განხორციელებული კვლევები - ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტი
კვლევის სახელწოდება: ნანონაწილაკები ბიოდეგრადირებადი ამინომჟავური პოლიმერების საფუძველზე და მათი გამოყენება წამლების ინტრაოკულარული ტრანსპორტირებისათვის.
მონაწილეები: აგრარული უნივერსიტეტი
ვადები: 03.2014 - 08.2015
ბიუჯეტი: 70,891.90 ლარი
დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
მოკლე ანოტაცია: ორიგინალური ამინომჟავური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე მიღებულია მაღალი ციტოშეთავსებადობის მქონე ნანონაწილაკები, რომლებიც გადიან ოკულარულ ბარიერებში და პერსპექტულია თვალში წამლის შესაყვანად მტკივნეული ინექციების გარეშე. შეირჩა ოპტიმალური ბიოდეგრადირებადი პოლიმერი და ზადაპირულად აქტიური ნივთიერებები, შემუშავდა ნანონაწილაკების მიღების ოპტიმალური პირობები, შესწავლილ იქნე ნანონაწილაკების მდგრადობა დროში.
კვლევის სახელწოდება: ახალი კატიონური პოლიმერები არგინინის და სპერმინის საფუძველზე როგორც ანტიმიკრობული აგენტები.
მონაწილეები: აგრარული უნივერსიტეტი
ვადები: 03.2014 - 08.2015
ბიუჯეტი: 113,713.41
დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
მოკლე ანოტაცია: შემუშავდა ახალი, მაღალი მუხტის მქონე ახალი კატიონური პოლიმერები. ახალი კატიონური პოლიმერებს აღმოაჩნდათ უნიკალური თვისებები - როგორც ანტიბაქტერიული აქტივობა, ასევე დღემდე უცნობი სელექციური ტრანსფექციული აქტივობა.
კვლევის სახელწოდება: კლიკ-ქიმიის გამოყენება მაკრომოლეკულურ და მაკროციკლურ სინთეზებში.
მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ვადები: 03.2015 - 03.2017
ბიუჯეტი: 70 000 აშშ დოლარი
დონორი ორგანიზაცია: STCU, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნეირო ფონდი
მოკლე ანოტაცია: შემუშავებულია ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებისსინთეზის ახალი მეთოდი სპილენძით კატალიზირებილი ალკინ-აზიდური კლიქ-ქიმიის გამოყენებით. მიღებულია სამასალე თვისებების მქონე მაღალმოლეკულური პოლიმერები.
კვლევის სახელწოდება: არგინინის და სპერმინის საფუძველზე მიღებული ახალი კატიონური პოლიმერების ფიზიკო-ქიმიური მეთოდების კვლევა.
მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი (იაპონია)
ვადები: 08.2017 – 03.2018
ბიუჯეტი: $20,000
დონორი ორგანიზაცია: ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, პოსტდოკის სტიპენდია
მოკლე ანოტაცია: შესწავლილია ახალი ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერების მოლეკულური მასებიო და მოლეკულურ მასური განაწილება, პოლიმერების კომპოზიციური შემადგენლობა ბმრ-სპექტროსკოპიის გამოყენებით, პოლიმერების ოპტიკური აქტივობა ოპტიკური ბრუნვის დისპერსიის სპექტროსკოპოოს გამოყენებით, კატიონური პოლიმერების კომპლექსაცია მეთილორანჟთან და ამ კომპლექსების თვისებები.
კვლევის სახელწოდება: ბიოდეგრადირებადი ნანონაწილაკების მიღება ამინომჟავრური პოლიესტერამიდების საფუძველზე, მათი მოდიფიცირება და in vitro ბიოშეთავსებადობის შესწავლა
მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ვადები: 09.2017 – 09.2018
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნეირო ფონდი
მოკლე ანოტაცია: მედიკამენტოზური თერაპიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ორგანიზმისთვის წამლების სელექციური (მიზანმიმართული) მიწოდება. ტრადიციული პრეპარატების უმეტესობა მოქმედებს სამიზნეზე და იძლევა სასურველ ეფექტს, მაგრამ ამავე დროს მოქმედებს ორგანიზმის სხვა სისტემებზე და იწვევს არასასურველ გართულებებს. თეორიულად სელექციური მიწოდება შეიძლება მიღწეულ იქნეს ორი სხვადასხვა გზით: პრეპარატისადმი ორგანოების განსხვავებული მგრძნობელობის ან პრეპარატის განსხვავებული (მიზანმიმართული) მიწოდების გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება გამოვიყენოთ წამლები, რომლებიც ვრცელდება მთელ ორგანიზმში, მაგრამ აქტიურ ზემოქმედებას ახდენენ მხოლოდ სამიზნეზე, ან ისეთები, რომლებსაც პოტენციურად უნარი შესწევთ იმოქმედონ მრავალ ორგანოზე, მაგრამ მოწყობილნი არიან ისე, რომ აღწევენ და მოქმედებენ მხოლოდ სამიზნეზე. ტრადიციულად, თერაპიაში უმეტესწილად გამოიყენება პირველი ტიპის წამლები. ცხადია, რომ მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ წამლებს ექნებათ მიზანმიმართული მიწოდების მექანიზმი. პროექტის ფარგლებში ჩატარებულია ნანონაწილაკების მოდიფიცირება და მათი in vitro ბიოშეთავსებადობის და ბიოლოგიურ ბარიერებში განვლადობის (ბიოგანვლადობის) სისტემატური კვლევა. ეს კვლევა მოიცავს ნანონაწილაკების ზედაპირის დაფარვას პოლიეთილენგლიკოლით ანუ ე.წ. PEG-ილირებას, ასევე ნანონაწილაკებისთვის დადებითი ზედაპირული მუხტის მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანია მათი ბიოშეთავსებადობისა და ბიოგანვლადობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
კვლევის სახელწოდება: ახლი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე როგორც ანტიმიკრობული და გენის ტრანსფექციის აგენტები
მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი/ბოსტონის ნორდისტერნ უნივერსიტეტი (აშშ)
ვადები: 09.12.2015 – 08.06.2016
ბიუჯეტი: 30 000 აშშ დოლარი
დონორი ორგანიზაცია: CRDF, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: სულ მიღებულია 12 ახალი კატიონური პოლიმერი. გელ-ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა კატიონურო პოლიმერების მოლეკულურ მასური მახასიათებლები. შესწავლილია ახალი კატიონური პოლიმერების შეთავსებადობა უჯრედებდათ. ამის შემდეგ ტრანსფექციის ექსპერიმენტებისთვის შეირჩა ექვსი კატიონური პოლიმერი, რომელთაც ამოაჩნდათ ყველაზე დაბალი ციტოტოქსიკურობა. ახალმა კატიონურმა პოლიმერებმა გამოავლინეს როგორც ანტიმიკრობული აქტივობა, ასევე დღემდე უცნობი სელექციური ტრანსფექციული აქტივობა.