შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების 2019 წლის საგრანტო კონკურში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ წარდგენილი იყო სულ 25 პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტია 4 930 107 ლარი. ამათგან დაფინანსება მოიპოვა 6-მა პროექტმა 1 209 086 ლარის ოდენობით, რაც ისტორიულ მაქსიმუმთან მიახლოვებაა.
გრანტების ოდენობა პროცენტულად შეადგენს 24.52%-ს, რაც წინა წლის მონაცემზე დაახლოებით ორჯერ მეტია (13.52%).
2019 წელს აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა ჯამურად წარადგინეს 31 საგრანტო განაცხადი 6 106 032 ლარის ოდენობით, ხოლო დაფინანსება მოიპოვა 8 პროექტმა სრული ბიუჯეტით 1 638 086 ლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ინფორმაცია მოპოვებული გრანტების შესახებ: