ENG GEO

Search form

მევენახეობა - მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა უნიკალურია და ამ პროგრამას საქართველოში მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტი გთავაზობს.

შენ მხოლოდ აქ აითვისებ ღვინის დამზადების სრულ პროცესს: ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე. მიიღებ ცოდნას ღვინის ბიზნესის შექმნისა და განვითარებისათვის. პროგრამის ფარგლებში ცოდნას მიიღებ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება.

აგრარული უნივერსიტეტის ღვინის ქარხანასა და პარტნიორ ღვინის კომპანიებში პრაქტიკულად შეისწავლი ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს.

ინგლისურ ენასთან ერთად, შეისწავლი მეღვინეობის სპეციალობისათვის მნიშვნელოვან ფრანგულ ენას, რომელიც დაგეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა–ათვისებაში.

მევენახეობა–მეღვინეობის სპეციალობის შესწავლის შედეგად შეძლებ დასაქმდე: ღვინის ქარხნებში, ფერმერულ მეურნეობებში (ვენახის გაშენება და მოვლა), ღვინის მარკეტინგულ კომპანიებში, ტურიზმის სფეროში.

ახალი პროგრამა შედგენილია ვაშინგტონის (აშშ), კორნელისა (აშშ) და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამების საფუძველზე და მორგებულია ქართულ რეალობასა და ტრადიციებს.

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს მევენახეობა–მეღვინეობის სპეციალობით.


სწრაფი ბმულები