განხორციელებული კვლევები - ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი
· კვლევის სახელწოდება:საქართველოსა და იტალიის ენდემური ენტომოპათოგენური ნემატოდების დახასიათება და მათი პოტენციალის შესწავლა
მონაწილეები: ფრაჩესკო დე ლუკა, მედეა ბურჯანაძე, ეუსტაჩიო ტარასკო, ალბერტო ტროკოლი, ელენა ფანელი, ოლეგ გორგოძე, მანანა ლორთქიფანიძე, მარიამ არჯევანიძე
ვადები: 2016 - 2018
ბიუჯეტი: 6 000 ევრო
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, CNR
მოკლე ანოტაცია: განხორციელდა საქართველოში იზოლირებული ნემატოდების მორფოლოგიურ და მოლეკულურ დონეზე შესწავლა, დადგენდა იფილოგენეტიკური კავშირები რიბოსომული და მიტოქონდრიული მარკერების მეშვეობით. შერჩეული ენტომოპათოგენური ნემატოდების შტამების, როგორც ბიოლოგიურ კონტროლის აგენტების, შესწავლილია ის გენები (aquaporin, hsp90, hsp70), რომლებიც შემგუებელი იქნება გარემო ფაქტორების ზეგავლენის მიმართ (მაგ, მაღალ და დაბალ ტეპერატურა). გენი hsp90 შესწავლა მოხდება PCR დიაგნოსტიკის მეშვეობით, და სხვადასხვა სახეობის იდენტიფიკაცია, გამოვლენილია ეღტი ახალი სახეობა.
კვლევის სახელწოდება: Beauveria bassiana-ს შტამების ეკომდგრადობის შესწავლა ბიოპესტიციდების წარმოებისა და ბიოტექნოლოგიის ოპტიმიზაციისთვის
მონაწილეები:მედეა ბურჯანაძე, თენგიზ ურუშაძე, მიხეილ გოგებაშვილი, მარიამ არჯევანიძე,დალი ღაღანიძე
ვადები: 2015-2017
ბიუჯეტი: 70 000 დოლარი
დონორი ორგანიზაცია: STCU, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდა ენტომოპათოგენური სოკოს Beauveria bassiana ადგილობრი იზოლატებიდან შერჩეული აქტიური შტამების ეკომდგრადობის დადგენა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიოლოგიური პრეპარატების ტექნოლოგიის ეფუქტურობის გაზრდას და დამუშავებული ბიოტექნოლოგიის წარმატებულ კომერციალიზაციას. წარმოდგენილი პროექტი არის ახალი, უნიკალური, განსხვავებული და კომპლექსური მიდგომა საქართველოს პირობებისათვი, ვინაიდან იგი ხასიათდება თავისი ლანდშაფტური, კლიმატური და ეკოლოგიური უნიკალურობით. ეკომდგრადული შტამების შერჩევა ხელს შეუწყობს ბიოპრეპარატების ეფექტურობის გაზრდას მათი წარმოებისათვის, რომელიც მისადაგებული იქნება მავე მწერების კონტროლისათვის რეგიონის განსხვავებულ პირობებში. პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ადგილობრივი ბიოპრეპარატების წარმოებას და მის შემდგომ განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქციის მიღებას, გარემოს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.
კვლევის სახელწოდება: Bacillus thuringiesis ბაქტერიების ენდემური კოლექციის შექმნა ბიოკონტროლისათვის
მონაწილეები: მედეა ბურჯანაძე, ელენე ნაკაიძე, მარიამ არჯევანიძე, დალი ღაღანიძე
ვადები: 2014-2016
ბიუჯეტი: 99 333 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტში შესწავლილიამწერების პათოგენური ბაქტერიების Bacillus turingiensis (Bt) სახეობათა მრავალფეროვნება, მათი იზოლირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ნიადაგებიდან და მწერებიდან. პირველად განხორციელდა Bt–ის ადგილობრივი იზოლატების მორფოლოგია და მოლეკულური დახასიათება. დნმ–ში დაკონსერვებული გენების უბნებში თანმიმდევრობის შესწავლით, სრული ფილოგენეტიკური ანალიზი; შერჩეული შტამების ინსექტიციდური აქტივობის დადგენა და მათი გამოყენების პერსპექტივები მავნე მწერების კონტროლისათვის.
კვლევის სახელწოდება: ენტომოპათოგენური სოკოები და ენტომოპათოგენური ნემატოდები, როგორც ბიოლოგიური აგენტები მავნე მწერების ინტეგრირებული დაცვისთვის საქართველოში
მონაწილეები: მედეა ბურჯანაძე, ელენე ნაკაიძე, მარიამ არჯევანიძე,მანანა ლორთქიფანიძე
ვადები: 2012-2014
ბიუჯეტი: 70 000 დოლარი
დონორი ორგანიზაცია: STCU, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელდება ენტომოპათოგენური ნემატოდების და ენტომოპათოგენური სოკოების ძიება სხვადასვა კლიმატურ რეგიონებში, რომელიც მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობს, მცირე კავკასიონის ნაწილს, აჭარას, აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის რეგიონს, სადაც ხორციელდება სასაოფლო სამეურნეო კულტურების ინტენსიური მოყვანა. პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდება ენტომოპათოგენური სოკოებისა და ენტომოპათოგენური ნემატოდების ენდემური სახეობების იზოლაცია, იდენტიფიკაცია, კოლექციის შექმნა და აგრესიული სახეობების შერჩევა. ზოგადად, ადგილობრივი სახეობები მეტად არიან ადაპტირებული ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორებთან და მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან სამიზნე მწერების მიმართ. მიღებული შედეგები არის როგორც ახალი, უნიკალური და განსხვავებული მიდგომა მავნე მწერების ბიოკონტროლის საკითხში. Eეპს და ეპნ-ის საშუალებით შესაძლებელია აგროკულტურების მოსავლის დაცვა, შემცირდება ქიმიური პრეპარატების გამოყენება, რის საფუძველზეც გარანტირებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის მიღება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გარემოში ეკოლოგიური ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას. მავნე მწერების რიცხოვნობის რეგულირებაში ბიოაგენტების კომბინირებული გამოყენება განიხილება როგორც ახალი მიღწევა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მექანიზმი.