- კვლევის სახელწოდება: „დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიური პროცესების , მანქანების და იარაღების დამუშავებაში”.
- მონაწილეები: რევაზ მახარობლიძე, ზაზა მახარობლიძე.
- ვადები: 2013 - 2015 წ.წ.
- ბიუჯეტი: 150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: მყარი ტანისა და დრეკად - ბლანტი სხეულების დარტყმითი ურთიერთქმედების თეორიის თანამედროვე მიღწევების გაოყენებით დამუშავებულია: დარტყმითი დატვირთვებით ნიადაგის დეფორმაციისა გაფხვიერების თეორია; მცენარეული მასალების დარტყმითი დეფორმაციის ჭრის და დაქუცმაცების თეორია, პნევმოდინამიკური ეფექტის (აფეთქების თეორიის) გამოყენებით ნიადაგის გაფხვიერების თეორია. სასოფლო-სამეურნეო მანქანის მუშა ორგანო ძირითადად განიხილება, როგორც მყარი ტანი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მასალა, როგორც დრეკად-ბლანტ-პლასტიკური სხეული. სამეცნიერო კვლევის საბოლოო შედეგები შემოწმებულია ექსპერიმენტებით და მუშა ორგანოებისა და ტექნოლოგიური პროცესების პარამეტრების პრაქტიკული გაანგარიშებით.
კვლევის შედეგების საფუძველზე გამოცემულია მონოგრაფია „სასოფლო-სამეურნეო მასალებზე დარტყმითი დატვირთვებით ზემოქმედების თეორია“.
- კვლევის სახელწოდება: სასოფლო - სამეურნეო მანქანების ფერდობზე მუშაობის ფიზიკური და მათემათიკური მეთოდების დამუშავება.
- მონაწილეები: რევაზ მახარობლიძე, ზაზა მახარობლიძე, ბ. ბასილაშვილი.
- ვადები: 2014 - 2016
- ბიუჯეტი: 150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: დასაბუთებულია, რომ სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციის სპეციალური ენერგეტიკული საშუალებების და ტექნოლოგიური მანქანების შექმნისათვის, ასევე ვაკის მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების ფერდობზე მუშაობის დაჩქარებული ადაპტაციისათვის საჭიროა მათი ფუნქციონირების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება სტენდზე ლაბორატორიულ პირობებში. მოცემულია ფიზიკური მოდელირების სტენდის და დამხმარე მოწყობილობების კონსტრუქციის აღწერა და შესაბამისი დეტალებისა და კვანძების გაანგარიშების მეთოდიკა.
მსგავსებისა და განზომილებათა თეორიის მეთოდებისა და მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების დაგეგმვის სტატისტიკური თეორიის გამოყენებით გამოკვლეულია ფერდობზე ვაკის სატრაქტორო აგრეგატის და ფერდობმავლის ფერდობზე ჩამოცურების ინტენსივობის პროცესი და შესაბამისი ენერგეტიკული საშუალების წამყვანი თვლების ღერძებზე მაბრუნი მომენტის ცვალებადობის პროცესი. მიღებულია შესაბამისი რეგრესიული განტოლებანი და სტენდზე მოდელირების შედეგების საველე პირობებში გადაყვანის კრიტერიუმები.
- კვლევის სახელწოდება: მცირე კონტურიან სათიბებში შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგიის შემუშავება მცირე მექანიზაციის ბაზაზე
- მონაწილეები: რევაზ მახარობლიძე, რევაზ რუსეიშვილი, ტარიელ უშარიძე, ვასილ მოთიაშვილი
- ვადები: 2014 - 2016 წ.წ.
- ბიუჯეტი: 150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: ამჟამად საკვებ წარმოებაში პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება „შეფუთული სენაჟის“ დამზადება. მაღალი ტექნოლოგიით აღნიშნული საკვების წარმოებისათვის, სპეციალური დიდი სათიბებისათვის საზღვარგარეთ შექმნილია ტექნიკური საშუალებანი. წვრილი ფერმერული მეურნეობებისათვის, მცირე კონტურიანი, გზისპირა და ტყისპირა ნაკვეთებისათვის „შეფუთული სენაჟის“ ტექნოლოგიით საკვები პროდუქტების წარმოების ტექნიკური საშუალებანი არ არსებობენ. საქართველოს პირობებისათვის ასეთი ტექნიკური საშუალების შექმნა მეტად აქტუალურია.
შემოთავაზებულია სტაციონალური დანადგარი, რომელიც შედგება შემდეგი კვანძებისგან: ბუნკერი, შნეკი ამძრავით, შნეკის გარსაცმი, პოლიეთილენის ტარა, მოძრავი კამერა გადასაადგილებელი გორგოლაჭებით და სამუხრუჭე ხუნდებით.
დანადგარის გამოყენება რეკომენდირებულია წვრილი ფერმერული და საოჯახო მეურნეობებისათვის, ნებისმიერ რელიეფურ პირობებში განლაგებულ ნაკვეთებში, სადაც „შეფუთული სენაჟის“ დამზადება თანამედროვე მძლავრი ტექნიკით შეუძლებელია. რეკომენდებული საწნეხ-საფუთავი დანადგარის სტაციონალურ პირობებში გამოყენება შეიძლება, როგორც ცხოველის სადგომთან, ასევე მინდორში.
- კვლევის სახელწოდება: სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ნორმატიულთან შესაბამისობის კვლევა და ანალიზი
- მონაწილეები: რევაზ მახარობლიძე, ბეჟან ბასილაშვილი, იგორ ლაგვილავა.
- ვადები: 2015 - 2018 წ.წ.
- ბიუჯეტი: 150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: ქვეყნის ზონალური პირობების მიხედვით, კვლევის თანამედროვე მეთოდების და საშუალებების გამოყენებით მოხდა მათი საექსპლოატაციო მაჩვენებლების შესწავლა და ნორმატიულ შესაძლებლობებთან შესაბამისობის დადგენა, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა ტექნიკის ოპტიმალური სამუშაო რეჟიმები, დაზუსტდა საექპლოატაციო დანახარჯები, კონკრეტულ აგროსაწარმოო პირობებში დაფიქსირებული საექპლოატაციო მაჩვენებლების მიხედვით კი შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და დადგინდა გასატარებელი ღონისძიებები.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნორმატიული შესაძლებლობების რეაგირების საკითხზე სამოდელო ობიექტებად შერჩეულ რეგიონებში (აღმოსავლეთ საქართველო - საგარეჯოს და დედოფლისწყაროს რაიონები, დასავლეთ საქართველო - ოზურგეთის რაიონი) განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, შესაბამისი ქრონომეტრაჟი და მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების საექსპლოატაციო და ტექნიკური მაჩვენებლების შესწავლა. მონაცემების დამუშავების შედეგები და კვლევების ძირითადი მასალები მოცემულია გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში.
- კვლევის სახელწოდება: მრავალფუნქციური დანიშნულების მოდიფიცირებული სამთაბარო თვითმავალი შასის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა და ძირითადი პარამეტრების ოპტიმიზაცია
- მონაწილეები: რევაზ მახარობლიძე, იგორ ლაგვილავა, ბეჟან ბასილაშივლი
- ვადები: 2015 - 2018
- ბიუჯეტი: 150 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: შეიქმნა ისეთი სამთაბარო თვითმავალი შასი, რომელიც უზრუნველყოფს ვაკესა და 20 -დე ფერდობებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის მექანიზაციას. მათემატიკური მოდელირების საფუძველზე მოხდა მანქანის ექსპლუატაციის ძირითადი პარამეტრების გაანგარიშება სამთო პირობების გათვალისწინებით. სასოფლო-სამეურნეო მანქანების ფერდობზე მუშაობის მათემატიკური მოდელირებისათვის მსგავსებისა და განზომილებათა თეორიის გამოყენებით მოხდა საძიებელი პარამეტრებისა (მაგალითად, ვაკეზე წევის ძალა, წამყვან თვლებზე მაბრუნი მომენტი, ფერდობზე ტრაქტორის ჩამოცურების სიდიდე, ბუქსაობის კოეფიციენტი, ფერდობმავლის ჩარჩოს ვერტიკალურ მდგომარეობაში გაწონასწორების დრო და ა.შ) და მოქმედი ფაქტორების (აგრეგატის გადაადგილების სიჩქარე, ფერდობის დახრის კუთხე, აგრეგატის მასა, საბურავების ზომები, წნევა საბურავებში, ნაკვალევის სიდიდე და ა.შ) დაკავშირება. მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების დაგეგმვის სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით განისაზღვრა რეგრესიული განტოლების სახე და მის საფუძველზე მოხდა შესწავლილი პროცესის ოპტიმიზაცია. კვლევის შედეგები შემოწმდა საველე პირობებში გამოცდით.
- კვლევის სახელწოდება: აჭარის რეგიონში მომუშავე მცირე მექანიზაციის მანქანების საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლების გამოკვლევა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების დამუშავება
- მონაწილეები: ჯემალ კაციტაძე, რომან მარგალიტაძე
- ვადები: 2015 - 2017
- ბიუჯეტი: 117000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო ორგანიზაცია ENPARD
- მოკლე ანოტაცია: გამოკვლეულია აჭარის მთიან პირობებში მომუშავე მცირეგაბარიტიანი საზღვარგარეთული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, ჩატარებულია მათი დეტალების კლასიფიკაცია კონსტრუქციულ - ტექნოლოგიური ერთგვაროვნობისა და მუშაობის თავისებური პირობების გათვალისწინებით, დადგენილია ყველაზე ნაკლებად საიმედო კვანძები და დეტალები,დამუშავებულია მინიტექნიკის საიმედოობის გაანგარიშების თეორიული საფუძვლები მათი მობილური ტექნიკისაგან განსხვავებით შესაბამისი სტრუქტურულ- ლოგიკური სქემების მიხედვით. მიღებულია საიმედოობის მაჩვენებლების განაწილების ინტეგრალური და დიფერენციალური ფუნქციები, შესაბამისი ადექვატური ალბათურ -სტატისტიკური მოდელები მათი პროგნოზირებისათვის პერსპექტივაში. სტატისტიკური გამოკვლევების შედეგად განისაზღვრება დეფიციტური და ძვირადღირებული დეტალების ცვეთის განაწილების კანონზომიერებანი, მათი განაწილების გენერალური მახასიათებლები-დეტალის ცვეთის საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა, დისპერსია, საშუალო კვადრატული გადახრა, ვარიაციის კოეფიციენტი, მედიანა და მოდა. დაპროექტებული და დამზადებულია მოწყობილობა მცირე გაბარიტიანი დეტალების ელექტრო - ნაპერწკლური ლეგირებით აღდგენისათვის.
- კვლევის სახელწოდება: საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლების გამოკვლევა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების დამუშავება
- მონაწილეები: ჯემალ კაციტაძე
- ვადები: 2013 - 2015
- ბიუჯეტი: 195 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: გამოკვლეულია საქართველოში შემოტანილი საზღვარგარეთული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, დადგენილია ყველაზე ნაკლებად საიმედო კვანძები და დეტალები, შემუშავებულია მათი საიმედოობის გაზრდის ტექნოლოგიური ხერხები ელექტრო-ნაპერწკლური ლეგირებისა და დაქრომვის გამოყენებით. მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების გათვალისწიმებით დამუშავებული და რეალიზებულია მეთოდიკა მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშებისათვის, დეტალების აღდგენითი პროცესების ოპტიმიზაციისათვის, მანქანების სერვის ცენტრების ოპტიმალური განლაგებისა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების შერჩევისათვის, რომელთა პრაქტიკული გამოყენებისათვის წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები. მეცნიერულ შედეგებს გააჩნიათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა და ისინი შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული საინჟინრო სერვისის მენეჯერების, ფერმერების, სარემონტო საწარმოთა ტექნიკური მუშაკების, საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მიერ.
- კვლევის სახელწოდება: თანამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის გაზრდის რესურს დამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიულ - ექსპერიმენტული გამოკვლევა და ოპტიმიზაცია
- მონაწილეები: ჯემალ კაციტაძე
- ვადები: 2015 - 2018
- ბიუჯეტი: 165 000 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: დამუშავებულია თეორიული საფუძვლები სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაანგარიშების ,გაზრდისა და გაცვეთილი დეფიციტური დეტალების ინოვაციური რესურსდამზოგი ტექნოლოგიებით აღდგენისათვის. ჩატარებულია მანქანების გაცვეთილი დეტალების აღდგენის ხერხების ანალიზი და მის საფუძველზე დასაბუთებულია ყველაზე უფრო რაციონალური ხერხები-გალვანური დაფარვა (დაქრომვა, დარკინება), ელექტრონაპერწკლური ლეგირება და მდნობის ქვეშ ავტომატური დადუღება. დამუშავებულია მეთოდიკური საფუძვლები და კერძო ორიგინალური მეთოდიკები მიღებული ლითონური საფარის ისეთი მნიშვნელოვანი ფიზიკურ - მექანიკური თვისებების გამოკვლევისა და ოპტიმიზაციისათვის, როგორიცაა ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა. ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე მიღებულია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები.
თეორიულ ბაზად მიზანმიმართული ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარებისათვის გამოყენებულია ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვის თეორია, მსგავსობისა და განზომილებათა თეორია, მასობრივი მომსახურების თეორია და ალბათურ- სტატისტიკური მოდელირება. მიღებული მათემატიკური მოდელების ადეკვატურობის შემოწმებისათვის გამოყენებული იყო კოლმოგოროვის, პირსონის,სტიუდენტის, ფიშერისა და კოხრენის კრიტერიუმები.
- კვლევის სახელწოდება: ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნის დაპროექტება, დამზადება და ძირითადი პარამეტრების გამოკვლევა
- მონაწილეები: ივანე კაპანაძე
- ვადები: 2013 - 2014
- ბიუჯეტი: 14 960 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: სასოფლო - სამეურნეო ოპერაციებს შორის ყველაზე უფრო შრომატევადია ნიადაგის ღრმად დამუშავება ანუ ხვნა, რომელიც სრულდება გუთნების საშუალებით. ნიადაგის ხვნა ძირითადად ხორციელდება მუდმივი მოდების განის მქონე მისაბმელი, საკიდი და ნახევრად საკიდი გუთნების გამოყენებით, რაც ცალკეულ შემთხვევებში, ქმნის უხერხულობებს, როგორც მცირეკონტურიან ასევე დიდი ფართობის მქონე ნაკვეთებში.
არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ნიადაგის დამუშავებისათვის იყენებენ ცვლადი მოდების განის მქონე გუთნებს, თუმცა იმდენად რთული, დაუხვეწავი და არაპრაქტიკულია მათი კონსტრუქციები, რომ მექანიზატორები იძულებულნი არიან ხშირად შეაჩერონ ტრაქტორი, ჩამოვიდნენ მართვის კაბინიდან და ხელით მოახდინონ გუთნის მოდების განის ცვლილება, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ წარმატებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერატორები ასრულებენ დამატებით ხელით სამუშაოებს, რაც თავის მხრივ იწვევს საწვავის ხარჯის გაზრდას და დროის უქმად კარგვას. გარდა ამისა, რთულდება მრავალკორპუსიანი გუთნების აგრეგატირება ტრაქტორთან, ირღვევა ხვნის დროს გუთნის ტანების გადაფარვა, უარესდება ხვნის ხარისხი, მცირდება აგრეგატის მწარმოებლურობა და სხვ, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ისეთი ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნის დაპროექტება, დამზადება და გამოცდა, რომელიც კონსტრუქციით მარტივი, ადვილად დასამზადებელი და გამოსაყენებლად პრაქტიკული იქნება.
შემოთავაზებული გუთნით ისარგებლებენ ყველა ის მცირე თუ მსხვილი ფერმერული მეურნეობები, რომლებიც საშუალო და მძლავრი ტრაქტორების გამოყენებით ახდენენ ნიადაგს ძირითად დამუშავებას, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ შეამცირონ ხვნის ოპერაციისათვის საჭირო დრო და დანახარჯები, გაზარდონ მწარმოებლურობა, შეინარჩუნონ ნიადაგის დამუშავების ხარისხი, შეუმსუბუქონ ოპერატორებს საექსპლუატაციო პირობაბი და სხვ.
- კვლევის სახელწოდება: ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავება მანქანების საიმედოობის გაზრდისათვის
- მონაწილეები: ჯემალ კაციტაძე,ივანე კაპანაძე
- ვადები: 2013 - 2015
- ბიუჯეტი: 48 043 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
- მოკლე ანოტაცია: ამჟამად საქართველოში დასადუღებელი მასალების მწვავე დეფიციტი არსებობს. მათ ნომენკლატურაში გამოყენების ყველაზე ფართო სფერო გააჩნია ფხვნილგულა მავთულს, რომელიც წარმოადგენს მილოვან ან უფრო რთული კონსტრუქციის უწყვეტ ელექტროდს ფხვნილოვანი შევსებით. ბიმეტალური ნაკეთობების ფხვნილგულა მავთულის გამოყენებით ცვეთამედეგი დადუღების მეთოდით დამზადების ეფექტურობის ამსახველი მაჩვენებლებია: საშემდუღებლო საელექტროდე მასალების უპირატესად ადგილობრივი ნედლეულით დამზადების შესაძლებლობა; საელექტროდე მასალების დამზადების მარტივი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება; ნებისმიერი შემადგენლობის (თუნდაც მაღალლეგირებული) საელექტროდე მასალის დამზადების შესაძლებლობა; ნებისმიერი დანიშნულების საშემდუღებლო მასალის ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობა; სპეციალური დანიშნულების ფხვნილოვანი საშემდუღებლო მასალების წარმოების შესაძლებლობა; გაცვეთილი დეტალების ინოვაციური ტექნოლოგიის დადუღების ხერხით რემონტის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა; მანქანათა ნაწილებისათვის ცვეთამედეგი ლითონის მიღება უშუალოდ ნაკეთობის ზედაპირზე; აგრეგატების კვანძებისათვის შესაბამისი დანიშნულების სათადარიგო ნაწილების დამზადების შესაძლებლობა; შენადუღი კონსტრუქციებისა და მანქანათა ნაწილების დამზადებისათვის ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება; მანქანათა ნაწილების დასამზადებელი დეფიციტური ლითონის ეკონომია, მუშა დეტალების ხანგამძლეობისა და მწარმოებლურობის ამაღლება; წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და დაბალი ღირებულება. მისი როგორც სერიული, ასევე არასერიული წარმოებაც შესაძლებელი, ხელმისაწვდომი და ეკონომიურია.
ჩასატარებელი სამუშაოს მიზანია ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება ადგილობრივი ნედლეულისა და მისი გადამუშავების (მანგანუმის მადნის სეპარაციის) ნარჩენების ბაზაზე სპეციალური დანიშნულების კონკურენტუნარიანი ფხვნილოვანი დასადუღებელი მასალის შექმნა და მათი წარმოების ათვისება, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული შესადუღებელი აპარატის მოდერნიზაციის საშუალებით.
ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე საქართველოში პირველად შეიქმნება პრინციპულად ახალი შედგენილობის (მაღალმანგანუმიანი, ქრომმანგანუმიანი და სხვ.) ფხვნილგულა დასადუღებელი მასალები და შესადუღებელი მოწყობილობა, შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება და აღმოიფხვრება მათი არსებული ანალოგებისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებები.
- კვლევის სახელწოდება: თავთავიანი კულტურების წარმოებისთვის ნიადაგის დამუშავების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის ზონაში
- მონაწილეები: მამუკა ბენაშვილი, დიმიტრი ნატროშვილი, ამირან თხელიძე
- ვადები: 2013 - 2015
- ბიუჯეტი: 151 100 ლარი
- დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანს წარმოადგენდა თავთავიანი კულტურების წარმოების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვა - გავრცელება და აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის რეგიონებში დანერგვა გავრცელებისათვის მეცნიერული კონცეფციის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს რაიონში შერჩეული იქნა 15 ჰა სადემონსტრაციო ნაკვეთი, 5 ჰა მინიმალური და ნულოვანი ხოლო 5 ჰა ტრადიციული ტექნოლოგიისთვის. შერჩეულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ნიადაგის ტრადიციული, მინიმალური და ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიების განხორციელებისთვის ჩატარდა აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსი (გასუფთავება და მოსწორება, ნიადაგის ანალიზის საფუძველზე ნაყოფიერების ამაღლებისთვის სასუქების შეტანა. განხორციელდა თითოეულ ნაკვეთზე ხორბლის თესვა. მოეწყო ნიადაგის ეროზიული პროცესების აღრიცხვისათვის სპეციალური დანადგარები. დამუშავდა მარცვლეული კულტურების წარმოების მინიმალური, ნულოვანი და ტრადიციული ტექნოლოგიების განხორციელებისას ენერგოდანახარჯების გაანგარიშების მეთოდიკა. შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოსათვის მარცვლეული კულტურების ქვეშ მყოფ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ტრადიციული, მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობის ინფორმაციული ბანკი. განისაზღვრა ფერდობებზე ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავების აგრეგატების აგროტექნიკური, საექსპლუატაციო, ენერგეტიკული და ეკონომიკური მაჩვენებლები. შერჩეული იქნა ექსპერიმენტის დაგეგმვის მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ნიადაგის ტიპის, რელიეფის და ხვედრითი წინააღმდეგობის მიხედვით ნულოვანი ტექნოლოგიისთვის განკუთვნილი სათესი კომპლექსის საცვლელი მუშა ორგანოები. დაზუსტდა ფერდობებზე ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავების აგრეგატების აგროტექნიკური, საექსპლუატაციო, ენერგეტიკული და ეკონომიკური მაჩვენებლები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მანქანათა კომპლექსების ოპტიმიზაციის ალგორითმი.