პროგრამა განკუთვნილიაკენკროვანი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მიმართულებით დაკავებული/დაინტერესებული პირებისთვის, აგრონომების, აგროკონსულტანტების, აგრობიზნესის წარმომადგენლების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.
კენკროვანი კულტურების წარმოების სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია: ამ სფეროში დასაქმებული ან დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ცოდნის მიწოდება, კენკროვანი კულტურების წარმოების დარგში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება დღეს არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებთან დაკავშირებით.
პროგრამა შემუშავებულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ და დამყარებულია მათ
თეორიულ დაპ რაქტიკულ მრავალწლიან გამოცდილებაზე.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ თემებს:
სერტიფიკატი:
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთობლივი სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია თითოეულ მოდულში დადებითი შეფასების მიღება.
პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 9 სასწავლო კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ (მიახლოებული დროები):
პროგრამა ჩატარდება ონლაინ ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.
პროგრამის ღირებულება:
პროგრამის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.
პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დაწყების თარიღი:
საკონტაქტო პირი:
თეა ხინჩაგაშვილი
t.khinchagashvili@agruni.edu.ge
579494848