ENG GEO

Search form

სასურსათო ტექნოლოგია

ეს პროგრამა შენ შეგასწავლის იმ ფუნდამენტურ მეცნიერებებს, რომელთაც კვების პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესები ეფუძნება. ესენია: ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია. ამ საგნების საფუძველზე ისწავლი ცალკეულ დისციპლინებს: კვების პროდუქტების ბიოქიმიასა და მიკრობიოლოგიას, ხარისხის კონტროლის მეთოდებს, სურსათის უვნებლობას.

სწავლის პროცესში, დამოუკიდებლად ჩაატარებ ექსპერიმენტებს თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებში.

სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა. შეგეძლება იმუშაო კვების მრეწველობის საწარმოებში, სურსათის უვნებლობის სფეროში და

სხვ.

შენ გასწავლიან მაღალკვალიფიციური, დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები. დამამთავრებელ კურსზე შეძლებ აირჩიო და დაეუფლო კონკრეტული პროდუქტის – ხორცის, კონსერვების, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების, რძის, პურის – წარმოების ტექნოლოგიას.

განახლებული პროგრამა შედგენილია მიჩიგანის (აშშ), აიოვასა (აშშ) და ორეგონის (აშშ) უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამების საფუძველზე.

პროგრამის ხამგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხს. 


სწრაფი ბმულები