განხორციელებული კვლევები - მეაბრეშუმეობის კოლექცია
კვლევის სახელწოდება: “თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება ბირთვული პოლიედროზის ადრეული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ეფექტი ბიოტექნოლოგიურ მაჩვენებლებზე”
მონაწილეები: ირაკლი გუჯაბიძე
ვადები: 2015 -2017 წწ.
ბიუჯეტი: 39 800
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: თუთის აბრეშუმხვევიას დაავადებათა შორის თავისი პათოგენობით გამოირჩევა ბირთვული პოლიედროზი ანუ სიყვითლე. იგი აბრეშუმის ჭიის ვირუსული, ძლიერ ინფექციური, მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც იწვევს თუთის აბრეშუმხვევიას მასობრივ განადგურებას. პოლიედროზი გავრცელებულია აბრეშუმის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში და თუთის აბრეშუმხვევიას ინფექციურ დაავადებათა შორის ყველაზე დიდ ზიანს აყენებს მეაბრეშუმეობას. დაავადების გამომწვევი ვირუსების-პოლიედრების დანახვა შესაძლებელია დაავადებული ჭიების ჰემოლიმფის (სისხლის) მიკროსკოპში გასინჯვისას, მაგრამ გრენის ფაზაში პოლიედრები ს მიკროსკოპით შემჩნევა შეუძლებელია და აბრეშუმის ჭიაში დაავადების გამოვლინების შემდეგ სწრაფად ხდება მისი მასიური გავრცელება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია (ადრეულ) გრენის ფაზაში ამ დაავადების პროგნოზირება, რომელიც საშუალებას მოგვცემს დამზადდეს აბსოლუტურად ჯანსაღი გრენა და თავიდან იქნას აცილებული ამ დაავადების მომდევნო თაობებში გადაცემის შესაძლებლობა, მასიური გავრცელება და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.
კვლევის სახელწოდება: თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება ბირთვული პოლიედროზის ადრეული (გრენის ფაზაში) დიაგნოსტიკა და გამძლე ჯიშების გამოყვანა.
მონაწილეები: ნარგიზ ბარამიძე, ირაკლი გუჯაბიძე
ვადები: 2015-2018
ბიუჯეტი: 155 000
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: ადრეულ (გრენის) ფაზაში ლატენტურ მდგომარეობაში არსებული პოლიედროზის ვირუსის აღმოჩენა; ცხოველმყოფელობისა და პროდუქტიულობის წინასწარი პროგნოზირების მეთოდების შემუშავება; შერჩეული ჯიშების გრენის ჰეტეროგენურობის ხარისხის შესწავლა და შესაფერისი ჯიშების იდენტიფიკაცია, რის საფუძველზეც მუშაობა გაგრძელდება დაავადება პოლიედროზისადმი გამძლე ახალი ჯიშების ჩამოყალიბებაზე.