ENG GEO

Search form

განხორციელებული კვლევები - მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი

  • კვლევის სახელწოდება: მიკოტოქსინების ახალი ადსორბენტის -ადგილობრივი ბენტონიტების გამოყენება ფრინველის კვებაში
  • მონაწილეები: ამროსი ჭკუასელი, მაიკო ხუციშვილი, ავთანდილ ჩაგელიშვილი, კობა ნაცვალაძე, ნანა მაისურაძე, თორნიკე ლაშქარაშვილი, გიორგი ჩაგელიშვილი, ქეთევან სამყურაშვილი
  • ვადები: 2015-2017
  • ბიუჯეტი: 132 600 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია:დღეისათვის ცხოველთა და ფრინველთა საკვებ ულუფაში საკვები ინგრედიენტების მიკოტოქსინებით დაბინძურების მაჩვენებელი 30-35%-ია, სწორედ ამიტომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი მიკოტოქსინების დეტოქსიკაციის მიზნით ადსორბენტების მოძიებისა და გამოყენების ეფექტურობისკენაა მიმართული.ადსორბენტები სეიძლება იყოს როგორც სინთეზური ასევე ბუნებრივი. ბუნებრივი ადსორბენტებიდან ფარტოდ გამოიყენება ალუმინსილიკატური წარმოშობის თიხები -ბენტონიტები.ასეთი ბენტონიტური თიხის საბადოა ასკანთიხა. აღნიშნული ადგილობრივი ბენტონიტური თიხის სხვადასხვა მიმართულებით მაღალი ადსორბციული თვისებების მიუხედავად დღემდე შეუსწავლელი იყო მისი გამოყენების შესაძლებლობა მეფრინველეობაში, როგორც მიკოტოქსინების საუკეთესო ადსორბენტი, რაც ძალზე აქტუალურია და პერსპექტიულია ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული პროექტის კვლევის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხის -ასკანგელის, როგორც მიკოტოქსინების ადსორბენტის გამოყენების ეფექტურობის დადგენა ფრინველის კვებაში მიკოტოქსინებისგან დეტოქსიკაციის მიზნით. კვლევის მეცნიერული სიახლე მდგომარეობდა იმაში, რომ ფრინველის კვებაში პირველად იქნა გამოყენებული მიკოტოქსინების ადსორბენტად , ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხა - ასკანგელი 1,0-1,5 %-ით, რომელმაც ეფექტურად ჩაანაცვლა საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული მიკრობული და ალუმინსილიკატური წარმოშობის მიკოტოქსინების ადსორბენტები.

 

  • კვლევის სახელწოდება:ადგილობრივი ქათმის კორნიშის ჯიშთან სამრეწველო შეჯვარებით სატაბაკე ბროილერის მიღება
  • მონაწილეები: კობა ნაცვალაძე, როზა ნოზაძე, მაიკო ხუციშვილი, ამროსი ჭკუასელი, ლაშა ბოხუა, თამარ ხუცურაული
  • ვადები: 2014-2016
  • ბიუჯეტი: 178 625 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პოპულაციის ქათმისთვის დამახასიათებელია გარემოსადმი მაღალი რეზისტენტობის უნარი იგი გამოირჩევა დაბალი მეხორცული პროდუქტიულობით. აღნიშნული თვისებების გაუმჯობესება შესაძლებელია მისი შეჯვარებით ბროილერის მეხორცულ ჯიშთან. რის შედეგად მიღებულ იქნა ისეთი ნაჯვარი თაობა, რომელიც გაცილებით მაღალი პროდუქტიულობის მქონეა და გამოსაზრდელად ადვილია ფერმერულ საკარმიდამო მეურნეობის პირობებში. აღნიშნული პროექტის შესრულებისას კვლევის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი პოპულაციის ქათმის მომრავლება, სრულყოფა და მათ შორის მეხორცულობით გამორჩეული ფრინველის კორნიშის ჯიშთან სამრეწველო შეჯვარებით ადგილობრივი პირობებთან შეგუებული ბროილერის მიღება. ჩატარებული ცდების საფუძველზე პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდა ადგილობრივი ქათმის დედლების შეჯვარება კორნიშის ჯიშის მამლებთან, შედეგად გამოყვანილი იქნა სიცხის ამტანი ნაჯვარი ბროილერი, რომელიც ადვილად იზრდება ბუნებრივ პირობებში, გაცილებით მეტს იწონის ადგილობრივ ფრინველებთან შედარებით და იძლევა ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქციას.

 

  • კვლევის სახელწოდება: ორგანული მჟავების გამოყენება მეფრინველეობაში
  • მონაწილეები: თორნიკე ლაშქარაშვილი, ამროსი ჭკუასელი, მაია ხუციშვილი
  • ვადები: 2013-2015
  • ბიუჯეტი: 6000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ევროკავშირის მიერ მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების, როგორც ზრდის სტიმულიატორების გამოყენების აკრძალვის შედეგად ინტენსიურად მიმდინარეობს ალტერნატიული პროდუქტების მოძიება, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება ფრინველისგან უვნებელი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მოძიება, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ალტერნატიულ პროდუქტს მიეკუთვნება ორგანული მჟავები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ორგანული მჟავების სხვადასხვა კომბინაციით გამოყენების ეფექტურობის შესწავლა ფრინველის პროდუქტიულობაზე,დღეღამურ ნამატზე, გამოზრდის პერიოდზე,ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შენარჩუნებაზე, მიღებული პროდუქციის (ხორცი) ხარისხზე და უსაფრთხოებაზე. კვლევის მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ პირველად საქართველოში გამოყენებული იქნა ორგანული მჟავების სხვადასხვა კომბინაცია ფრინველის კვებაში.

 

  • კვლევის სახელწოდება: გარემოსადმი ტოლერანტობისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლების მემკვიდრეობა და ცვალებადობა ავსტრალიურ მერძეულ ზებუსთან ადგილობრივი ძროხის ჰიბრიდიზაციისას
  • მონაწილეები: გიული გოგოლი, ლევან თორთლაძე, გელა მაჭარაშვილი, ლალი ტაბატაძე
  • ვადები: 2014-2017
  • ბიუჯეტი: 149 800 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: მაღალპროდუქტიულ ცხოველს (სარძეო მეძროხეობა) უმეტესწილად ინახავენ ბუნებრივ პირობებში ანუ როდესაც წლის უმეტეს პერიოდში ის უშუალო კავშირშია მუდმივად ცვალებად გარემოსთან. ასეთ პირობებში რძის წარმოების სექტორის განვითარებისა და მისი ეფექტურობის გადიდების ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მისაღები მიმართულებაა გარემოსადმი ტოლერანტული და დაავადებებისადმი მაღალრეზისტენტული ცხოველების მოშენება. ამის კარგი გამოცდილება არსებობს მსოფლიოს სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში, სადაც პრობლემა ცხოველთა მომშენებლებმა გადაწყვიტეს მეტად ორიგინალურად: ერთის მხრივ ზებუს (Bos taurus indicus) სიცხისადმი ტოლერანტობისა და დაავადებისადმი რეზისტენტობისა და მეორე მხრივ ევროპული ჯიშის(Bos taurus) პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალის ერთ ორგანიზმში გაერთიანება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბარის მშრალი სუბტროპიკული კლიმატური ზონის ფერმერულ მეურნეობებში მოშენებული სულადობის სარძეო პროდუქტიული მიმართულების ზებუსნაირ ჯიშთან -ავსტრალიერ მერძეულ ზებუსთან (AMZ) შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდების ცხელი კლიმატისადმი ადაპტაციის უნარისა და დაავადებებისადმი ბუნებრივი რეზისტენტობის მემკვიდრეობისა და ცვალებადობის ხარისხის დადგენა და რძის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობების ბაგურ-საძოვრული შენახვის პირობებში სამეურნეო გამოყენების ეფექტურობის დასაბუთება.კვლევის მეცნიერული სიახლე მდგომარეობდა იმაში, რომ ადგილობრივ ძროხასთან ზებუსნაირი სარძეო ჯიშის ავსტრალიური მერძეული ზებუს შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდების ბიოლოგიური თავისებურებები და სამეურნეო ღირებულებები კომპლექსურად პირველად იქნა შესწავლილი.

 

  • კვლევის სახელწოდება: რადიაციული ვაქცინების წარმოება და მისი დანერგვის პერსპექტივები ვეტერინარიაში
  • მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი
  • ვადები: 2010-2014
  • ბიუჯეტი: 20 000 ევრო
  • დონორი ორგანიზაცია: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA). ავსტრია, ვენა
  • მოკლე ანოტაცია: პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა წვრილი რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზოს საწინააღმდეგო ახალი ეფექტური ვაქცინის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. სავაქცინო შტამის დამუშავება ხდებოდა რადიაციული დასხივების სხვადასხვა დოზებით და ვახდენდით მიკრობის აქტივობაზე მისი გავლენის შესწავლას.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: საქართველოს ადგილობრივ შტამებზე დაფუძნებული პრობიოტიკული პრეპარატის ბიოტექნოლოგია: სამამულო მეფრინველეობის რეზერვები და პერსპექტივები
  • მონაწილეები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  • ვადები: 20015 – 2017 წწ
  • ბიუჯეტი: 210 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქათმის კუჭნაწლავის ტრაქტიდან გამოყოფილი ბაქტერიების გამოყენებით ახალი ეფექტური პრობიოტიკური პრეპარატის შემუშავება და მისი გავლენის შესწავლა ფრინველის წონამატზე.შემუშავდა პრეპარატის სხვსდსხვს დოზები, ჩატარდა ექსპერიმენტები წყალთან და საკვებთან ერთად მათი გამოყენების შესაძლებლობაზე.