ENG GEO

Search form

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა (MECE)

ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ელექტრო-ტექნიკურ და კომპიუტერულ სფეროში ღრმა განათლებაზე დაფუძნებულ და ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამას. 

პროგრამის მიზანია მომზადდეს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის მაგისტრი, რომელსაც ექნება საინჟინრო დისციპლინების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალიზაციებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა წარმართოს მრავალმხრივი, კომპლექსური საქმიანობა და იმუშაოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. კურსდამთავრებული  მყარი საბაზისო ცოდნითა და დროის შესატყვისი უნარებით აღჭურვილი ადვილად შეძლებს დინამიურად ცვალებად გარემოში ორიენტირებას და ამ გარემოსთან ადაპტაციას, გაცნობიერებული ექნება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებისა და განხორციელების როლი. 

ელექტრონული და კომპიუტერული სამაგისტრო პროგრამას აქვს შემდეგი სპეციალიზაციები (კონცენტრაციები): 

1.  ავტომატიზებული მართვის სისტემები;
2.  კომპიუტერული ინჟინერია.

 

პროგრამაზე დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტებისთვის უახლესი ცოდნის და პრაქტიკული უნარების გადაცემას. პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობისას ინდივიდუალურად მუშაობის გზით. თითოეულ სტუდენტს ლაბორატორიული თუ პრაქტიკული მუშაობისას თავისი სამუშაო სივრცე და ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს და საკუთარი ხელით ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა ყველგან, სადაც არის ელექტრონული მოწყობილობების შემუშავების, დაპროექტების, კონსტრუირების, ოპერირების და მათი პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროება - კომპანიებში, რომელნიც აღჭურვილნი არიან მართვის ავტომატიზირებული სისტემებით, აგრეთვე შესაბამისი საპროექტო და ექსპეტრიზის განმახორციელებელი დაწესებულებებში:

 

  • ენერგეტიკა (მართვა და მონიტორინგი);
  • ჯანდაცვა (სავადმყოფოების უწყვეტი ენერგომომარაგება, კლიმატ-კონტროლი, აპარატურის ექსპლუატაცია, ფარმაცევტული წარმოების დაპროექტება დაექსპლუატაცია);
  • კვების მრეწველობა (წარმოების და ხარისხის კონტროლის ავტომატიზაცია);
  • წყალმომარაგების და გაზმომარაგების კომპანიები (ხარჯის და ხარისხის კონტროლი);
  • სოფლის მეურნეობა (ფერმების და სათბურები მართვა და მონიტორინგი);
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და ყველა სამეცნიერო ლაბორატორიები, სადაც მიმდინარეობს კვლევები ფუნდამენტალური და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით და არსებობს გამოყენებისა და ახალი ელექტრონული აპარატურის, მოწყობილობების და მრავალფუნქციური სისტემების შექმნის საჭიროება.

სურვილის შემთხვევაში მაგისტრს შეეძლება სწავლა განაგრძოს შემდგომი საფეხურის  (დოქტორანტურის) იგივე ან მომიჯნავე სპეციალობების პროგრამაზე.

 სამაგისტრო პროგრამაზე მიიღება ნებისმიერი პირი, რომელიც: 

  • შესაბამისი მიმართულების საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს;
  • აგრარულ უნივერსიტეტში წარმატებით გაივლის გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან.

 

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის 

კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტში გასაუბრების კოეფიციენტი 100. 


სწრაფი ბმულები

✔ პროგრამის აღწერა

✔ კურიკულუმები

 

✔ სემესტრული გეგმა

✔ მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები 

✔ ვადები

✔ სწავლის საფასური და გადახდა

✔ საკონტაქტო ინფორმაცია

✔ რეგისტრაცია