ENG GEO

Search form

ედისონის ლიგა - NONUS 2021

თუ გაინტერესებს ინჟინერია, რობოტიკა, კონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენეული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს ედისონის ლიგა - NONUS.

კონკურსი გუნდურია და მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ X-XII კლასის მოსწავლეებსგუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.

თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება.

 

კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

I ტური - 20 ნოემბერს                                                                                                                         

II ტური და ფინალი - 21 ნოემბერს

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს

9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს

4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის, არქიტექტურის და შენობის სისტემების ინჟინერიის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.

 

რეგისტრაცია დასრულებულია

Send notification via e-mail: