აგრონომიის შესწავლისათვის აგრარული უნივესიტეტის პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობას გთავაზობს. ეს პროგრამა მოგცემს ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია მეურნეობის დასაგეგმად და წარმატებულად გასაძღოლად; გეცოდინება როგორ მიიღო კარგი მოსავალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე.მიღებული ცოდნა და გამოცდილება საშუალებას მოგცემს, გაუძღვე ფერმერული მეურნეობას, დასაქმდე
აგრარული პროფილის კომპანიებში და ორგანიზაციებში; სამეცნიერო–კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში; რაც მთავარია, შეძლებ, თავად გახდე დამსაქმებელი და შექმნა ფერმერული მეურნეობა.
აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საქმიანობაზე.
აქ შენ შეისწავლი: საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოშობას, ბიოლოგიასა და ეკოლოგიას; ნიადაგის ტიპებს, მათ ძირითად მახასიათებლებსა და დამუშავების მეთოდებს; ნიადაგის ნაყოფიერების მართვას; მცენარეთა მავნებლებსა და დაავადებებს, მათთან ბრძოლის საშუალებებს. ისწავლი მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობისა და ორგანული სოფლის მეურნეობის საფუძვლებს, გაეცნობი მცენარეთა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანის თანამედროვე მეთოდებს. გეცოდინება სასათბურე მეურნეობის მართვა. პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაგიზიარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. საშუალება გექნება, თანამედროვე ლაბორატორიებში საკუთარი ხელით ჩაატარო სხვადასხვა ექსპერიმენტი.
აგრონომიის განახლებული საბაკალავრო პროგრამა შედგენილია მიჩიგანის (აშშ), კასელისა (გერმანია) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებებათა (ავსტრია) უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების ანალიზის საფუძველზე.
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ აგრონომიის ბაკალავრის ხარისხს.
სწრაფი ბმულები