აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ალუმნი, ალექსანდრე ონიანი Fulbright-ის პროგრამის 10 ფინალისტს შორის მოხვდა და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bentley University-ში, 2-წლიან MBA პროგრამაზე, Information Systems and Technology-ის მიმართულებით.
Bentley University ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნეს სკოლად ითვლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და იგი მოწინავე ადგილებს იკავებს ისეთ რეიტინგებში როგორცაა: The Princeton Review და Bloomberg’s best b-school.