ENG GEO

Search form

მოყვარულ კულინართა კურსები

სამოყვარულო კურსები რამდენიმე სახისაა: ერთდღიანი, შაბათ-კვირის და ერთკვირიანი. კულინარიის აკადემია საშუალებას გაძლევს, შეისწავლო შენთვის სასურველი ნებისმიერი კერძის მომზადება. 

ჩვენთან თქვენ გელით  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საოჯახო სამზარეულო, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ისწავლოთ არა მხოლოდ კერძების მომზადება, არამედ მათი წარმოშობის ისტორია.

კულინარიის აკადემიის მასწავლებლები შეირჩნენ მრავალეტაპიანი კონკურსის შედეგად. კონკურსის გამარჯვებულებმა სტაჟირება გაიარეს ავსტრიაში ტურიზმის უძველეს სკოლაში, ასევე, დაესწრნენ მსოფლიოში აღიარებული შეფ-მზარეულების მასტერ - კლასებს  და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება კულინარიის სფეროში.

ჩვენი კურსები არ არის  სადემონსტრაციო ხასიათის, თითოეული მონაწილე უშუალოდ არის ჩართული პროცესში, რაც ეფექტურს ხდის სწავლის პროცესს.  თქვენ მიერ, მასწავლებლის დახმარებით, ინდივიდუალურად  მომზადებული  კერძი შეგიძლიათ თან წაიღოთ.

დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, აირჩიეთ თქვენთის სასურველი მენიუ, დრო და თარიღი და გვესტუმრეთ კულინარიის აკადემიაში. ისწავლეთ თქვენისთვის საინტერესო სხვადასხვა კერძის მომზადება.

დამატებითი შემოთავაზებები და პირობები:

  • ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია თქვენთვის სასურველი პროგრამის შერჩევაში, თქვენი გამოცდილების, სურვილების და ინტრესებიდან გამომდინარე; 
  • შეგიძლია შეგვიკვეთო შენთვის სასურველი კულინარული პროგრამა: თანამშრომლებისა თუ სამეგობრო წრისათვის.

შენ შეძლებ, საკუთარი ნახელავი მეგობრებთან ერთად დააგემოვნო საგანგებოდ მოწყობილ სარეკრეაციო ზონაში ან სახლში წაიღო და ოჯახის წევრებთან ერთად მიირთვა. 

ასევე, კულინარიის აკადემია უცხოელებს სთავაზობს სამოყვარულო კურსებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე. 

საფასურის გადახდა შაბათ-კვირის კურსისთვის

მოყვარულ კულინართა კურსებზე საფასურის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს  3 სამუშაო დღისა მითითებულ ანგარიშზე. იმის მიხედვით, თუ რომელ კურსს აირჩევ, ფასი განსხვავებულია. კურსების ფასები მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში. 


საკონტაქტო ინფორმაცია: 

☏ 557 31 54 14 ნანა თურმანიძე
ელ.ფოსტა: culinaryacademy@agruni.edu.ge