ENG GEO

Search form

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ზოგად უმაღლესი განათლებასთან ერთად მოიცავს ორ კონცენტრაციას: ავტომატიზებული მართვის სისტემები და კომპიუტერული ინჟინერია.

სტუდენტი, მიიღებს საფუძვლიან ცოდნას ფიზიკაში, მათემატიკაში, საინჟინრო დისციპლინებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, დაეუფლება CAD/CAM (კომპიუტერული პროექტირება / წარმოების კომპიუტერული მართვა) სისტემებს. სტუდენტი შეისწავლის პროგრამირების ენებს, რაც საშუალებას მიცემს მას არა მარტო შექმნას ქსელები და საიტები, არამედ კომპიუტერის ან მიკროპროცესორის მეშვეობით მართოს საწარმოო ტექნოლოგიური პროცესები, აპარატები, შექმნას ან გამოიყენოს სპეციალური დიაგნოსტიკური და მონიტორინგის აპარატურა.

სწავლის პერიოდში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს საკუთარი კრეატიული იდეები. საკონსტრუქტორო და რობოტიკის ლაბორატორიებში სტუდენტები ყოველ წელს აპროექტებენ და საკუთარი ხელით ქმნიან სასურველ პროდუქტს. სტუდენტი სწავლობს მართვის თეორიას, რაც მენეჯმენტის მარტივად ათვისების საშუალებას იძლევა.

პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი. 


სწრაფი ბმულები

✔ კურიკულუმის აღწერა

✔ ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

✔ კურიკულუმი

✔ სემესტრული გეგმა

✔ მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები

✔ საკონტაქტო ინფორმაცია