ENG GEO

Search form

ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები შედგენილია თანამედრო საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) დამიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტებისპროგრამების ანალიზისსაფუძველზე. 

შენ მიიღებ  საფუძვლიან ცოდნას ფიზიკაში, მათემატიკაში, საინჟინრო დისციპლინებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, დაეუფლება კომპიუტერულ პროგრამირებას, ხაზვასა და დიზაინს; CAD/CAM (კომპიუტერული პროექტირება / წარმოების კომპიუტერული მართვა) სისტემებს.

სწავლის დასრულების შემდეგ გექნება დასაქმების  მრავალმხრივი შესაძლებლობა, როგორც დამპროექტებელ, ისე მმართველ და საოპერაციო ინჟინერს, CAD/CAM სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტს: სამშენებლო და საპროექტო კომპანიებში; ენერგეტიკის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროში; IT და ინტერნეტ-პროვაიდერულ კომპანიებში; ყველა იმ დარგში, სადაც გამოიყენება მართვის სისტემები.

ტექნიკური ჩანაფიქრებისა და შენი იდეების განხორციელებას შეძლე კარგად აღჭურვილ "საჩხირკედელო" ლაბორატორიაში, სადაც დღის ნებისმიერი მონაკვეთში შეძლებ შენთვის საინტერესო მოდელების კონსტრუირებას, კომპიუტერული სქემების აწყობას და ექსპერიმენტების ჩატარებას; იმუშავებ ხელოვნურ ინტელექტზე რობოტიკის ლაბორატორიაში. 


საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი გთავაზობს 4 საბაკალავრო პროგრამას:

✔ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია

✔ მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

✔ მშენებლობა

✔ აგროინჟინერია 


სწრაფი ბმულები 

✔ მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები

✔ საკონტაქტო ინფორმაცია