განხორციელებული კვლევები - ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი
კვლევის სახელწოდება: მევენახეობის აგროეკოსისტემების რეგიონებიდან იზოლირებული ენტომოპათოგენური ნემატოდების იდენტიფიკაცია
მონაწილეები: ც. ჩხუბიანიშვილი, მ. კახაძე, ი. მალანია, ი. რიჟამაძე, მ. ჩუბინიშვილი
ვადები: 2013 - 2014
ბიუჯეტი: 10 000 $
დონორი ორგანიზაცია: CRDF /GRDF/ DTRA/USA
მოკლე ანოტაცია: პროექტის ძირითად მიზანს შეადგენდა საქართველოს ვენახების აგროცენოზიდან იზოლირებული ენტმოპათოგენური ნემატოდების (epn) იდენტიფიკაცია. დასახული იყო ამოცანები - ადგილობრივი, იზოლირებული ნემატოდების შტამების გამრავლება ლაბორატორიში, მათი ბიომასის დაგროვება. გამოვლენილი ნემატოდების შტამების იდენტიფიცირება, ჩატარდა პროექტის მონაწილე, დოქტორანტ, მ.ჩუბინიშვლის მიერ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ენტომოლოგიის განყოფილება, აშშ (ხელ. პროფ. პ. სტოკი). შერჩეულ შტამს პირობითად ეწოდა "ქართული შტამი“, Steinernema feltiae.
კვლევის სახელწოდება: მიკოპესტიციდის ბიოტექნოლოგიის შემუშავება პარაზიტი მცენარე კელაპტარასაგან მზესუმზირის ნათესების დაცვისათვის
მონაწილეები: ც. ჩხუბიანიშვილი, ი. მალანია, მ. კახაძე,ლ. წივილაშვილი, მ. მაჭავარიანი, ნ. ჯიბღაშვილი, პ. ურჯუმელაშვილი
ვადები: 2014 – 2016
ბიუჯეტი: 70 000$
დონორი ორგანიზაცია: STCU – SRNSF
მოკლე ანოტაცია: მზესუმზირას სპეციალიზირებული, ყვავილოვანი პარაზიტი მცენარე, მზესუმზირასკელაპტარა (Orobanche cumana)-სგან პოპულაციებიდან გამოვლენილია პათოგენური სოკოები, როგორც პარაზიტი მცენარის რიცხოვნების მარეგულირებელი პერსპექტული ბიოლოგიური აგენტები. შესწავლილია „პატრონ–პარაზიტის“ (მზესუმზირა–კელაპტარა) ურთიერთდამოკიდებულება.
კვლევის სახელწოდება: „გარემოსათვის უსაფრთხო საშუალებების ბიოტექნოლოგიის შემუშავება სათბურის მავნებლებისაგან მცენარეთა კომპლექსური ბიოლოგიური დაცვისათვის“
მონაწილეები: რ. სხირტლაძე, ც. ჩხუბიანიშვილი, მ. კახაძე, ი. მალანია, ი. რიჟამაძე, მ. მათიაშვილი
ვადები: 2014 – 2016
ბიუჯეტი:70 000$
დონორი ორგანიზაცია: STCU – SRNSF
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზნი იყო სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეული და დეკორატიული კულტურების მავნე მწერის - სათბურის ფრთათეთრას მიმართ პარაზიტოიდი - ენკარზია, Encarsia formosa და ენტომოპათოგენური ნემატოდა, Steinernema feltiae – "ქართული შტამი"ერთობლივი გამოყენების კვლევადაგანვითარება. შემუშავებულია ენკარზიის კოლონიზაციის ოპტიმალური ნორმები და ვადები მცენარეთა გაზფხული – ზაფხული და შემოდგომა – ზამთრის ბრუნვაში. განსაზღვრულია პარაზიტოიდის, E. formosa და S. feltiae ერთობლივი გამოყენების ტექნოლოგიის შესაძლებლობა სათბურის ფრთათეთრას მიმართ.
კვლევის სახელწოდება: ბიოპრეპარატის Geo-nema-ს წარმოება ენტომოპარაზიტული ნემატოდა, Steinernema feltiae ქართული შტამის საფუძველზე მავნე მწერებისაგან სასოფლო - სამეურნეო კულტურების ბიოლოგიური დაცვისათვის
მონაწილეები: მ. ჩუბინიშვილი, ც. ჩხუბიანიშვილი, მ. კახაძე, ი. მალანია, ი. რიჟამაძე, რ. სხირტლაძე, ნ. ნაზარაშილი
ვადები: 2014 – 2015
ბიუჯეტი: 30 000 (ლარი)
დონორი ორგანიზაცია: CRDF/SRNSF/STEP
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანი იყო ტექნოლოგიური პროდუქტის – ნემატოდური ინსექტიციდის ლაბორატორიული პროტოტიპის შექმნა. ამოცანა მოიცავდა ადგილობრივი ენტომოპათოგენური ნემატოდა, Steinernema feltiae", ქართული შტამის"ინფექციური საწყისის საფუძველზე, ლაბორატორიული ექსპერიმენტული პარტიის მომზადებას. ექსპერიმენტული პარტიის გამოცდა ჩატარდა სხვადასხვა სახეობის მავნე მწერების მიმართ.