ENG GEO

Search form

განხორციელებული კვლევები - გელა თევზაძის სახელობის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია

  • კვლევის სახელწოდება: ProbioGE: Production of probiotic starters from fermented milk products
  • მონაწილეები: თამარ ჯაფარიძე, ვლადიმერ ბარამიძე
  • ვადები: 28.12.2015 - 27.04.2016.
  • ბიუჯეტი: 48 989 USD
  • დონორი ორგანიზაცია:  CRDF Global/GRDF,  Defense Threat Reduction Agency
  • მოკლე ანოტაცია: მოხდა ფერმენტირებული რძის პროდუქტებიდან საწარმოო შტამების სელექცია, მათი პრობიოტიკული თვისებების შესწავლა და პროდუქტის პროტოტიპის შემუშავება. პროდუქტი წარმოადგენდა ფუნქციონალურ ფერმენტირებულ რძის პროდუქტს რომელიც გამდიდრებული იყო ბიფიდობაქტერიული შტამებით.

 

  • კვლევის სახელწოდება: Production of Taq DNA polymerase
  • მონაწილეები:ვლადიმერ ბარამიძე, ნანა კუნელაური, თამარ ჯაფარიძე
  • ვადები: 2013 - 2014
  • ბიუჯეტი: 30 000 USD
  • დონორი ორგანიზაცია:CRDF, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • მოკლე ანოტაცია:  პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბატქრიული უჯრედული ხაზი, რომელშიც მოხდა ტაქ პოლიმერაზას გენის შემცველი პლაზმიდის გადატანა. შემუშავდა ძლიერი პროდუცენტი შტამების სელექციის მეთოდიკა და შედეგად მიღებულია შტამი, რომელიც გამოიყენება ტაქ პოლიმერაზას საწარმოო პროცესისთვის. შემდგომში შეიქმნა ბაქტერიული კულტურიდან ცილის გასუფთავების სიტემა. ასევე დადგინდა ცილის შესანახი ბუფერების შემადგენლობა და გრძელვადიანი ექსპერიმენტებით შემოწმდა ცილის სტაბილურობა. საკონტროლო პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციების საშუალებით შემოწმდა მიღებული ტაქ დნმ პოლიმერაზის აქტივობა, და შესანახი ბუფერის კროსრეაქტიულობა სხვადასვა ტიპის ამპლიკონებისთვის. საბოლოო შედეგად მიღებულიაა შტამი და ცილის გასუფთავების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი სისუფთავის და აქტივობის პოლიმერაზა.