრაფისათვის (ხელსაწყოს შესაძენი გრანტი)
- მონაწილეები: გ. ადამია
- ვადები: 2013 – 2014
- ბიუჯეტი: 22 800 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (21 000 ლარი); საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (1 800 ლარი)
- მოკლე ანოტაცია: პროექტის ფარგლებში მოხდა აუტოინჟექტორის შეძენა და ინსტალაცია უნივერსიტეტის კუთვნილი გაზ-ქრომატოგრაფისათვის Agilent 7890A, რომელიც გამოიყენება პესტიციდების, ჰალოგენშემცველი ორგანული ნაერთების, ნავთობპროდუქტების, ცხიმოვანი მჟავების, ეთერზეთების, ორგანული გამხსნელების და სხვა მრავალი ნაერთის განსაზღვრისათვის. ხელსაწყო საშუალებას იძლევა, იდენტიფიცირდეს აღნიშნული ნაერთები მაშინაც კი, როდესაც ისინი კვალის სახითაა. აუტოინჟექტორით არსებული გაზ-ქრომატოგრაფის აღჭურვამ საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ხელსაწყოს ექსპლუატაციის ეფექტურობა როგორც ნიმუშების რაოდენობის, ასევე ანალიზის ჩატარების სიზუსტის მხრივ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზოგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების სამუშაო დრო (აუტოინჟექტორის გარეშე მუშაობა მოითხოვდა მინიმუმ 2 ოპერატორის სინქრონულ მუშაობას, მანიპულაციების მაღალ სიზუსტეს, რადგან მუდმივად არსებობდა ძვირადღირებული მიკრო შპრიცის დაზიანების რისკი). აუტოინჟექტორის შეძენით ასევე შემცირდა გაზ-ქრომატოგრაფის საექსპლუატაციო ხარჯები (ელექტროენერგიის მოხმარება, ძვირადღირებული გამხსნელების და გაზ-მატარებლების ხარჯები).
- კვლევის სახელწოდება: ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავება მცენარეების საშუალებით
- მონაწილეები: გ. ხატისაშვილი
- ვადები: 2013 – 2014
- ბიუჯეტი: 6 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“
- მოკლე ანოტაცია: პროექტი განხორციელდა პროგრამის - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ ქ. რუსთავის #4 საჯარო სკოლისა და შპს ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები და მათი პედაგოგები. მოსწავლეებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩაუტარდათ ტრეინინგი, რომლის განმავლობაშიც ისინი გაეცნენ ქიმიურ ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წასებს. მათ ჩაატარეს საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტები, რომელთა მსვლელობისას იძენდნენ ქიმიურ ჭურჭელთან, ხელსაწყოებთან და რეაქტივებთან მუშაობის უნარებს. მათი მონაწილეობით ჩატარდა კვლევა, რომლის არსსაც წარმოადგენდა მოდელურ ცდებში ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული ნიადაგის ნიმუშების გასუფთავება სპეციალურად შერჩეული მიკროორგანიზმებისა და მცენარეების საშუალებით. მიღებული შედეგების მიხედვით მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და მოხსენებები კონფერენციისათვის „ფიტორემედიაცია - ქიმიურად დაბინძურებული გარემოს გასუფთავების ტექნოლოგია“, რომელიც ჩატარდა რუსთავის #4 საჯარო სკოლაში. კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდა 2 პროექტი, რომელიც წარდგენილი იქნა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე.
- კვლევის სახელწოდება: მცენარეული ბიომასიდან საწვავი ეთანოლის მიღების ეკონომიკურად ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოტექნოლოგიის დამუშავება
- მონაწილეები: ლალი ქუთათელაძე, ნინო ზაქარიაშვილი, იზოლდა ხოხაშვილი, თამარ ურუშაძე, რუსუდან ხვედელიძე, თინათინ ალექსიძე, თამარ ბურდული
- ვადები: 25.04.2016 - 25.04.2018
- ბიუჯეტი: 70 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: STCU (სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი უკრაინაში) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: საქართველოს სხვადასხვა ნიადაგობრივ-კლიმატურ ზონებში გავრცელებული, ენდემური, Clostridium - ის გვარის ანაერობული, თერმოფილური, ცელულულოზის დამშლელი და ეთანოლის მაღალეფექტური პროდუცენტების კოლექციის შექმნა და მის საფუძველზე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარის -Silphium perfoliatum L–ის ბიომასიდან ეთანოლის მიღების ოპტიმალური პირობების დამუშავება.
- კვლევის სახელწოდება: საქართველოს ნიადაგების ნაციონალური ატლასის შექმნა
- მონაწილეები: თენგიზ ურუშაძე, გიორგი კვესიტაძე, გიული წერეთელი, თამარ ქვრივიშვილი, ლალი ქუთათელაძე
- ვადები: 05.05.2015 - 05.06.2018
- ბიუჯეტი: 149 700 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: საქრთველოს ნიადაგური ატლასის გამოცემა, რომელიც ხელს შეუწყობს ნიადაგების ხარისხობრივი მაჩვენებლების, როგორც პრიორიტეტულის, შესახებ ინფორმაციულობის გავრცელებას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნიადაგის დაცვა და ნიადაგის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ნიადაგების ატლასში აისახება საქართველოს ნიადაგებში არსებული მიკროორგანიზმების ბიომრავალფეროვნება და მათი დამოკიდებულება კონკრეტულ ნიადაგებთან. ეს საშუალებას იძლევა დადგინდეს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სხვადასხვა ტაქსონომიური ჯგუფების მიკროორგანიზმების სახეობების მრავალფეროვნება და ცალკეული გვარების გავრცელების გეოგრაფია
- კვლევის სახელწოდება: კარტოფილის რგოლური სიდამპლე საქართველოში და გამომწვევი პათოგენი Clavibacter. GRCG A60958
პროექტის რეგიონული პარტნიორი: მცენარის შეჯვარებისა და აკლიმატიზაციის ინსტიტუტი, რადზიკოე, პოლონეთი (IHAR _ Plant Breeding and Acclimatization Institute Radzikow, Poland).
- მონაწილეები: თინათინ სადუნიშვილი, დალი ღაღანიძე, ნანული ამაშუკელი, ნელი სტურუა, მარიამ გამყრელიძე, შორენა ხარაძე
- ვადები: 15.02.2015- 28.02.2017
- ბიუჯეტი: 150000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: დაფინანსებული აშშ თავდაცვის სააგენტოს ( DTRA) მიერ გლობალური სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების (CRDF) და საქართველოს სამეცნიერო განვითარების (GRDF) ფონდების საშუალებით.
- მოკლე ანოტაცია: კარტოფილის რგოლური სიდამპლის გავრცელების შესწავლა საქართველოში; გამომწვევი Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus შტამების გამოყოფა და შესწავლა; მათი გენოტიპირება და ფილოგენეტიკური ანალიზი, კარტოფილის სხვადასხვა ჯიშების რეზისტენტობა რგოლოვანი სიდამპლის მიმართ და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობის შესწავლა.
- კვლევის სახელწოდება: ექსტრემოფილური მიცელიური სოკოების სტაბილური ფერმენტები სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ლიგნოცელულოზური ნარჩენებიდან ბიოეთანოლის მისაღები ბიოტექნოლოგიის დასამუშავებლად
- მონაწილეები: თინათინ სადუნიშვილი, გიორგი კვესიტაძე, ლალი ქუთათელაძე, თამარ ურუშაძე, რუსუდან ხვედელიძე, იზოლდა ხოხაშვილი, ნინო ზაქარიაშვილი, ნინო წიკლაური, ნინო გაგელიძე, ლია ამირანაშვილი, მაია ჯობავა, თინა ალექსიძე, თამარ ბურდული
- ვადები: 01.12.2014-01.12.2017
- ბიუჯეტი: 200 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი, ISTC
- მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებს სტაბილური ცელულაზების, ქსილანაზებისა და ლაკაზების პროდუცენტების შერჩევას სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის მიცელიური სოკოების კოლექციიდან; შერჩეული მიკროსკოპული და ბაზიდიალური სოკოების სიღრმული კულტივირების ოპტიმალური პირობების დადგენას აღნიშნული ფერმენტების ბიოსინთეზისთვის; ფერმენტების მოქმედების ოპტიმალური პირობების დადგენას; ლიგნოცელულოზური სუბსტრატების წინასწარი დამუშავების ეფექტური ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდების შერჩევას; დამუშავებული ცლიგნოცელულოზური სუბსტრატების ფერმენტებით ჰიდროლიზის შესწავლას; ჰიდროლიზატში გლუკოზის ეთანოლში დადუღებას შერჩეული საფუვრის შტამებით.
- კვლევის სახელწოდება: ზოგიერთი ჰერბიციდის დამშლელი ბაქტერიული და მიკროსკოპული სოკოების შტამები
- მონაწილეები: გიორგი კვესიტაძე, თინათინ სადუნიშვილი, ლალი ქუთათელაძე, ნინო ზაქარიაშვილი, ნინო წიკლაური, ნინო გაგელიძე, ლია ამირანაშვილი
- ვადები: 01.08.2012-01.08.2014
- ბიუჯეტი: 100 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: გლობალური სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF)
- მოკლე ანოტაცია: ჩატარებულია დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მიკროორგანიზმების კოლექციის ბაქტერიების 249 და მიკროსკოპული სოკოების სკრინინგი 2.4-D და დიკამბას შემცველ არეებზე. შესწავლილია აღნიშნულ ჰერბიციდებზე საუკეთესო ზრდის უნარის მქომე შტამების მორფოლოგიურ-კულტურალური და ბიოქიმიური მახასიათებლები. შესწავლილია 2.4-D და დიკამბას მეტაბოლიზმის გზები 14С-ით დანიშნული ამ ჰერბიციდების შემცველ არეზე სიღრმული კულტივირების პირობებში (5g/l). ბაქტერიულ (Pseudomonas sp. TBM5 and Pseudomonas sp. 6R21) და სოკოს (Aspergilus nigerj 3-6, Mucorsp. 5 j-1 andChaetomium sp. j 2-2) შტამებში მაღალი წნევის ქრომატოგრაფიის (HPLC-MS) საშუალებით დადგენილი და იდენტიფიცირებულია შუალედური მეტაბოლიტები. შექმნილია აღნიშნული ჰერბიციდების მეტაბოლიზმის გზები აღნიშნულ კულტურებში.
- კვლევის სახელწოდება: კვებისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში საქართველოს თანამშრომლობის საერთაშორისო პოტენციალის გაძლიერება ("ბიოპარტნიორები")
- მონაწილეები: გიორგი კვესიტაძე, ნანი მჭედლიშვილი, თინათინ სადუნიშვილი, ნინო ომიაძე, მარინე აბუთიძე
- ვადები: 01.01.2012 - 01.01. 2014
- ბიუჯეტი: 500 000 ევრო
- დონორი ორგანიზაცია: ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის მე-7 ჩარჩო პროგრამა
- მოკლე ანოტაცია: პროექტი მიმართული იყო საქართველოში FP7-ის პრიორიტოტული თემატიკის“ საკვები, სოფლის მეურნეობა და ბიოტექნოლოგია“ასპექტით კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ. იგი ითვალისწინებდა საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ აქტივობებს: ფართომასშტაბური კავშირების დამყარებას, მკვლევარებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, სწავლებასა და ტრეინინგულ აქტივობებს და სხვ. პროექტის შესრულებაში ქართველ მეცნიერებებს პარტნიორობას უწევდნენ მურსიას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი - ინნო (საფრანგეთი). აღნიშნულ ჯგუფებს შორის ერთობლივი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დამუშავებულ იქნა ფუნქციური კვების, სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების საშუალებების მიღების ტექნოლოგიები, ჩატარებულ იქნა კვლევები და გამოქვეყნდა მასალები ჟანგვითი ფერმენტების (მცენარეული ფენოლოქსიდაზები და პეროქსიდაზები) კვლევის მიმართულებით. პროექტ „ბიოპარტნიორის“ ფარგლებში.
გამოქვეყნებულია აგრეთვე 10-ზე მეტი თეზისი და წარდგენილ იქნა სტენდური მოხსენებები პრაღაში, ვენაში, ოქსფორდში, სტამბოლში, კიევში, თბილისში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში გამართულ ბიოტექნოლოგიურ ფორუმებზე. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებმა და აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერ მკვლევარებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-გაცვლით პროგრამაში მურსიას (ესპანეთი) უნივერსიტეტთან. პროექტის ფარგლებში და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა კონფერენციის (ICFB) თბილისში და ზაფხულის სკოლის (საკვების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნაერთებით გამდიდრების გზები) ბაზალეთში ორგანიზება (http://www.biopartners-dibb.ge/), სადაც ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ჩატარდა ქართველი და მოწვეული ევროპელი პროფესორების: გიორგი კვესიტაძის, მარინ ბეროვიჩის, მარიჯან სიმკიკ (სლოვენია), ალეხანდრო სიფუენტეს, ელენე იბანეზი (ესპანეთი), ერიხ ლეიტნერი (ავსტრია), მარტინ სტოკის (დიდი ბრიტანეთი), ვოლტერ შტაინერისა და სხვათა ლექციები და ტრეინინგები კვების პროდუქტებისა და საკვები დანამატების ბიოტექნოლოგიების განხრით.
- კვლევის სახელწოდება: ახალი თაობის სტაბილური, სამრეწველო მნიშვნელობის ფერმენტები
- მონაწილეები: გიორგი კვესიტაძე, ლალი ქუთათელაძე, თინათინ სადუნიშვილი, თამარ ურუშაძე, ედიშერ კვესიტაძე, მაია ჯობავა, თინათინ ალექსიძე
- ვადები: 01.01.2014-01.01.2016
- ბიუჯეტი:70 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: STCU (სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი უკრაინაში) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია მიკროსკოპული სოკოების მაღალტექნოლოგიური, ექსტრემოფილური, სტაბილური, ჰიდროლაზების (ამილაზები, პროტეაზები, ცელულაზები, ქსილანაზები) პროდუცენტი შტამების შერჩევა. სტაბილური ჰიდროლაზების საფუძველზე ფერმენტების გამოყენებისა და მიღების ხარისხობრივად ახალი, კონკურენტუნარიანი, მცირე დანახარჯიანი, ინოვაციური, სამრეწველო ტექნოლოგიების შემუშავება, სხვადასხვა ბიოპოლიმერების დეგრადაციის მიზნით.
- კვლევის სახელწოდება: სამამულო პრობიოტიკული პრეპარატის ბიოტექნოლოგია და მისი დანერგვის პერსპექტივები მეფრინველეობაში
- მონაწილეები: ლია ამირანაშვილი, ნინო გაგელიძე, ენგური კირთაძე, ლევან მაკარაძე, ხათუნა ვარსიმაშვილი, ლელა თინიკაშვილი, ლანა თოლორდავა, მარიამ გამყრელიძე, ნანული ამაშუკელი, თამარ საჩანელი – ქადაგიშვილი
- ვადები: 28.04.2016 – 27.04.2017
- ბიუჯეტი: 239600
- დონორი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი / თანადამფინანსებელი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- მოკლე ანოტაცია: დღეისათვის მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს უსაფრთხო, ეფექტური პრობიოტიკული პრეპარატების, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივის შემუშავება და დანერგვა ფრინველებში ნაწლავის პირობით პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ მიკროორგანიზმებზე დაფუძნებული სამამულო პრობიოტიკული პრეპარატის შემუშავება და სამრეწველო მეფრინველეობაში დანერგვა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული 30 შინაური ქათმის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების ანტიბაქტერიული მოქმედების, ნაღვლის მჟავებისადმი ტოლერანტობის, მჟავა გარემოში სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობისა და ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის საფუძველზე შერჩეული 15 რძემჟავა ბაქტერიისაგან (გვარობრივი მიკუთვნებულობა დადგინდა იზოლატებიდან გამოყოფილი 16S რ-დნმ-ების ლაქტობაქტერიების გენუს-სპეციფიკური პრაიმერებით (27F-1492R) მიღებული პჯრ-პროდუქტების სექვენსების კომპიუტერული ანალიზით) შეიქმნა პრობიოტიკული პრეპარატი „პრობიოგეო“. ჰომოპრობიოტიკული პრეპარატის ბროილერის ჯიშის ქათმების (ROSS–308) საკვებ დანამატად გამოყენებამ 1–დან 35 დღის ასაკამდე 1 გ საკვებზე 109 – 1010 კოლონიის წარმომქმნელი ერთეულის (კწე) ოდენობით გამოიწვია წონამატის გაზრდა 3.3-7.8%-ით; გუნდის ერთგვაროვნების - 10-20%-ით და გადარჩენადობის - 11-20%-ით; საკვების ხარჯი 1 გ ცოცხალ წონაზე შემცირდა 11-16%-ით. წონამატის, გუნდის ერთგვაროვნებისა და გადარჩენადობის საუკეთესო კომბინაცია მიიღება პრობიოტიკული პრეპარატის სასმელ წყალთან ერთად მიცემისას. ამ შემთხვევაში ეფექტურობის ევროპულმა ინდექსმა კონტროლში შეადგინა შეადგინა - 355. მიკრობული შემადგენლობის კვლევამ აჩვენა, რომ პრობიოტიკული პრეპარატის გამოყენებისას, სასარგებლო მიკროორგანიზმთა კწე 2-3 რიგით მეტი იყო კონტროლთან შედარებით. პათოგენური მიკროფლორა ნიმუშებში არ დაფიქსირდა. ფრინველის პათომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა გამოავლინა ორგანიზმის საპასუხო დადებითი რეაქცია ფრინველის კვების რაციონში პრობიოტიკული პრეპარატის გამოყენებაზე. ნორმაში იყო, აგრეთვე, ფრინველია ჰემატოლოგიური მონაცემები, საერთო ქოლესტერინი, საერთო ცილა და ალბუმინების რაოდენობა. მიღებული მონაცემები ადასტურებს პრობიოტიკული პრეპარატის მეფრინველეობაში გამოყენების შესაძლებლობას.
- კვლევის სახელწოდება:რძის ოლიგოსაქარიდებზე სელექტიურად მზარდი პრობიოტიკების გამოყოფა და დახასიათება
- მონაწილეები: ლია ამირანაშვილი, გიორგი კვესიტაძე, ნინო გაგელიძე,
ენგურ კირთაძე, თინათინ სადუნიშვილი, ხათუნა ვარსიმაშვილი, ლელა თინიკაშვილი, მარიამ გამყრელიძე
- ვადები: 01.01.2011-31.12.2013
- ბიუჯეტი:120 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: STCU (სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი უკრაინაში); დამფინანსებელი აშშ ენერგიების დეპარტამენტი
- მოკლე ანოტაცია: პროექტის ფარგლებში შევქმენით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეგროვილი მაწვნებიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების კოლექცია. ექსპედიციები მაწვნის ნიმუშების შესაგროვებლად ჩატარდა სვანეთში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში, სამცხე–ჯავახეთში, ქართლში, მცხეთა–მთიანეთის რეგიონში. მაწვნის ნიმუშების აღება ხდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც მაწვნის შედედება ტრადიციული, გლეხური მეურნეობებისათვის დამახასიათებელი წესებით მიმდინარეობს. განხორციელდა ამ შტამების სუფთა კულტურების მიღება და დნმ–ების გამოყოფა, რომლებიც ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიგზავნა ამერიკაში, კერძოდ, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში, სადაცმოხდა მათი იდენტიფიკაცია 16S rDNA-ის მიხედვით. დღეისათვის ჩვენს კოლექციაში არის 63 იდენტიფიცირებული რძემჟავა ბაქტერია.
- კვლევის სახელწოდება: ექსტრემოფილური მიცელიური სოკოების სტაბილური ფერმენტები სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ლიგნოცელულოზური ნარჩენებიდან ბიოეთანოლის მისაღები ბიოტექნოლოგიის დასამუშავებლად
- მონაწილეები: თინათინ სადუნიშვილი, გიორგი კვესიტაძე, ლალი ქუთათელაძე, თამარ ურუშაძე, რუსუდან ხვედელიძე, იზოლდა ხოხაშვილი, ნინო ზაქარიაშვილი, ნინო წიკლაური, ნინო გაგელიძე, ლია ამირანაშვილი, მაია ჯობავა, თინა ალექსიძე, თამარ ბურდული
- ვადები: 01.12.2014-01.12.2017
- ბიუჯეტი: 200 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი
- მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებს სტაბილური ცელულაზების, ქსილანაზებისა და ლაკაზების პროდუცენტების შერჩევას სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის მიცელიური სოკოების კოლექციიდან; შერჩეული მიკროსკოპული და ბაზიდიალური სოკოების სიღრმული კულტივირების ოპტიმალური პირობების დადგენას აღნიშნული ფერმენტების ბიოსინთეზისთვის; ფერმენტების მოქმედების ოპტიმალური პირობების დადგენას; ლიგნოცელულოზური სუბსტრატების წინასწარი დამუშავების ეფექტური ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდების შერჩევას; დამუშავებული ცლიგნოცელულოზური სუბსტრატების ფერმენტებით ჰიდროლიზის შესწავლას; ჰიდროლიზატში გლუკოზის ეთანოლში დადუღებას შერჩეული საფუვრის შტამებით.
- კვლევის სახელწოდება:ზოგიერთი ჰერბიციდის დამშლელი ბაქტერიული და მიკროსკოპული სოკოების შტამები
- მონაწილეები: გიორგი კვესიტაძე, თინათინ სადუნიშვილი, ლალი ქუთათელაძე, ნინო ზაქარიაშვილი, ნინო წიკლაური, ნინო გაგელიძე, ლია ამირანაშვილი
- ვადები: 2012-2014
- ბიუჯეტი:100 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: გლობალური სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი(CRDF),დამფინანსებელი PIONEER Hi-Bre International, Inc.
- მოკლე ანოტაცია: ჩატარებულია დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მიკროორგანიზმების კოლექციის ბაქტერიების 249 და მიკროსკოპული სოკოების სკრინინგი 2.4-D და დიკამბას შემცველ არეებზე. შესწავლილია აღნიშნულ ჰერბიციდებზე საუკეთესო ზრდის უნარის მქომე შტამების მორფოლოგიურ-კულტურალური და ბიოქიმიური მახასიათებლები. შესწავლილია 2.4-D და დიკამბას მეტაბოლიზმის გზები 14С-ითდანიშნული ამ ჰერბიციდების შემცველ არეზე სიღრმული კულტივირების პირობებში (5g/l). ბაქტერიულ (Pseudomonas sp. TBM5 and Pseudomonas sp. 6R21) და სოკოს (Aspergilus nigerj 3-6, Mucorsp. 5 j-1 andChaetomium sp. j 2-2) შტამებში მაღალი წნევის ქრომატოგრაფიის (HPLC-MS) საშუალებით დადგენილი და იდენტიფიცირებულია შუალედური მეტაბოლიტები. შექმნილია აღნიშნული ჰერბიციდების მეტაბოლიზმის გზები აღნიშნულ კულტურებში.
- კვლევის სახელწოდება: ზოგიერთი მიკრობული შტამის და მცენარის კომპონენტების შეფასება პოტენციური კომერციული გამოყენებისათვის
- მონაწილეები: გიორგი კვესიტაძე, თინათინ სადუნიშვილი, ლალი ქუთათელაძე, ნინო გაგელიძე, დალი ღაღანიძე, ნანული ამაშუკელი, გიორგი გიგოლაშვილი, ნიკოლოზ ლაჩაშვილი, ნანა კუპრავა
- ვადები: 01.11.2010 - 01.11.2013
- ბიუჯეტი: 237 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: გლობალური სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი(CRDF),დამფინანსებელი PIONEER Hi-Bre International, Inc
- მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებს მიკროორგანიზმების და მცენარეების ინსექტიციდური აქტივობის მქონე ცილების გამოვლენას. განახლებულია ბაქტერიების, აქტინობაქტერიებისა და მიკროსკოპული სოკოების კოლექციები.
- კვლევის სახელწოდება: კარტოფილის რგოლური სიდამპლე საქართველოში და გამომწვევი პათოგენი
- მონაწილეები: თინათინ სადუნიშვილი, დალი ღაღანიძე, ნანული ამაშუკელი, ნელი სტურუა, მარიამ გამყრელიძე, შორენა ხარაძე, ლია ამირანაშვილი
- ვადები: 15.02.2015- 28.02.2017
- ბიუჯეტი: 150 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: აშშ თავდაცვის სააგენტოს ( DTRA) გლობალური სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების (CRDF) და საქართველოს სამეცნიერო განვითარების (GRDF) ფონდები
- მოკლე ანოტაცია: კარტოფილის რგოლური სიდამპლის გავრცელების შესწავლა საქართველოში; გამომწვევი Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus შტამების გამოყოფა და შესწავლა; მათი გენოტიპირება და ფილოგენეტიკური ანალიზი, კარტოფილის სხვადასხვა ჯიშების რეზისტენტობა რგოლოვანი სიდამპლის მიმართ და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობის შესწავლა.
· კვლევის სახელწოდება: მიკროორგანიზმებისა და მცენარეების დეტოქსიკაციური პოტენციალის მიზანმიმართული გამოყენება ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული გარემოს გასუფთავების მიზნით
- მონაწილეები: მარიცა ყურაშვილი, გიორგი ადამია, ლია ამირანაშვილი, თამარ ანანიაშვილი, მარინა ფრუიძე, თამარ ვარაზი, მარლენ გორდეზიანი, გია ხატისაშვილი
- ვადები: 2013 – 2015
- ბიუჯეტი: 70 000 აშშ დოლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ევრო გაერთიანება და აშშ
- მოკლე ანოტაცია: პროექტის განხორიელების შედეგად შემუშავდა ეფექტური ბიოტექნოლოგიური მიდგომა მაღალი ტოქსიკურობის და მდგრადობის მქონე ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული გარემოს გასუფთავებისათვის. ამ მიდგომის არსია შესაბამისი უნარის მქონე მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დეტოქსიკაციური პოტენციალის მიზანმიმართული გამოყენება, რაც გარემოდან ამ დამბინძურებლების სრულ მოცილებას და მთლიან გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს.
- კვლევის სახელწოდება: ბიოსორბენტი ნიადაგის ქიმიური დაბინძურების საწინააღმდეგოდ - ახალი რემედიაციული ტექნოლოგიის შექმნა
- მონაწილეები: თამარ ვარაზი, მარლენ გორდეზიანი, გიორგი ადამია, მარიცა ყურაშვილი, მარინა ფრუიძე, გიორგი გიგოლაშვილი, ლია ამირანაშვილი, ხათუნა ვარსიმაშვილი, თამარ ანანიაშვილი, გია ხატისაშვილი
- ვადები: 2013 – 2015
- ბიუჯეტი: 170 000 $
- დონორი ორგანიზაცია: აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის პროგრამა - GIPP.
- მოკლე ანოტაცია: პროექტი ეხებოდა ბუნებრივი მინერალებისა და ბაქტერიული კონსორციუმისაგან „ბიოსორბენტის“ შექმნას და გამოყენებას ქიმიურად დაბინძურებული ნიადაგების რემედიაციისათვის.
მევენახეობისადამეღვინეობისინსტიტუტი
- კვლევის სახელწოდება: „საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ნაერთების ლიპი–დურიმეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების in vitro მოდელზე“
- მონაწილეები:ნინა კულიკოვა, ბესარიონ ლასარეიშვილი, მარინე ბეჟუაშვილი, მარიამ ქსოვრელი, თინათინ ქაჩლიშვილი
- ვადები: 05.05.2015 – 05.05.2018
- ბიუჯეტი:150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია:. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: კვლევაში გამოვიყენეთ კომპლექსური სამოდელო სისტემა, რომელიც მოიცავდა ღვიძლის შემადგენლობაში შემავალი ორი განსხვავებული ტიპის უჯრედების - ჰეპატოციტების და მაკროფაგების მონოშრიან უჯრედულ კულტურებს და ჰეპატოსფეროიდების სამგანზომილებიან მოდელს. ასეთმა მრავალკომპონენტიანმა in vitro სისტემამ საშუალება მოგვცა მრავალმხრივად შევაფასოთ რეზვერატროლის დაბალი კონცენტრაციების გავლენა გაცხიმოვნებული ღვიძლის მოდელზე. კვლევის პირველ ეტაპზე, სტილბენოიდების ეფექტის შესაფასებლად, ვაკვირდებოდით შიდაუჯრედული ლიპიდების დეპონირების ხარისხს და ასევე პრო-ანთებითი სასიგნალო გზების სტიმულაციაში მონაწილე რეცეპტორის - TLR4-ის ზედაპირული ექსპრესიის დონეს, კვლევის მომდევნო ეტაპზე შესწავლილ იქნა რეზვერატროლით სტიმულაციის მოლეკულური მექანიზმი.
პროექტის შედეგად გამოიკვეთა ის განსხვავებები რეზვერატროლზე საპასუხო რეაქციაში, რაც ახასიათებს ღვიძლში შემავალ განსხვავებული ტიპის უჯრედებს (ჰეპატოციტებს და მაკროფაგებს). გამოვლინდა, რომ რეზვერატროლის დაბალი კონცენტრაციებით ზემოქმედებით შესაძლებელია არა მხოლოდ შიდაუჯრედული ლიპიდების კონცენტრაციის შემცირება, არამედ ასევე მაკროფაგებში პოლარიზაციის გამოწვევა (M1-დან - M2-ში). ეს ორივე მოვლენა, საკმაოდ სწრაფად ვითარდება სტილბენოიდით მოქმედების სულ რაღაც 3 საათში. გარდა ამისა, რეზვერატროლით მოქმედების უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ (24 საათი) შეინიშნება ჰეპატოციტების და მაკროფაგების ზედაპირზე ანთებითი რეაქციის მსვლელობაში მონაწილე რეცეპტორის - TLR4-ის ზედაპირული ექსპრესიის შემცირება, რაც, უნდა უწყობდეს ხელს პრო-ანთებითი პროცესების დათრგუნვას.
- კვლევის სახელწოდება: საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა ჰეპატოსტეატოზის in vitro მოდელზე
- მონაწილეები: ნ.კულიკოვა, ბ.ლასარეიშვილი, თ.ქაჩლიშვილი, მ.ქსოვრელი, მ.ბეჟუაშვილი
- ვადები: 01.02.2014 – 01.02.2015
- ბიუჯეტი: 141 364 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
- მოკლე ანოტაცია: პროექტი რამოდენიმე ძირითად ამოცანას მოიცავდა:
- საფერავის ჯიშის ყურძნიდან სტილბენოიდური ნაერთების გამოყოფა, გასუფთავება
- NAFLD-ის in vitro 3D მოდელის შექმნა: ა)სფეროიდული კულტურის მიღება/ მაკროფაგებთან კო-კულტივირების სისტემის აწყობა; ბ) მიღებულ სისტემაში სტეატოზის მაინდუცირებელი ორმაგი სტიმულის იმიტაცია.
- 2D სამოდელო სისტემის პირობებში, მაკროფაგებთან კო-კულტივირებისას, ჰეპატოციტებზე სტილბენოიდური ნაერთების გავლენის შეფასება.
- NAFLD-ის in vitro 2D და 3D მოდელის პირობებში TLR4-ის სასიგნალო გზის დათრგუნვის გავლენის შესწავლა ლიპიდურ მეტაბოლიზმზე და უჯრედების ფუნქციურ მდგომარეობაზე.
- ყურძნის კანიდან და ღვინიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ფრაქციის დახასიათება და კომპონენტების იდენტიფიცირება
- 3D სამოდელო სისტემის პირობებში ჰეპატოციტებზე სტილბენოიდური ნაერთების გავლენის შეფასება
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება. 2D და 3D სამოდელო სისტემებისთვის მიღებული შედეგების შედარება.
- კვლევის სახელწოდება: ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენების ტექნოლოგია
- მონაწილეები: მ. ბეჟუაშვილი, მ. სურგულაძე
- ვადები: 01.01.07.2014 - 01.07.2015
- ბიუჯეტი: 68 460
- დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
- მოკლე ანოტაცია პროექტის მიზანს წარმოადგენდა საფერავის და რქაწითელისგან დამზადებულ სხვადასხვა ტიპის ღვინოებში ტექნოლოგიების გავლენის დადგენა ფენოლური ნაერთების თვისებრივ და რაოდენობრივ შემცველობაზე.აქედან ჩვენს კონკრეტულ წილს შეადგენდა სტილბენოიდების ცვალებადობის შესწავლა. ამ მიზნით ორივე ჯიშის ყურძნიდან დამზადდა ევროპული ტიპის, კლერტიან და უკლერტო ჭაჭაზე დადუღებული ღვინოები.თითოეულ მათგანში განისაზღვრა შემდეგი სტილბენოიდები: ცის–,ტრანს–რეზვერატროლი და მათი გლუკოზიდები ცის–პიცეიდი და ტრანს–პიცეიდი, ε–ვინიფერინი. დადგინდა მათი ცვალებადობა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ყურძნის კლერტის,უკლერტო დურდოს და წვენის როლი ღვინოში სტილბენოიდების ლოკალიზაციის საკითხში.
- კვლევის სახელწოდება: ჯიშური სიწმინდის და ბიოლოგიური აქტივობის მაჩვენებლების დადგენა ქართული ვაზის გენოფონდის ზოგიერთი წითელყურძნიანი პერსპექტიული საღვინე ჯიშისთვის
- მონაწილეები: მ. რუსიტაშვილი, მ. ბეჟუაშვილი
- ვადები: 01.01.2016 – 01.06. 2016
- ბიუჯეტი: 6 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: პროექტი შეეხება ქართული ვაზის გენოფონდის წითელყურძნიანი პერსპექტიული ჯიშებიდან – ადანასური, ახმეტის წითელი, სიმონასეული –დამზადებული ღვინოების კვლევას. კერძოდ, ჯიშური სიწმინდის და ბიოლოგიური აქტივობის მაჩვენებლების დადგენას. პროექტის განხორციელების შედეგად პირველად დადგინდა ქართული ვაზის გენოფონდის წითელყურძნიანი ჯიშების – ადანასურის, ახმეტის წითელის და სიმონასეულის – ჯიშური სიწმინდის მაჩვენებლები: ანტოციანური პროფილი და პროანტოციანიდინური კოეფიციენტი(ოლიგომერული პროანტოციანიდინები/პოლიმერული პროანტოციანიდინები); გამოვლინდა მათი ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთები(ფლავონოიდური და სტილბენოიდური კომპონენტები) და ანტიოქსიდანტური აქტივობა; პრაქტიკული თვალსაზრისით კი, შემუშავდა რეკომენდაცია აღნიშნული ჯიშების შემდგომი სამრეწველო გამოყენების მიზნით. პროექტის განხორციელებამ განაპირობა ქართული ვაზის გენოფონდის თეორიული საფუძვლების გაფართოება და მიღებული შედეგები კი წარმოადგენს ხელის შემწყობ და საყურადღებო წინაპირობას მაღალხარისხოვანი მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებისთვის.
- კვლევის სახელწოდება: ქართული საკონიაკე სპირტების დავარგების ოპტიმალური რეჟიმების დადგენა მუხის ჩიფსებით
- მონაწილეები: ს. ზაკალაშვილი;მ. ბეჟუაშვილი
- ვადები: 01.01.2016 – 01.06.2016
- ბიუჯეტი: 6 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია : პროექტი შეეხება ქართული საკონიაკე სპირტების დავარგების ოპტიმალური რეჟიმების დადგენას მუხის ჩიფსების გამოყენებით. დასავარგებლად გამოიყენებული იქნა ახლადგამოხდილი ქართული საკონიაკე სპირტი, რომელზეც გამოიცადა განსხვავებული ხარისხით გამომწვარი მუხის ჩიფსები. კერძოდ, დაბალი გამოწვის, საშუალო გამოწვის და მაღალი გამოწვის.დავარგების ოპტიმალური რეჟიმები დადგინდა შემდეგი ფაქტორების მიხედვით: ა) ჩიფსების გამოწვის ხარისხი; ბ). ჩიფსების კონცენტრაცია დასავარგებელი სპირტის მოცულობაში; გ). დავარგების ტემპერატურა. თითოეული ფაქტორის მოქმედება განისაზღვრა ჩიფსებიდან მიზნობრივ პროდუქტში გადასული მუხისეული ექსტრაქტული ნივთიერებების, ლიგნინის და ლიგნინის გარდაქმნით მიღებული დაბალმოლეკულური არომატული კომპონენტების შემცველობით. გამოვლენილი ოპტიმალური ვარიანტით დავარგებული ახლადგამოხდილი საკონიაკე სპირტის მაჩვენებლები შედარებული იქნა მუხის ტკეჩებზე დავარგებული ქართული საკონიაკე სპირტის მაჩვენებლებთან, რომლის შედეგად გამოვლინდა მსგავსება-განსხვავება და გარკვეულწილად ნატურალურობის ზოგიერთი მარკერი. კვლევის შედეგად შემუშავდა ქართული საკონიაკე სპირტების დავარგების ახალი ტექნოლოგია.
- კვლევის სახელწოდება: სუფრის ღვინოების ტექნოლოგიაში გოგირდოვანი
ანჰიდრიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების მეცნიერული საფუძვლები
- მონაწილეები:ნანა ებელაშვილი, შალვა შათირიშვილი, ლიანა შუბლაძე, ელენე სალია, ნოდარ ბიბილური, მარინა მელიქიშვილი, ირმა მდინარაძე, ნინო გაგელიძე, დავით ოქრუაშვილი
- ვადები: 01.07.2013 – 01.10.2013
- ბიუჯეტი: 49 830 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ერონული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: ღვინის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში, მისი ხარისხის შენარჩუნებისა და მიკრბიოლოგიური პროცესების შეფერხებისათვის, გამოიყენება ანტისეპტიკი – გოგირდოვანი ანჰიდრიდი. მას ტოქსიკური გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე, ზოგჯერ ფატალურიც ასტმითა და ალერგიით დაავადებულებზე. მეღვინეობაში გოგირდოვანი ანჰიდრიდის გამოყენების რაოდენობის შემცირება, ან ჩანაცვლება უსაფრთხო ანტისეპტიკით, ენოლოგიური კვლევის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა. პროექტის მიზანია ღვინის დამზადების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში SO2–ის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის–ნანოსტრუქტურული კოლოიდური ვერცხლის გამოყენების გამოკვლევა, მისი ოპტიმალური დოზების დადგენა. პირველად ჩვენს მიერ გამოკვლეულია კოლოიდური ვერცხლის გამოყენების გავლენა ყურძნის ტკბილისა და ღვინის მიკროფლორაზე, ენოქიმიურ და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე. დადგენილია, თეთრი და წითელი მშრალი ღვინოების დამზადების პირველ წელს ჩატერებულ ბიოტექნოლოგიურ პროცესებში ნანოვერცხლის, როგორც გოგირდის დიოქსიდის რეალური ალტერნატიული მასალის გამოყენების ეფექტურობა და მისი ოპტიმალური დოზები: თეთრი ტკბილის დაწმენდის პროცესში სპონტანური საფუვრების დათრგუნვის, საფუვრის წმინდა კულტურის განვითარების და ტკბილის ალკოჰოლური დუღილის ინტენსივობისათვის; საფერავის დურდოს დამუშავებისათვის; ღვინომასალების ლექიდან გადაღებების პროცესების ჩატარებისათვის; ღვინომასალებში რძემჟავა ან ძმარმჟავა ბაქტერიების ინგიბირებისათვის; ამ მიკროორგანიზმებით ღვინომასალების დაინფიცირების შემთხვევაში.
- კვლევის სახელწოდება: ფენოლური ნაერთებით გამდიდრებული, მაღალი ანტიოქსიდნტური აქტიობის წითლი სადესერტო ღვინოების დამზადების ინოვაციური ტექნოლოგია
- მონაწილეები: ნანა ებელაშვილი, ინესსა კეკელიძე
- ვადები: 03.03. 2014 –03.03.2015
- ბიუჯეტი: 11 680 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: ფენოლურ ნაერთებს ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი როლი წითელი ღვინოების ფერის, ექსტრაქტულობის, გემური და პროფილაქტიკური–სამკურნალო თვისებების ჩამოყალიბებაში. მხოლოდ იმ წითელ ღვინოებს აქვთ ანტიოქსიდანტური ეფექტი, როლებშიც მაღალია ფენოლური ნაერთების კონცენტრაცია. სხვადასხვა ტიპის ღვინის ანტიოქსიდანტური აქტიობის ამაღლება მეღვინეობის აქტუალური საკითხია. პროექტის მიზანია დურდოს მაცერაციის ტექნოლოგიური ხერხის გაუმჯობესებით ფენოლური ნაერთებით გამდიდრებული მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიობის სადესერტო ღვინის დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავება.2014 წლისმეღვინეობის სეზონზე ჩვენს მიერ საფერავიდან დამზადდა სადესერტო წითელი ღვინოების საკონტროლო და საცდელი ნიმუშები. საცდელი ნიმუშების დასამზადებლად პირველად ჩვენს მიერ იქნა გამოყენებული დურდოდან ფენოლების ექსტრაქციის გაუმჯობესების ტექნოლოგიური ხერხები: დურდოდან ტკბილის გარკვეული ნაწილის გამოწნეხვა; დურდოზე მშრალად დადუღება; დადუღებული ჭაჭის დასპირტვა და დასპირტულ ჭაჭაზე დაყოვნება. საკონტროლო ნიმუში დამზადდა სტანდარტული ტექნოლოგიით. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით საცდელ და საკონტროლო ნიმუშებში გამოკვლეულია: კატეხინები, ფლავონოლები, ფენოლკარბონმჟავები, რეზვერატროლი;პირველადი კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ საუკეთესო საცდელ ნიმუშში, საკონტროლოსთან შედარებით, მაღალია კატეხინების, ფლავანოლების, ფენოლმჟავების კონცენტრაცია. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან მხოლოდ ერთ სეზონზე დაყენებული სადესერტო ღვინის ნიმუშების პირველადი გამოკვლევები საკმარისი არ არის ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავებისთვის.
- კვლევის სახელწოდება:ფენოლური ნაერთებით გამდიდრებული, მაღალი ანტიოქსიდნტური აქტიობის წითლი სადესერტო ღვინოების დამზადების ინოვაციური ტექნოლოგია
- მონაწილეები: ნანა ებელაშვილი, ინესსა კეკელიძე
- ვადები: 27.03.2015 - 13.05.2017
- ბიუჯეტი: 21 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია ადგილობრივი წითელყურძნიანი ჯიშიდან (საფერავი) დურდოს მაცერაციის სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხის გამოყენებით ფენოლური ნაერთებით გამდიდრებული, მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიობის წითელი სადესერტო ღვინოების საცდელი ნიმუშების დამზადება, მათში ფენოლური ნაერთების ფართო სპექტრისა და ორგანოლეტიკური გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავება. 2015 წლის რთველის სეზონზე საცდელი ნიმუშების დასამზადებლად გამოვიყენეთ იგივე ტექნოლოგიური ხერხები, რომლებიც გამოყენებული იყო ჩვენს მიერ 2014 წელს კვლევის ობიექტების დამზადებისათვის: ა) დურდოდან ტკბილის გარკვეული ნაწილის გამოწნეხვა; ბ) დარჩენილი დურდოს მშრალად დადუღება; გ) მშრალად დადუღებულ და დასპირტულ ჭაჭაზე დატოვება. საკონტოლო ნიმუში დამზადდა სტანდარტული ტექნოლოგიით. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საცდელი ნიმუშებიდან ფენოლური ნაერთების მაღალი შემცველობით და უკეთესი სადეგუსტაციო მახასიათებლებით გამოირჩევა ნიმუში, რომელიც დამზადებული იყო დურდოს მოცულობის 1/3 ტკბილის მოკლებით და მისი მშრალად დადუღებით. მასში, საკონტროლოსთან შედარებით, მაღალია ფენოლური ანტიოქსიდანტების რაოდენობა: (-) -ეპიკატეხინის, კვერცეტინ–3–გლუკოზიდის და ყავის მჟავის –5–ჯერ; კაფტარის მჟავის– 2–ჯერ; იასამნის მჟავის–65%–ით; (+) – კატეხინის – 40%–ით. ამ კომპონენტების მაღალი კონცენტრაცია ზრდის ღვინის ანტიოქსიდანტურ ეფექტს, აუმჯობესებს მის ხარისხს და კვებით ღირებულებას. შემუშავდა სადესერტო წითელი ღვინის დამზადების ინოვაციური ტექნოლოგია („ნოუჰაუ“).