ENG GEO

Search form

განხორციელებული კვლევები - ენტომოლოგიის ინსტიტუტი

  • კვლევის სახელწოდება: ფუნქციონალური დამტვერავების მრავალფეროვნება და მათი შემცირების რისკები საქართველოსა და ყირგიზეთის ვაშლის ბაღებში
  • მონაწილეები: გიორგი ჯაფოშვილი, გიორგი კირკიტაძე; მარტინ ჰუზემანი და რობერტ პაქსტონი; ალმაზ ორუზუმბეკოვი, აიგულ ჟუსუპბაევა
  • ვადები: 2013 - 2016
  • ბიუჯეტი: 40 000 ევრო
  • დონორი ორგანიზაცია: ფოლკს ვაგენი
  • მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებდა საქართველოსა და ყირგიზეთში ფუნქციონალური დამტვერავების ბიომრავალფეროვნების შესწავლას, მათ მნიშვნელობას აგროეკოსისტემებში და მათი შემცირების არსებული რისკების განხილვას. მიზნების მისაღწევად შერჩეული იქნა 30 ბაღი, სადაც ყვავილობისას რეგულარულად მიმდინარეობდა საველე სამუშაოები, მათ შორის: დამტვერავების არრიცხვა, მათი ყვავილზე ვიზიტების ხანგრძლივობა, ნაყოფის გამონასკვისა და შენარჩუნების რაოდენობის დადგენა. ამავე დროს ბაღებში ყვავილობისას ჩადგმული იყო ფერადი ჩასადგამი ხაფანგები, რითაც შეგროვდა ველური დამტვერავები. შემდგომში მოხდა მათი ენტომოლოგიურ ქინძისთავებზე მონტირება და რკვევა. აღმოჩნდა საქართველოსათვის 5 ახალი სახეობის დამტვერავი. პროექტის ფარგლებში მისი მონაწილე დოქტორანტი 2-ჯერ 1-1 თვით იმყოფებოდა გერმანიაში ჰალეს უნივერსიტეტში, სადაც იგი დაეუფლა სახეობათა რკვევის მოლეკულურ მეთოდებს. პროექტის ფარგლებში აღიჭურვა ენტომოლოგიის ინსტიტუტის დნმ ლაბორატორია, სადაც დნმ ექსტრაქციის ყველა საფეხურის გაკეთებაა შესაძლებელი სექვენირებამდე. შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულია 2 პუბლიკაცია, 1 მზადების პროცესშია.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: მცირე ზომის ნახევრადხეშეშფრთიანებისა და მისი პარაზიტოიდების კვლევა
  • მონაწილეები: გიორგი ჯაფოშვილი; ლარს ოვე ჰანსენი; ჩაბა ტუროჩი
  • ვადები: 2013-2015
  • ბიუჯეტი: 2618 000 ნორვეგიული კრონი
  • დონორი ორგანიზაცია: ნორვეგიის გარემოს დაცვის სამინისტრო
  • მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებდა ნორვეგიის ნახევრადხეშეშფრთიანთა და მის პარაზიტოიდების ბიომრავალფეროვნების დადგენას, რის ფარგლებშიც ნორვეგიის ენცირტიდების სახეობათ რაოდენობა გაიზარდა 150 სახეობით. აღწერილია მეცნიერებისათვის ახალი 20-ზე მეტი სახეობა. პროექტის ფარგლებში პროფ. გიორგი ჯაფოშვილი 3-ჯერ იმყოფებოდა ოსლოს ბუნებისმეტყველების მუზეუმში, სადაც იგი ამზადებდა მასალებს შემდგომი კვლევებისათვის, რის შემდეგაც მასალის მონტირება ხდებოდა მუყაოს ქაღალდზე და იწყებოდა მისი რკვევა. ოსლოში ვიზიტისას პროფესორი ჯაფოშვილისაგან ჟურნალისტებმა აიღეს ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთსა და მათ ვებგვერდზე. რკვევისას დამზადებულია 100-ზე მეტი მიკროსკოპული პრეპარატი. მომზადებულია მოხსენება ჰიმენოპტერისტთა მე-9 საერთაშორისო კონგრესზე წარსადგენად, რომელიც გაიმარტება ივლისის ბოლოს მიმდინარე წელს, იაპონიაში. მოხსენებას გააკეთებს ლარს ოვე ჰანსენი, ოსლოს ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან. კვლევის შედეგები ასახულია და გამოქვეყნებულია 10 პუბლიკაციაში.

 

  • კვლევის სახელწოდება: წიფლის ბოჭკოვანას ბუნებრივი მტრების კვლევა მის წარმოშობის ადგილში
  • მონაწილეები: გიორგი ჯაფოშვილი; როი ვან დრიში
  • ვადები: 2011-2014
  • ბიუჯეტი: 55 000 USD
  • მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანი იყო ამერიკის წიფლნარებში გაჩენილი სეიოზული პრობლემის, წიფლის ბოჭკოვანას ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმის შემუშავება. თითქმის 80% ამერიკის წიფლნარებისა გახმობის საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვაწარმოეთ მთელი საქართველოს მასშტაბით წიფლნარების გამოკვლევა. ვინაიდან წიფლის ბოჭკოვანას გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის წამოშობით სწორედ ჩვენი რეგიონიდანაა. ამასთან საქართველოს წიფლნარებში იგი არ მავნეობს და ზიანიც არ მოაქვს. ამდენად ინტენსიური საველე გასვლების წარმოების შედეგად შესწავლილ იქნა წიფლის ბოჭკოვანას ფენოლოგია, მისი რიცხოვნობის დინამიკა და სხვა საკითხები. კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს მავნებელი 2 თაობას იძლევა იგი წიფლნარებს ზიანს არ აყენებს. შედეგები აისახა 2 პუბლიკაციაში მაღალრეიტინგულ ჟურნალში, და მომზადდა 1 თავი სახელმძღვანელოსათვის, ტყის მავნებელთა ბიოლოგიური კონტროლის შესახებ.

 

 

 

 

 

  • კვლევის სახელწოდება: მტირალას ეროვნული პარკის უხერხემლოთა მრავალფეროვნება
  • მონაწილეები: მაკა მურვანიძე, გიორგი ჯაფოშვილი, თეა არაბული, შალვა ბარჯაძე, ნანა გრატიაშვილი, თამარ ჭუნაშვილი
  • ვადები: 2013 - 2015
  • ბიუჯეტი: 99 724 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: პროექტი ითვალისწინებდა ჯავშნიანი ტკიპების, კოლემბოლების, ნემსიყლაპიების, ფარიანების, ბუგრების, ბაზების, დღისა და ღამის პეპლების, ჭიამიებისა და ულვაშფირფიტიანი ხოჭოების ბიომრავალფეროვნების დადგენას. ეს ჯგუფები ფართოდ არიან გავრცელებულნი როგორც მიწისზედა, ისე ნიადაგის ეკოსისტემებში და მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მათ ფუნქციონირებაში. პროექტის შედეგები წარვადგინეთ აკაროლოგთა საერთაშორისო კონგრესზე იაპონიაში. გამოქვეყნდა სამი სამეცნიერო პუბლიკაცია. ჩატარებული კვლევების შედეგად: გამოვლინდა კუდფეხების 41, ჯავშნიანი ტკიპების 155, ნემსიყლაპიების 6, დღის პეპლების 32, ღამის პეპლების 68, ჭიანჭველების 14, სიფრიფანართიანების 16, ხეშეშფრთიანების 2 და ნახევრადხეშეშფრთიანების 10 მორფოსახეობა. მათგან ჯავშნიანი ტკიპების სახეობები Dolicheremaeus montana, Ferolocella cribraria, Feiderzetes latus და Ommatocepheus ocellatus პირველადაა რეგისტრირებული მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ხოლო Feiderzetes latus ახალია კავკასიის ფაუნისათვის. ასევე სიფრიფანაფრთიანების 10 სახეობა (Ectemnius cavifrons, E. lapidaries, Trichrysis cyaneus, Astichus arithmeticus, Halticoptera patellana, Gastrancistrus sp. Cleonymus sp., Copidosoma thebe, Cerchysiella centennalis, Anagyrus securicornis) პირველად იქნა რეგისტრირებული საქართველოს ფაუნისათვის. ნაპოვნი იქნა პეპლების ისეთი იშვიათი და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, როგორებიცაა დღის პეპლებიდან კავკასიური ზერინთია (Zerynthia caucasica), ხოლო ღამის პეპლებიდან არყის აბრეშუმხვევია (Endromis versicolora). კვლევის ფარგლებში ნაპოვნია რამოდენიმე სახეობა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ IUCN სტატუსი. ა) კავკასიური ზერინთია - Zerynthia caucasica ­- მოწყვლადი, VU; ნემსიყლაპიებიდან ა) Aeshna affinis – LC, ნაკლები შეშფოთების გამომწვევი; ბ) Aeshna mixta - LC – ნაკლები შეშფოთების გამომწვევი; გ) Libellula depressa - LC - ნაკლები შეშფოთების გამომწვევი; დ) Somatochlora flavomaculata - LC –ნაკლები შეშფოთების გამომწვევი. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ჰაბიტატის ინდიკატორი ჯავშნიანი ტკიპების სახეობები: Dolicheremaeus dorni და Feiderzetes latus ნაპოვნია მხოლოდ ლპობად ხეში, Ommatocepheus ocellatus, Cymbaeremaeus cymba, Camisia segnis და Poroliodes farinosus - ნაპოვნი იქნა შქერის (Rhododendron ponticum) ტოტებსა და ფოთლებზე, ხოლო Ferolocella cribraria - მარშანციას ხავსში. ნაპოვნია ასევე, ტყის სველი და ტენიანი ნიადაგების ინდიკატორი სახეობები - Mesoplophora pectinigera, Pergalumna minor, Conchogneta dalecarlica, Carabodes kintrishiana და Banksinoma lanceolata. ყველა აღნიშნული სახეობა გვხვდება მხოლოდ ჯანსაღ ბუნებრივ ეკოსისტემებში. მათი აღმოჩენა და მაღალი რიცხოვნობა მტირალას ეროვნულ პარკში, იქ არსებული ეკოსისტემების სიჯანსაღის მაჩვენებელია.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: პესტიციდების ზემოქმედება ნიადაგის ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე – გავლენა ნიადაგის უხერხემლოთა ფაუნაზე
  • მონაწილეები: მაკა მურვანიძე, თეა არაბული, შალვა ბარჯაძე, ლევან მუმლაძე, მადონა კუჭავა, მზაღო ლობჟანიძე, ნანა ბაღათურია
  • ვადები: 2016 - 2018
  • ბიუჯეტი: 65 792 $
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, STCU
  • მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია პესტიციდების ზეგავლენის შესწავლა ნიადაგის არასამიზნე ფაუნაზე და შესაბამისად, მათი გავლენის შესწავლა ნიადაგის ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე. მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ აგროეკოსისტემების ნიადაგების უხერხემლოთა მრავალფეროვნებაზე, ასევე კორელაციებზე პესტიციდების მოხმარების ინტენსივობასა და ნიადაგის უხერხემლოთა თანასაზოგადოებების სიცოცხლისუნარიანობას შორის.პროექტის შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ერთი პუბლიკაცია - Murvanidze M., Arabuli T. 2017. New records and some interesting findings of oribatid mites (Acari:Oribatida) from Georgia. Annals of Agrarian Science. 15(2): 195-197. კიდევ ერთი - Effect of ploughing and pesticide addition on oribatid mitecommunities დასრულების სტადიაშია. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტი თურქეთში, ქ. ანკარაში ,ანკარის უნივერსიტეტის პროფესორ - სულთან ჩობანოღლუსთან. ვიზიტის ფარგლებში მოხდა თურქეთისთვის ახალი სახეობის ხელახალი აღწერა და მისი შედარება საქართველოში, პროექტის საკვლევ ტერიტორიაზე ნაპოვნი იგივე გვარის სხვა სახეობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის შედეგად გამოსაქვეყნებლად წარდგენილია სტატია New Record of Oribatula (Zygoribatula) nicora (Djaparidze, 1986) comb.nov. from Turkey with the Redescription of Species.

 

 

 

  • კვლევის სახელწოდება: თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება ბირთვული პოლიედროზის ადრეული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ეფექტი
  • მონაწილეები: ირაკლი გუჯაბიძე
  • ვადები: 2015 -2017
  • ბიუჯეტი: 39 800
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

  • კვლევის სახელწოდება: თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება ბირთვული პოლიედროზის ადრეული (გრენის ფაზაში) დიაგნოსტიკა და გამძლე ჯიშების გამოყვანა
  • მონაწილეები: ნარგიზ ბარამიძე;  ირაკლი გუჯაბიძე .
  • ვადები: 2015-2018 წწ
  • ბიუჯეტი: 155 000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

  • კვლევის სახელწოდება: „ზემო იმერეთის პლატოს კარსტული მღვიმეების უხერხემლო ცხოველების ბიომრავალფეროვნება“
  • მონაწილეები: თეა არაბული, შალვა ბარჯაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი ნებიერიძე, ნანა გრატიაშვილი, მაკა მურვანიძე
  • ვადები: 2016-2018
  • ბიუჯეტი: 123 370
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ზემო იმერეთის პლატოს კარსტული მღვიმეების უხერხემლო ცხოველების ტაქსონომიური, ფაუნისტური და ეკოლოგიური გამოკვლევა.

 

  • კვლევის სახელწოდება: „სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი ევროპული წითელი ტკიპის -Panonychus ulmi-ის  (Acari, Tetranychidae) ბიოლოგიური კონტროლი“
  • მონაწილეები: თეა არაბული
  • ვადები: 01.04.2015 - 31.07.2015
  • ბიუჯეტი: 13102.70
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: ევროპული წითელი ტკიპის - Panonychus ulmi-ის მტაცებელი ტკიპების ბიოლოგიისა და ეკოლოგიის შესწავლა, გამრავლების თავისებურებების დადგენა და მათი ბიოკონტროლში გამოყენება. დადგინდა მტაცებლების (ბიოლოგიური მტრის) გამრავლებისა და განვითარებისთვის ოპტიმალური ეკოლოგიური პირობები: ტემპერატურა, ტენიანობა და საკვების გავლენა, რაც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას მტაცებლების მასიური გამრავლების საკითხში.

 

  • კვლევის სახელწოდება: „ტეტრანიხისებრი ტკიპების (Acari: Tetranychidae) გვარების Panonychus-ის და Neotetranychus - ის სახეობების გენეტიკური და მორფომეტრიული ანალიზი“
  • მონაწილეები: თეა არაბული
  • ვადები: 01.04.2014-30.05.2014 
  • ბიუჯეტი: 6825
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტეტრანიხისებრი ტკიპების Panonychus–ის(P. ulmi (Koch, 1836), P. citri (McGregor, 1916), P. hadzhibejliae (Reck, 1947)) და Neotetranychus–ის (N. rubicola Bagdasarian, 1956 და N. rubi Trägårdh, 1915) გვარების მორფოლოგიური ნიშნებით ძალიან მსგავსი და პრობლემატური სახეობების ტაქსონების დადგენა მორფომეტრიული და გენეტიკური ანალიზის ჩატარების გზით.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: „საქართველოს კარსტული მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება“
  • მონაწილეები: თეა არაბული, შალვა ბარჯაძე (პროექტის ხელმძღვანელი), მაკა მურვანიძე, ნანა გრატიაშვილი.
  • ვადები: 2012-2015.
  • ბიუჯეტი: 117 000 
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად უხერხემლოები გამოკვლეული იყო საქართველოს სხვადასხვა კარსტულ მასივებში. შედგენილი იყო მღვიმეებში მობინადრე უხერხემლოების ანოტირებული სიები. საკუთარ და ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით 415 სახეობის უხერხემლო არის რეგისტრირებული 124 კარსტული მღვიმიდან.

 

 

სავეტერინარომედიცინისინსტიტუტი

 

·      კვლევის სახელწოდება:დარიშხანმჟავა თუთიის ძაღლების და კატების ჰელმინთების და უმარტივესების საწინააღმდეგოდ გამოცდა

  • მონაწილეები:-თენგიზ  ყურაშვილი, ლევან მაკარაძე, ეკატერინე ღვალაძე, მარიამ ჩხიკვიშვილი
  • ვადები: (2017 წლის 1 თებერვალი-1 ივნისი)
  • ბიუჯეტი: 13 600 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შპს ვეტ.ფარმი
  • მოკლე ანოტაცია: დარიშხანმჟავა თუთია - ავტორთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ჰელმინთების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატია, რომელიც დღემდე წარმატებით გამოიყენება ცხვრის და თხის მონიეზიოზის, თიზანიეზიოზის, ავიტელინოზის და ასკარიდატოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა პრეპარატის გამოცდა ძაღლებში და კატებში ძირითადად გავრცელებული ჰელმინთოზების და უმარტივესების საწინააღმდეგოდ, რისთვისაც მოხდა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლების პარაზიტებით (ჰელმინთებით და ერთუჯრედიანი უმარტივესებით) დაინვაზიების ფონის შესწავლა, გამოვლენილი ჰელმინთების და უმარტივესების სახეობების და დაინვაზიების ხარისხის დადგენა, თბილისის მიმდებარე რაიონების (გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე განთავსებული მეცხვარეობის ფერმების ძაღლებში დაინვაზიების ფონის შესწავლა, ძაღლების და კატების ორგანიზმზე პრეპარატის გავლენის შესწავლა, (კლინიკური დაკვირვება) დარიშხანმჟავა თუთიის სამკურნალო დოზების შერჩევა. პრეპარატის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენის გამორიცხვის მიზნით ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი (ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური სინჯები).

 

  • კვლევის სახელწოდება: საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების in vitro მოდელზე
  • მონაწილეები: ნინა კულიკოვა, ბესარიონ ლასარეიშვილი, მარინე ბეჟუაშვილი, მარიამ ქსოვრელი, თინათინ ქაჩლიშვილი
  • ვადები: 2015-2018
  • ბიუჯეტი: 150 000
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: კვლევაში გამოვიყენეთ კომპლექსური სამოდელო სისტემა, რომელიც მოიცავდა ღვიძლის შემადგენლობაში შემავალი ორი განსხვავებული ტიპის უჯრედების - ჰეპატოციტების და მაკროფაგების მონოშრიან უჯრედულ კულტურებს და ჰეპატოსფეროიდების სამგანზომილებიან მოდელს. ასეთმა მრავალ კომპონენტიანმა in vitro სისტემამ საშუალება მოგვცა მრავალმხრივად შევაფასოთ  რეზვერატროლის დაბალი კონცენტრაციების გავლენა გაცხიმოვნებული ღვიძლის მოდელზე. კვლევის პირველ ეტაპზე, სტილბენოიდების ეფექტის შესაფასებლად, ვაკვირდებოდით შიდაუჯრედული ლიპიდების დეპონირების ხარისხს და ასევე პრო-ანთებითი სასიგნალო გზების სტიმულაციაში მონაწილე რეცეპტორის - TLR4-ის ზედაპირული ექსპრესიის დონეს, კვლევის მომდევნო ეტაპზე შესწავლილ იქნა რეზვერატროლით სტიმულაციის მოლეკულური მექანიზმი.

პროექტის შედეგად გამოიკვეთა ის განსხვავებები რეზვერატროლზე საპასუხო რეაქციაში, რაც ახასიათებს ღვიძლში შემავალ განსხვავებული ტიპის უჯრედებს (ჰეპატოციტებს და მაკროფაგებს). გამოვლინდა, რომ რეზვერატროლის დაბალი კონცენტრაციებით ზემოქმედებით შესაძლებელია არა მხოლოდ შიდაუჯრედული ლიპიდების კონცენტრაციის შემცირება, არამედ ასევე მაკროფაგებში  პოლარიზაციის გამოწვევა (M1-დან - M2-ში). ეს ორივე მოვლენა, საკმაოდ სწრაფად ვითარდება სტილბენოიდით მოქმედების სულ რაღაც 3 საათში. გარდა ამისა, რეზვერატროლით მოქმედების უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ (24 საათი) შეინიშნება ჰეპატოციტების და მაკროფაგების ზედაპირზე ანთებითი რეაქციის მსვლელობაში მონაწილე რეცეპტორის  - TLR4-ის ზედაპირული ექსპრესიის შემცირება, რაც,  უნდა უწყობდეს ხელს პრო-ანთებითი პროცესების დათრგუნვას.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: ახალი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე, როგორც ანტიმიკრობული აგენტები.
  • მონაწილეები: რამაზ ქაცარავა, ნინო ზავრადაშვილი, ნინა კულიკოვა, თინათინ ქაჩლიშვილი, მარიამ ქსოვრელი
  • ვადები: 2014 - 2015
  • ბიუჯეტი: 119 680.91
  • დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
  • მოკლე ანოტაცია:ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის, ზოგად პათოგენურ მიკროორგანიზმებთან ბრძოლაში ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სხვადასხვა ბუნების სინთეზურ ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის ახალი პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე „ძლიერი იარაღია“ სითეზური კათიონური ბუნების ორგანული ნააერთები.

ყველაზე ეფექტური და პერსპექტიულია კატიონური პოლიმერები, რომლებსაც ახასიათებთ გახანგრძლივებული მოქმედება. ცნობილი კატიონური პოლიმერების ფართო თერაპიულ გამოყენებას ზღუდავს მათი მაღალი ციტოტოქსიურობა და მდგრადობა ფიზიოლოგიურ გარემოში, რის გამოც აკუმულირდებიან ორგანიზმში და იწვევენ გართულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალურია მაღალმუხტიანი, მაღალეფექტური პოლიკატიონური ბაქტერიციდების შექმნა, რომლებიც სასურველი სიჩქარით დაიშლებიან ფიზიოლოგიურ გარემოში და  დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ გამოიდევნებიან ორგანიზმიდან. ციტოტოქსიურობის შესასწავლად  გამოყენებულ იქნა სხვადასხვა უჯრედული ხაზები. ციტოტოქსიურობის განსაზღვრა მოხვდა როგორც სტანდარტული მეტაბოლური აქტივობის შეფასებაზე დაფუძნებული ტესტით ასევე, აპოპტოზის დონის დადგენით.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა ჰეპატოსტეატოზის    in vitro  მოდელზე
  • მონაწილეები: ნ. კულიკოვა, ბ. ლასარეიშვილი, თ. ქაჩლიშვილი, მ. ქსოვრელი, მ. ბეჟუაშვილი
  • ვადები: 01.02.2014 – 01.02.2015
  • ბიუჯეტი:141364 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია:ცოდნის ფონდი
  • მოკლე ანოტაცია:პროექტი რამოდენიმე ძირითად ამოცანას მოიცავდა:
  • საფერავის ჯიშის ყურძნიდან სტილბენოიდური ნაერთების გამოყოფა, გასუფთავება
  • NAFLD-ის in vitro  3D მოდელის შექმნა: ა) სფეროიდული კულტურის მიღება, მაკროფაგებთან კოკულტივირების სისტემის აწყობა; ბ) მიღებულ სისტემაში სტეატოზის მაინდუცირებელი ორმაგი სტიმულის იმიტაცია.
  • 2D სამოდელო სისტემის პირობებში, მაკროფაგებთან კო-კულტივირებისას,   ჰეპატოციტებზე სტილბენოიდური ნაერთების  გავლენის შეფასება.
  • NAFLD-ის in vitro 2D და 3D მოდელის პირობებში TLR4-ის სასიგნალო გზის დათრგუნვის გავლენის შესწავლა ლიპიდურ მეტაბოლიზმზე  და უჯრედების ფუნქციურ მდგომარეობაზე.
  • ყურძნის კანიდან და ღვინიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ფრაქციის დახასიათება და კომპონენტების იდენტიფიცირება
  • 3D სამოდელო სისტემის პირობებში  ჰეპატოციტებზე  სტილბენოიდური  ნაერთების  გავლენის შეფასება
  • მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება. 2D და 3D სამოდელო სისტემებისთვის მიღებული შედეგების შედარება.
  • კვლევის სახელწოდება: ბაქტრიოფაგების ბიოფილმწარმომქმნელი მიკრო - ორგანიზმების საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობა.
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე,გიორგი მელაშვილი, ქეთევან კოჭლამაზაშვილი, ნათელა ჩახუნაშვილი, ტარასი გაბისონია.
  • ვადები: 2011-2013 წ
  • ბიუჯეტი: 190 000 $
  • დონორი ორგანიზაცია: STCU
  • მოკლე ანოტაცია: ბიოფიმლაპროდუცირებელი მიკროორგანიზმები ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე კლინიკური მიკრობიოლოგიისათვი, რომლის სამკურნალოდ უალტერნატივოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები.  ანტიბიოტიკების დიდი დოზებით და უსისტემო გამოყენება კი იწვევს მისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმთა რასების ფორმირებას და თანდათანობით სელექციას. შექმნილ ვითარებაში შეავაზებული გამოყოფილი და ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილი იქნას ბაქტერიოფაგები, როგორ ბიოფილმმაფორმირებელი მიკროორგანიზმებთან ბროლის საშუალება.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: საკვების უსაფრთხოება: საქართველოში და სხვა ქვეყნებში გამოყოფილი სალმონელას შტამების შედარებითი შესწავლა
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე
  • ვადები: 2014
  • ბიუჯეტი: 6 500$
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია: წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საკვებ პროდუქტებში პათოგენური სალმონელების გავრცელების შესწავლას და მათი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის განსაზღვრას თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებით მასიური ტოქსიკოინფექციების აღკვეთის მიზნით. საკვები პროდუქტების უსაფრთხოება დღეისათვის წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვან პრობლემას მთელს მსოფლიოში. მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი ავადდება ნაწლავური ინფექციებით. საკვებისმიერი პათოგენები წარმოადგენენ დაავადებისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში და იწვევენ 2 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. განვითარებად ქვეყნებში საკვებისმიერი პათოგენები ასევე მიზეზია ყოველწლიურად მილიონამდე ინფექციურ ნაწლავურ დაავადებებისა, რაც იწვევს მილიარდობით დოლარის დანახარჯს მკურნალობისა და შრომის ნაყოფიერების შემცირების ხარჯების გათვალისწინებით. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკვებისმიერი პათოგენების მიკრობიოლოგიურმა და მოლეკულურ-ბიოლოგიურმა კვლევებმა უპრეცენდენტო დონეს მიაღწია.  ერთ-ერთ მთავარ საკვებისმიერ პათოგენებს წარმოადგენენ სალმონელას ჯგუფის მიკროორგანიზმები. ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიებიდან სალმონელები მეორე ადგილზეა გავრცელების მხრივ, მაგრამ პირველ ადგილზეა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიაციის რიცხვის მხრივ. სალმონელა გლობალური პრობლემაა როგორც მედიცინაში, ასევე ვეტერინარიაში და მიჩნეულია ყველაზე აქტუალურ ნაწლავური ინფექციების აღმძვრელად მსოფლიოში.  ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოიმატა როგორც სალმონელოზით დაავადებების სიხშირემ, ასევე დაავადების სიმძიმემ. სალმონელებით გამოწევეული ინფექციები უმთავრესად დაკავშირებულია კონტამინირებული პროდუქტების-ძირთადად ხორცის, რძის პროდუქტების და ბოსტნეულის მოხმარებასთან. საკვებისმიერი პათოგენების მონიტორინგი და კონტროლი ხელს უწყობს მათი სიხშირის შემცირებას გარემო არეში და კვების პროდუქტებში, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ადამიანებში აღნიშნული პათოგენით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკს.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: ოქროსფერი სტაფილოკოკის ენტეროტოქსინი, როგორც გარემოსა და საკვების დაბინძურების რისკ ფაქტორი 
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე, მზია დავითაშვილი
  • ვადები: 2015 წ
  • ბიუჯეტი: 6 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია:  დღეისათვის გაზრდილია მოთხოვნა ნატურალურ და მზა ე.წ ნახევარფაბრიკატ პროდუქტზე, რომელიც ნაკლებად არის დამუშავებული კონსერვანტებით და ხასიათდება მარილის, შაქრისა და ცხიმის დაბალი შემცველობით. რისთვისაც კვების მრეწველობაში მუშავდება საკვების გადამუშავებისა და შენახვის ახალი მეთოდი-მინიმალურად დამუშავებული, გაცივებული საკვები, რომელიც ინარჩუნებს ნატურალურ გემოსა და ბუნებრივ თვისებებს. ასეთი გზით მომზადებული საკვები ზრდის გარემოში ტოქსინის მაპროდუცირებელი ბაქტერიების გამრავლების რისკს, ისეთების როგორიც არის სალმონელები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი და სხვა რომელსაც შესწევთ უნარი გამრავლდეს საკვებ პროდუქტში და გამოავლინოს ვირულენტობა-გამოიწვიოს დაავადება.  ბოლო წლებში მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი ბაქტერიების ვირულენტობის გადაცემის შესაძლებლობას და გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთდროულად რამდენიმე სახეობის მიკროორგანიზმით დაბინძურებულ საკვებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემას, რა დროსაც ერთი სახეობის ბაქტერია იძენს ვირულენტობის ისეთ თვისებებს, რომელიც მას გენეტიკურად არ ახასიათებს. შესაბამისად ბაქტერიები ხვდებიან ახალი მათთვის არაბუნებრივი ფუნქციებისა და თვისებების მატარებლები, რაც უფრო ართულებს მათი აღმოჩენის, იდენტიფიცირების, კლასტერიზაციის და ბრძოლის საშუალებებს.  აქედან გამომდინარე აღნიშნული კვლევის სამეცნიერო კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ გამოვყოთ და შევისწავლოთ საკვებიდან გამოყოფილი ოქროსფერი სტაფილოკოკის შტამები, მოვახდინოთ საკვები ტოქსიკოინფექციების და კლინიკური მასალიდან გამოყოფილი S.aureus-ის შტამების შედარებითი შესწავლა/დახასიათება, მოვახდინოთ მოლეკულური ტიპირება და მოვამზადოთ ბაზისი სამომავლო კვლევისათვის რათა შესწავლილი იქნას ოქროსფერი სტაფილოკოკის მიერ წარმოებული ენტეროტოქსინის ვირულენტობის გადაცემის მექანიზმები სხვადასხვა ბაქტერიებს შორის.

 

 

 

  • კვლევის სახელწოდება: მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება ლაბორატორიულ ტექნიკაში.
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, თეა მათითაშვილი, ესე ჯაყელი, მაია ტურტულაძე, ბელა ჩახნაშვილი
  • ვადები: 2016 წ
  • ბიუჯეტი: 80 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: UNDP “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” 
  • მოკლე ანოტაცია: განათების რეფორმა იწყება სკოლიდან- ამ თეზისით დაიწყო რეფორმა საგანმანათლებლო სისტემისა 2005 წლიდან. შესაბამისად ძალზედ მნიშვნელოვანია სკოლის პედაგოგების მომზადება და გადამზადება  საბაზისო საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებში. სწორედ აღნიშნულს ემსახურება ეს გრანტი.

 

 

 

  • კვლევის სახელწოდება: დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება.
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე, თამარ ჯაფარიძე, ვლადიმერ ბარამიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი
  • ვადები: 2017 - 2018 წ
  • ბიუჯეტი: 170 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია: ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება მოსახელობის კვებითი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად წარმოადგენს თანამედროვე კვების ტექნოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ამ მხრივ პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული, ადგილობრივი, ქართული პროდუქციის შექმნა და შეთავაზება მომხამრებლისათვის. ესეთ პროდუქტს წარმოადგენს დამბალხაჭო, რომელიც მრაბალი საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა ქართული ეთნიკური კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს. სამუშაო მრავალსაფეხურიანია, რომელიც მოიცავს დამბალხაჭოს ნიმუშების შეგროვებას და მისი მიკრობიომის შესწავლას. პროექტის მიზანია ეროვნული საკვები პროდუქტის პუპულარიზაცია და მისი საწარმოო ტექნიკური ხაზის პროტოტიპის შექმნა რათა შემდგომში მოხდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის - დამბალხაჭოს წარმოების დანრეგვა და ფართო გამოყენება მომხმარებლის მიერ.

 

 

  • კვლევის სახელწოდება: მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდების შემუშავება.
  • მონაწილეები: კახა დიდებულიძე, ნანა ხუსკივაძე
  • ვადები: 2017
  • ბიუჯეტი: 6 000 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  • მოკლე ანოტაცია: ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია - კონსერვაციის აქტუალური საკითხია მათი წმენდა. თანამედროვეობაში წმენდის ტრადიციული მეთოდები, რომლებიც ძირითადად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს, იცვლება ახალი, ეკოლოგიურად უვნებელი მეთოდებით, რომლის დროსაც წმენდა მიიღწევა ბიოსუფრაქტანტებისა და მიკროორგანიზმების აქტივობის მეშვეობით. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენი კვლევის მიზანია მიკროორგანზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (ბიოსუფრაქტანტი) გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული წმენდის ახალი მეთოდის შემუშავება. კვლევა განხორციელდება ლიხაურის ღვთსმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე, რომლის რესტავრაციის მეთოდის შემუშავებაზე მუშაობა დაწყებულია რამოდენიმე წელია პროექტის ავტორის მიერ, თუმცა წმენდა წარმოადგენს ამ მხატვრობის რესტავრაციის ყველაზე რთულ და კომპექსურ საკითხს. ლიხაურის მხატვრობის გარდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბევრ ნიმუშს აქვს იგივე დაზიანება და მათი რესტავარაცია-გაწმენდა დღესდღეობით პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდის შემუშავება.