უკანასკნელ წლებში აგრარული უნივერსიტეტის ნაკრებებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს:
„უნივერსიადა – 2011“ აგრარული უნივერსიტეტმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და 11 – ოქროს, 16 – ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მკლავჭიდში 2011 წელს უნივერსიტეტის ნაკრები საქართველოს ღია ჩემპიონატის გამარჯვებული და პრეზიდენტის თასის მფლობელი გახდა
მკლავჭიდში 2011 წლის ევროპის ჩემპიონობა ახალგაზრდებს შორის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა მერაბ კაკაბაძემ მოიპოვა
მკლავჭიდში 2011 წლის საქართველოს პირველობის პრიზიორები უნივერსიტეტის სტუდენტები: იაროსლავ ფალიანი და გიორგი დემეტრაშვილი გახდნენ
თავისუფალი ჭდაობაში სტუდენტი ლევან ებანოიძე ახალგაზრდებს შორის 2011 წლის მსოფლიოს – მეორე და ევროპის მესამე პრიზიორობას მოიპოვა
ქართულ ჭდაობაში 2011 წლის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის იაკობ ჩარკვიანი გახდა
ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები – საქართველოს უნივერსიადას ჩემპიონი, ასევე, 2011 წლის ეროვნული ჩემპიონატის I ადგილის მფლობელი
ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები – 2011 წლის საქართველოს პირველობის ჩემპიონი და უნივერსიადის II ადგილის მფლობელი
ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები –2010 წლის საქართველოს თასის, 2010 წლის სუპერლიგის მე–3 ადგილის და 2010 წლის საქართველოს სუპერთასის მფლობელი
ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები – 2010 წლის საქართველოს პირველობის ჩემპიონი და უნივერსიადას II ადგილის მფლობელი
ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები – საქართველოს უნივერსიადას ჩემპიონი, ასევე, 2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის I ადგილის მფლობელი
ფეხბურთის ნაკრები – 2009 წლის სტუდენტურ ლიგაში მოიპოვა პირველი ადგილი
ძიუდოში 2008 წელს პაატა ხაბულიანი საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გახდა
სამბოში 2008 წელს გურამ მჭედლიძემ საქართველოს პირველობა მოიპოვა
ძიუდოში 2008 წელს გიორგი გუჯეჯიანი საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გახდა.