მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე და ითვალისწინებს სამშენებლო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
პროგრამა უზრუნველყოფს პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული, მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერიის მაგისტრის მომზადებას.
პროგრამის მიზანია:
პროგრამაზე დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტებისთვის სიღრმისეული ცოდნის გადაცემას და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით. პრაქტიკული მეცადინეობისას სტუდენტები მუშაობენ ინდივიდუალურად, თითოეულ სტუდენტს აქვს თავისი სამუშაო სივრცე და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პროგრამული კომპლექსით.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა, შემდეგი მიმართულების კომპანიებსა და ორგანიზაციებში:
სურვილის შემთხვევაში მაგისტრს შეეძლება სწავლა განაგრძოს შემდგომი საფეხურის (დოქტორანტურის) იგივე ან მომიჯნავე სპეციალობების პროგრამაზე.
სწრაფი ბმულები