ENG GEO

Search form

ედისონის ლიგა - 2023

თუ გაინტერესებს ინჟინერია, რობოტიკა, კონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენეული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს ედისონის ლიგა 2023.

 

კონკურსი გუნდურია და მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ X-XII კლასის მოსწავლეებს.

გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

 

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან. თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება. 

 

კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

I ტური - 18 მარტი

II ტური და ფინალი - 19 მარტი

 

კონკურსის შედაგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

 

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს

9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს

4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

 

გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიის და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის, არქიტექტურის და შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამებზე დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 


რეგისტრაცია დასრულებულია.