აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტი ავთანდილ ლომიძე 6 თვის ვადით იმყოფება გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ელექტრონიკისა და ანალიტიკის - ელექტრონული სისტემების ინსტიტუტში (ZEA-2) სამაგისტრო ნაშრომის შესასრულებლად.
იგი მუშაობს ნიადაგის გამჭოლი რადარის (Ground Penetrating Radar) გაუმჯობესებული სიზუსტის ვერსიის შექმნაზე, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ნიადაგის 3D ტომოგრამის გადაღება.
ვიზიტი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ.
Send notification via e-mail: