კახა ბენდუქიძის კამპუსში ევექსის სტუდენტური კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისაგან შემდგარი 18 გუნდი. გამარჯვებულ გუნდს სწავლის დასაფინანსებლად 10 000 ლარი გადაეცა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: საბა მიქაია, რატი პერტია, ირაკლი თავაძე და უჩა რაზმაძე.