აგრარული უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი აერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში სექციებსა და უნივერსიტეტის ნაკრებ გუნდებს.
დღესდღეობით სპორტულ ცენტრში ფუნქციონირებს 8 სექცია: ვაჟთა ფრენბურთი, ქალთა ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, მკლავჭიდი, ძალისმიერი სამჭიდი, ხელბურთი.
აგრარული უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი მოიცავს: კალათბურთის, ფრენბურთის, ძალისმიერი სამჭიდის, ჭიდაობის, მაგიდის ჩოგბურთს ჭადრაკისა და ტრენაჟორების დარბაზებს.
ცენტრის ხელმძღვანელია საქართველოს ათგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი სათხილამური სპორტში ქალბატონი დოდო ჟორჟოლიანი.