ENG GEO

Search form

ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა

 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გთავაზობთ ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის განახლებულ საბაკალავრო პროგრამას,  რომლის მიზანია  მეტყევეობის,  ლანდშაფტის დაგეგმარების, ურბანული გამწვანების, მერქნის დამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით იმ უნარ ჩვევების დაუფლება,  რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე დასაქმებისა და  წარმატებული კარიერისთვის .

აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო  პროგრამის ფარგლებში  ისწავლით:

  • ბუნებრივი ტყის ეკოსისტემების, ხელოვნური ნარგავების  მდგრადი მართვისა და  მოვლა-დაცვას, აღდგენა განახლებას და ტყის რესურსებით სარგებლობის პრინციპებს
  • დეკორატიული ბაღ-პარკების  გეგმარების პრინციპებს და თავისებურებებს
  • ურბანული გამწვანების დაგეგმარების და მართვის საფუძვლებს
  • დეკორატიულ  მცენარეებს, მათ ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს, სარგავი მასალის გამოყვანას და მოვლა-გაშენებას
  • ურბანულ გარემოში, არსებული გამწვანების მიერ წარმოქმნილი ეკოსისტემური სერვისების ბენეფიტების აღქმას და მათი მნიშვნელობის გაანალიზებას
  • ხის გადამუშვების საწარმოს დაგეგმვას, სტრუქტურას და აღჭურვილობას
  • მერქნის დამუშვების ტექნოლოგიას - ქიმიურ და  თერმულ დამუშავებას, შრობას
  • გადამუშვებული მერქნული რესურსების  სტანდარტიზაციას (შპალი, შპონი ფიცარი) და  გამოყენებას

პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლით თანამედროვე სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ცენტრებში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დენდროპარკში.

ლექციებს წაგიკითხავენ დიდი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორები და ახალგაზრდა პრაქტიკოსი სპეციალისტები.

საბაკალავრო პროგრამა შედგენილია მიჩიგანისა (აშშ),  ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებებათა (ავსტრია), ჩეხეთის ბრნოს მენდელი უნივერსიტეტების სატყეო საქმის ანალოგიური პროგრამების საფუძველზე და საბაკალავრო პრიოგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ სწავლა გააგრძელო სამაგისტრო და შემდგომ სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

ჩვენი სტუდენტები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საერთშორისო და კვლევით პროექტებში და კურსდამთავრებულები 100% დასაქმებულნი არიან ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის  სპეციალობით.

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ სატყეო საქმის ბაკალავრის ხარისხს. 

 


სწრაფი ბმულები