ENG GEO

Search form

განხორციელებული კვლევები - საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი

  • კვლევის სახელწოდება: კლიკ-ქიმიის გამოყენება მაკრომოლეკულურ და მაკროციკლურ სინთეზებში
  • მონაწილეები: ელიზბარ ელიზბარაშვილი, რამაზ ქაცარავა, ნათია ოჩხიკიძე, თეა მათითაიშვილი, გიული ოთინაშვილი, რევაზ კორაშვილი
  • ვადები:  03.2015 - 03.2017
  • ბიუჯეტი: 70,000$
  • დონორი ორგანიზაცია:STCU, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: შემუშავბული იქნა მაკრომოლეკულებისა და მაკროცილკების სინთეზის მეთოდი კლიკ-პოლიკონდენსაციის რეაქციის საფუძველზე. კლიკ-ქიმიის გამოყენებით პირვალად იქნა მიღებული AA-BB ტიპის ჰეტეროატომიანი ჩონჩხის მქონე პოლიმერები, როგორიცაა ალიფატური პოლიესტერები, პოლიამიდები, პოლი(ესტერამიდების), პოლი(ესტერშარდოვანების), პოლი(ესტერურეთანების) თანაპოლიმენერი. ასევე განხორციელებული იქნა პოლიმერების სინთეზი ბის-(α-ამინო მჟავა)ალკილენ დიესტერების საფუძველზე, რომლების წარმოადგენენ ბიოდეგრადირებადი პოლიმერების მნიშვნელოვან საკვანძო ნაერთებს.  ალკინ-აზიდური ურთიერთქმედებით ასევე სინთეზირებული იქნა მაკროციკლური აზომეთინური ნაერთები, საწყისს ნაერთს წარმოადგენდა ბისფენოლი, რომლის ნიტრირებით, შემდგომი აღდგენითა და ამინო ნაწარმის დიაზოტირება - ნატრიუმის აზიდთან იონმიმოცვლით მიღებული იქნა შესაბამისი კლიკ-რეაქციის აზიდური კომპონენტი. ალკინური პარტნიორის მისაღებად გამოყენებული იქნა ასევე კომერციულად ადვილად ხელმისაწვდომი ბისფენოლი, რომლის აცილირება პროპინმჟავას ქლორქნჰიდრიდით იძლევა მეორე მიზნობრივ პროდუქტს. ამ უკანასკლთა შორის კლიკ-რეაქცია მიმდინარეობს მარტივად და იძლება მიზნობრივ 24- და მეტი წევრის შემცველ მაკროციკლურ ნაერთს. მაკროციკლის სტრუქტურაში აზოტის ატომების ჩართვით მნიშვნელოვნად იზრდება მაკროციკლების ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები მათ ნახშირბად ანალოგებთან შედარებით.