საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სეზონურ სკოლაში. სეზონური სკოლა დაფინანსებულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
საერთაშორისო სეზონური სკოლის მიზანია:
სკოლის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და გაიზენჰაიმის უნივერისტეტის კვალიფიციური ლექტორები განიხილავენ შემდეგ მიმართულებებს: მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის ბაზარი, ბაზრის კვლევა, ღვინის მარკეტინგი და ტურიზმი.
სეზონური სკოლის პროგრამა განკუთვნილია: მევენახეობა-მეღვინეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის მიმართულების ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს დაუფინანსდებათ განთავსება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, კვება, ტრანსპორტირება და შემეცნებითი ტურები.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.
პროგრამაშედგება შემდეგი სალექციო თემისაგან:
სეზონური სკოლის ჩატარების პერიოდი:
2019 წლის 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინეს შემდეგი საბუთები:
შენიშვნა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
მსურველებმა 2019 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე შეავსეს სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთს შესრულებული პროექტის აბსტრაქტი აქ.
595 80 82 59