თუ გაინტერესებს სიცოცხლის მოლეკულური საფუძვლები; გაქვს სურვილი, შეიცნო ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე საოცარი ბიოლოგიური პროცესები; გსურს, შეისწავლო სიცოცხლის მრავალფეროვნება და ერთიანობა; გინდა, გაერკვე
მემკვიდრეობის მექანიზმებში და თავად ჩაატარო ბიოლოგიური ექსპერიმენტები, მაშინ აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა საუკეთესო არჩევანია.
შენ დაეუფლები ისეთ ფუნდამენტურ და გამოყენებით ბიოლოგიურ დისციპლინებს, როგორებიცაა: გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოინფორმატიკა, სინთეტური ბიოლოგია, ფიზიოლოგია, ვირუსოლოგია, მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ეკოლოგია, ქცევის ბიოლოგია.
ჩვენთან საფუძვლიანად შეისწავლი ბიოლოგიის ძირითად მიმართულებებს: ცოცხალ ორგანიზმთა აგებულებასა და ფუნქციებს; მათი წარმოშობის, ზრდის, განვითარებისა და გავრცელების საკითხებს. გაეცნობი უახლეს მიღწევებსა და აღმოჩენებს ბიოლოგიის სფეროში. გეცოდინება კვლევის თანამედროვე მეთოდები.
შენ შეძლებ მიღებული თეორიული ცოდნის გამყარებას თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიებში, მათ შორის, ინტერდისციპლინური ლაბორატორიული სამუშაოებით. ჩვენთან, ნებისმიერ დროს,
დამოუკიდებლად ჩაატარებ ექსპერიმენტებს. სილაბუსში დიდი ნაწილი აქვს დათმობილი საველე და საწარმოო პრაქტიკებს.
ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროები; მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ლაბორატორიები;
გარემოს დაცვა; კვების პროდუქტების წარმოება; ბიოუსაფრთხოება; ნაკრძალები, სხვა დაცული ტერიტორიები და სხვა. თუ წარმატებით დაამთავრებ ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, სწავლას გააგრძელებ ბიოლოგიის სამაგისტრო
ან სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ჩართული იქნები მნიშვნელოვან კვლევით საქმიანობებში.
ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების საფუძველზე.
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.
სწრაფი ბმულები