საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო
კვლევითი ნაწილის სტრუქტურა
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 15 კვლევითი ინსტიტუტი, რომლებშიც ჯამში 33 კვლევით ლაბორატორია ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს ასევე გააჩნია საერთო საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც 4 კვლევით ლაბორატორიას აერთიანებს. აღნიშნული ლაბორატორიების გარდა, უნივერსიტეტში კიდევ 3 დამოუკიდებელი ლაბორატორია მოქმედებს. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სულ ჯამში 40 სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორია ფუნქციონირებს.
უნივერსიტეტს ასევე გააჩნია ორი საცდელი საველე ბაზა და ოთხი კოლექცია, რომლებშიც ასობით სხვადასხვა ნიმუში ინახება.