ENG GEO

Search form

მზარეულის აკრედიტებული პროფესიული პროგრამები

პროგრამის სახელწოდება

მზარეული, მე-2 საფეხური

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მეორე საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია

 

სწავლების მოცულობა კრედიტებით

45 კრედიტი

 

სწავლების ენა

ქართული

 

პროგრამის მიზანი

მზარეულის მე-2 საფეხურის პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიული მზარეული, რომელიც შეძლებს მომხმარებლისათვის კერძების მომზადებასა და გაფორმებას სურსათის უვნებლობის წესების დაცვით. შესაბამისად, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს: ჰიგიენური პროცედურების დაცვა, სამუშაოს ორგანიზება, მენიუს, რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენა, სასურსათო პროდუქტების დამუშავების ტექნიკები, კერძების მომზადებისათვის საჭირო სხვადასხვა მეთოდის გამოყენაბა, ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ტრადიციული კერძების მომზადება და თანამედროვე ტენდენციები, კერძის მომზადებისათვის საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა, სასურსათო პროდუქტების შეკვეთის და მიღება-განთავსების პრინციპები, ვადაგასული და/ან გაფუჭებული პროდუქტების აღრიცხვა და ჩამოწერა, მსოფლიო კულინარიის ხელოვნების ისტორია, ტრადიციები და პროფესიულ ეთიკის ნორმები, პირველადი სამედიცინო დახმარების სწორად აღმოჩენა. 

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის მზარეულის მე-2 საფეხურის პროფესიულ პროგრამაში პრაქტიკულ სწავლებას ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორც თეორიულს. შესაბამისად:

  • კულინარიის აკადემიის სამზარეულოები თანამედროვედაა აღჭურვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში 1,080 კვადრატულ მეტრზე ფუნქცონირებს 6 სამზარეული, რომელთაგან თითოეული თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
  • Learning by doing სწავლება დანერგილია - შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პროფესიული განათლების ხელშესაწყობად და სტუდენტების უნარების განსავითარებლად, მზარეულის პროფესიულ პროგრამაზე დანერგილია ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება. რაც გულისხმობს რომ სტუდენტები ეუფლებიან მზარეულის პროფესიას პრაქტიკული მეცადინეობისას საკუთარი ხელით, ინდივიდუალურად კერძების/დესერტების მომზადების გზით.
  • თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური სამუშაოინფრასტრუქტურაშექმნილი -  რაც გულისხმობს, რომ თითოეული სტუდენტისათვის გამოყოფილია ყველა საჭირო დანადგარი და აღჭურვილობა ინდივიდუალურად. მაგალითად, თითოეული სტუდენტისათვის გამოყოფილია გაზქურა, ღუმელი, სამუშაო მაგიდა, ხელსაბანი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი (მაგ: დანები, სამუშაო დაფა, ტაფა, ქვაბი და სხვა).
  • პრაქტიკოსიშეფ-მზარეულებიარიანსაქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის ლექტორები. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კულინარიული სფერო სწრაფად განვითარებადია და ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს დაეუფლონ თანამედროვე კულინარიულ ტექნიკებს.
  • უცხოელი შეფ-მზარეულების მასტერკლასების ორგანიზება და საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ კულინარიულ სფეროში არსებულ თანამედროვე და საერთაშორისო მიდგომებს. მაგალითად, ამერიკელი შეფ-მზარეული, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, ჰარისონ ფორდის შვილი, ბენ ფორდი კულინარიის აკადემიას ესტუმრა და სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა. მასტერკლასის შემდეგ, ბენ ფორდმა სტუდენტებთან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და კულინარიის მომავალზე. ასევე, კულინარიის აკადემია პერიოდულად მასპინძლობს Dgf Icc Georgia-ს მიერ ორგანიზებულ 3-დღიან მასტერკლასებს და მასტერკლასის დასრულების შემდეგ კულინარიის აკადემიის სტუდენტებს გადაეცემათ DGF-ის საერთაშორისო სერტიფიკატები.
  • მასშტაბური კულინარიული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობენ სტუდენტები - რაც გულისხმობს იმას რომ მზარეულის მეორე საფეხურის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა კულინარიული ივენთების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მაგალითად როგორიცაა: სხვადასხვა სახისა და მოცულობის ფურშეტების ორგანიზება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების სტუმრებისათვის; ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სხვადასხვა ღონისძიებისათვის სტუმრებისათვის საუზმის, სადილის, ვახშმის, ყავის შესვენებების და სხვადასხვა ბანკეტების მომზადება; გარდა ამისა, საქართველოს კულინარიის აკადემია მონაწილეობს დიდი საზოგადოებრივი ივენთების ორგანიზებაში, მაგალითად: 2017 წელს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მირების აღსაღნიშნავ ივენთზე მხოლოდ საქართველოს კულინარიის აკადემიამ გაუწია ორგანიზებას აღმაშენებლის ქუჩაზე სხვადასხვა კერძისა და დესერტის მომზადებას, რომლების პროგრამის ლექტორების და სტუდენტების მომზადებული იყო.
  • კურსდამთავრებულების საზღვარგარეთ სწავლის/საერთაშორისო ივენთებში მონაწილეობის ხელშეწყობა - საქართველოს კულინარიის აკადემია ზრუნავს კურსდამთავრებულების მიერ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების ხელშეწყობაში. მაგალითისათვის: ორი კურსდამთავრებულის შემდგომი სწავლისათვის გამგზავრება მოხდა უკრაინაში Hector Bravo-ს კულინარიულ სკოლაში; ერთ-ერთი კურსდამთავრებული გაემგზავრა იტალიაში University of Gastronomic Science-ში სამაგისტრო პროგრამაზე - Slow Art of Italian Cuisine; ერთ-ერთი კურსდამთავრებული სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრა იტალიაში, Italian Chef Academy-ში და ა.შ. ამასთან, აღსაღნიშნავია, რომ საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული ლუკა ნაჭყებია გაემგზავრა შვეიცარიაში, ქალაქ ცუგში კულინარიის აკადემიის მხარდაჭერით სასტუმრო PARKHOTEL-ში, სადაც 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს დღეების ფარგლებში სტუმრებისთვის მოამზადა ქართული ტრადიციული კერძები.
  • კულინარიის და ღვინის ფესტივალის ორგანიზება სტუდენტების მონაწილეობით - საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2016 წლიდან ტარდება კულინარიის და ღვინის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები წარადგენენ თავიან მომზადებულ ღვინოებს, ხოლო მზარეულის პროფესიული პროგრამის სტუდენტები მათ მიერ მომზადებულ კერძებს. გარდა ამისა, ყოველ წელს ფესტივალის ფარგლებში ხდება სტუდენტების მიერ შემუშავებული კულინარიული წიგნების წარდგენა. მაგალითისთვის, 2016-2018 წლებში კულინარიის და ღვინის ფესტივალზე ჩატარდა საქართველოს კულინარიის აკადემიის სტუდენტების მიერ შემუშავებული წიგნების პრეზენტაციები: “ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818” (პირველი ქართული კულინარიული წიგნის ადაპტირებული ვერსია), “ქართული გემო” (ეს წიგნი წარდგენილი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, სადაც საქართველო იყო საპატიო სტუმარი), “მესხური ტაბლა”. ყოველ წელს კულინარიის და ღვინის ფესტივალს სტუმრობს საშუალოდ 600 ადამიანი.
  • სტუდენტები ჩართულები არიან კულინარიულ კვლევებსა და წიგნების შემუშავებაში -

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მუდმივად იკვლევს ქარტულ სამზარეულოს და გამოსცემს სხვადასხვა წიგნებს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მზარეულის პროგრამის ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები. 2012 წლის დეკემბერიდან დღემდე (2012 წელს შექიმნა კულინარიის აკადემია და მზარეულის პროგრამა), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მზარეულის პროგრამის ლექტორებმა, კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა იმუშავეს შემდეგ წიგნებზე:

-        2015 წელი - “Gruzinski Smak” (“ქართული გემო”), რომელიც ქარლი-პოლონური პროექტია

-       2017 წელი - “ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818”, რომელიც არის პირველი ქართული კულინარიული წიგნი და მის ადაპტაცირება მოხდა

-       2018 წელი - “ქართული გემო”, რომელიც ითრგმნა ინგლისურ ენაზე და წარდგენილი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, სადაც საქართველო იყო საპატიო სტუმარი

-       2018 წელი - “მესხური ტაბლა”, რომელიც გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე

 

დასაქმების სფეროები

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის, მზარეულის მე-2 საფეხურის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მზარეულად იმუშავონ სხვადასხვა კვების ობიექტებზე: სხვადასხვა ზომის, ტიპის და კლასის რესტორნებში, კაფეებში, ბისტროებში, სწრაფი კვების ობიექტებში, პაბებსა და ბარებში, საცხობებში, საოჯახო სასტუმროებში, სხვადასხვა ტიპის სასტუმროებში, საკურორტო კომპლექსებში, გასართობ კომპლექსებში, დიდ სუპერმარკეტებსა და კვების პროდუქტების გარკვეული ტიპის საწარმოებში.

 

აღსაღნიშნავია, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მზარეულის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულები ეწევიან საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებისათვის, რომელიც მოიცავს შემდეგ აქტივობებს: კვების ობიექტებისათვის მენიუს, რეცეპტების და ტექნოლოგიური ბარათების შედგენა, კერძების/დესერტების შექმნა და დატესტვა, თითოეული კერძისა თუ დესერტის თვითღირებულების დათვლა, თითოეული კერძის რეცეპტებისა და ტექნოლოგიური რუკების შემუშავება, ჰიგიენის პრინციპების დანერგვა, რესტორნების სამზარეულოების დაგეგმვა და სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო აღჭურვილობის სიის შედგენა.

 

გარდა ამისა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები:

  • ხდებიან სატელევიზიო შოუს კულინარიული ბლოკის წამყვანები (მაგალითად, ტელეკომპანია GDS,  გადაცემა „დილა“; ტელეკომპანია „იმედი“, გადაცემა „იმედის დილა“; ტელეკომპანია რუსთავი 2 “დილა მშვიდობისავ, საქართველო” ).
  • მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სატელევიზიო კულინარიულ შოუში (მაგალითად, ტელეკომპანია „ტაბულა“ გადაცემა „რესტორანი“, რომელიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის და „ტაბულას“ ერთობლივი პროექტი იყო; ტელეკომპანია „რუსთავი 2“, გადაცემა „ჩემი სამზარეულოს წესები“, რომლის ორივე სეზონში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მზარეულის პროგრამის კურსდამთავრებულებმა. პირველი სეზონის გამარჯვებული სწორედ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული გახდა).
  • შეუძლიათ გახსნან საკუთარი კვების ობიექტი (მაგალითად „Pipes Burger Joint”, “ზალა რესტორანი“, „Vanilla Café”, „პურ-მარილი“, “Burger House” და სხვა ).
  • გახდნენ კულინარიული წიგნის თანაავტორები (მაგალითად, „ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი“, რომელიც შეიქმნა ქარჩხაძის გამომცემლობასთან ერთად; „ქართული გემო“, რომელიც შეიქმნა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად; „მესხური ტაბლა“, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ერთად. სამივე წიგნის შექმნაზე მუშაობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მზარეულის პროგრამის ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სწავლის უფლება აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი)  დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მფლობელს.

 

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს:

 

ცოდნა და გაცნობიერება

  • ეცოდინება ჰიგიენური პროცედურები
  • ეცოდინება მენიუს, რეცეპტების და ტექნოლოგიური ბარათების შედგენის წესები
  • ეცოდინება სასურსათო პროდუქტების (მათ შორის ნედლეულის) დამუშავების ტექნიკები
  • ეცოდინება კერძების მომზადებისათვის საჭირო სხვადასხვა მეთოდი
  • ეცოდინება ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს თანამედროვე ტენდენციები
  • ეცოდინება სასურსათო პროდუქტების შეკვეთის და მიღება-განთავსების პრინციპები
  • გაცნობიერებული ექნება მსოფლიო კულინარიის ხელოვნების ისტორია, ტრადიციები და პროფესიულ ეთიკის ნორმები

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • შეეძლება ჰიგიენური პროცედურების დანერგვა და დაცვა
  • შეეძლება საკუთარი სამუშაოს ორგანიზება
  • შეეძლება სხვადასხვა ტიპის მენიუს, რეცეპტების და ტექნოლოგიური ბარათების შედგენა
  • შეეძლება სასურსათო პროდუქტების დამუშავების ტექნიკების გამოყენება
  • შეეძლება კერძების მომზადებისათვის საჭირო სხვადასხვა მეთოდის გამოყენაბა
  • შეეძლება ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ტრადიციული კერძების მომზადება
  • შეეძლება კერძის მომზადებისათვის საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა
  • შეეძლება სასურსათო პროდუქტების შეკვეთა და მიღება-განთავსება
  • შეეძლება ვადაგასული და/ან გაფუჭებული პროდუქტების აღრიცხვა და ჩამოწერა
  • შეეძლება ტექსტური მასალების  Microsoft Word 2013– ში დამუშავება და  პროგრამის პარამეტრების მართვა
  • შეეძლება ელექტრონული ცხრილების  შექმნა Ms Excel 2013-ში, მონაცემთა დამუშავება და გრაფიკული დიაგრამების აგება
  • შეეძლება პრეზენტაციის მომზადება Ms PowerPoint 2013 -ში სხვადასხვა თემაზე
  • შეეძლება პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა

 

დასკვნის უნარი

  • შეეძლება ჰიგიენური პროცედურების შეფასება და შესაბამისი დასკვნის ჩამოყალიბება
  • შეეძლება კურსის განმავლობაში შესწავლილი კერძების გემოვნური თვისებებისა და დამზადების ტექნიკების შესახებ ადეკვატური დასკვნის ჩამოყალიბება
  • შეეძლება კერძების მომზადებისათვის საჭირო სასურსათო პროდუქტების მდგომარეობის შეფასება და დასკვნის გაკეთება
  • შეეძლება კვების ობიექტზე არსებული პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტის სტრატეგიის შეუშავება

 

კომუნიკაციის უნარი:

  • შეეძლება მომზადებული კერძის და მისი მომზადების წესის პრეზენტირება შესაბამის აუდიტორიასთან
  • შეეძლება საკუთარი სამუშაოს შესახებ (წარმოებული ხარჯთაღრიცხვის, ჰიგიენური პროცედურების, შემუშავებული მენიუს და ა.შ) პრეზენტირება  კვების ობიექტის მენეჯმენტთან
  • შეეძლება კულინარიულ სფეროზე საკუთარი მოსაზრებების წერილობით და ვერბალურად გადმოცემა
  • შეეძლება სასრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს სწორი ტერმინებით მიაწოდოს ინფორმაცია

 

სწავლის უნარი

  • შეეძლება კურსის განმავლობაში ნასწავლი ტექნიკების დამოუკიდებლად განვითარება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მრავალფეროვნებისა და მუდმივი განვითარების პირობებში, დამოუკიდებლად შეეძლება პროფესიასთან დაკავშირებული სიახლეების მოძიება, გარჩევა და დამოუკიდებლად შესწავლა

 

ღირებულებები

გაცნობიერებული ექნება პროფესიული ღირებულებები და მათი გათვალისწინებით მოქმედების მნიშვნელობა.

სწავლებისა და სწავლის მეთოდები

სწავლის შედეგების მისაღწევად თითოეული სასწავლო კურსის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრულია შესაბამისი სწავლისა და სწავლების მეთოდები. მზარეულის მე-2 საფეხურის პროფესიული პროგრამის ფარგლებში, როგორც წესი, გამოიყენება სწავლების შემდეგი ფორმები და მეთოდები:

  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსიები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ელექტორნული სწავლება
  • დემონსტრირების მეთოდი
  • პრაქტიკული მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • როლური და სიტუაციური თამაშები.

 

ამასთან, ლექტორი უფლებამოსილია სასწავლო პროცესში გამოიყენოს ისეთი მეთოდი, რომელიც პროგრამაში არ არის მითითებული. განსხვავებული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ინფორმაცია მიეთითება სილაბუსში.

 

სწავლის შედეგების გაზომვისას გამოიყენება როგორც მაფორმირებელი, ისე შემაჯამებელი შეფასების ფორმები, ესენია: საშინაო დავალებები, ტესტები, პრაქტიკული გამოცდა, პრეზენტაცია, შესრულებული სამუშაოების გარჩევა და სხვა. სასწავლო კურსების მიხედვით სწავლების მეთოდები გაწერილია სილაბუსებში.

 

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით. შეფასება მრავალკომპონენტიანია და შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N121/ნ ბრძანებით დამტკიცებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს. სტუდენტის ცოდნის შეფასების დროს, პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალი ვალდებულია გამოიყენოს ზემოაღნიშნული წესი. ცოდნის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი სქემა:

 

ქულები

შეფასება

91-100

ფრიადი, A

81-90

ძალიან კარგი, B

71-80

კარგი, C

61-70

დამაკმაყოფილებელი, D

51-60

საკმარისი, E

41-50

ვერ ჩააბარა, FX

0-40

ჩაიჭრა, F

 

 

 

 

სასწავლო გეგმა

პროფესიული პროგრამა მზარეულის მე-2 საფეხური მოიცავს შემდეგ საგნებს:

 

                                                                                                                                         ECTS

პროფესიული განათლების საგნები  

 

  • ·       კერძების მომზადების ტექნოლოგია (სასწავლო პრაქტიკა)

5

  • ·       ქართული სამზარეულო (სასწავლო პრაქტიკა)

5

  • ·       მსოფლიო სამზარეულოს საფუძვლები (სასწავლო პრაქტიკა)

6

  • ·       კვებისა და სასმელების სერვისი/სერვირება (სასწავლო პრაქტიკა)

1

  • ·       კვების ჰიგიენა და სანიტარული ნორმები

3

  • ·       სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგია

3

  • ·       კულინარიის ხელოვნების ისტორია, ტრადიციები და პროფესიული ეთიკა

2

  • ·       ხარჯთაღრიცხვა და კალკულაცია კვების ობიექტებში

3

  • ·       პირველადი სამედიცინო დახმარება

1

  • ·       ინგლისური ენა

4

  • ·       ინფორმაციული ტექნოლოგიები

2

  • ·       საწარმოო პრაქტიკა

10

                                                                               სულ კრედიტების რაოდენობა

45

 

 

საგანმანათლებლო პროგრამას თან ერთვის კურიკულუმი და სემესტრული სასწავლო გეგმა.