საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა აგრარული მეცნიერებები აგრონომიაში, ვეტერინარიაში, მეცხოველეობაში, სასურსათო ტექნოლოგიებსა და სატყეო საქმეში გთავაზობს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების, არსებული ცოდნის გაფართოების, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების, ინოვაციური კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი დანერგვის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობას.
სამეცნიერო კლვევებს განახორციელებ თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ კვლევით ლაბორატორიებში.
სადოქტორო სკოლა, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, რაც კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის საშუალებას მოგცემს. ხელმძღვანელობას უნივერსიტეტის გამოცდილი მეცნიერები და აკადემიური პერსონალი გაგიწევენ.
დოქტორის კვალიფიკაციის მოპოვების შემდეგ შეძლებ სამეცნიერო საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელებას, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, თუმცა, მისი გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 2 წლის ვადით. დისერტაციის დაცვის შემდეგ მოგენიჭება აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის კვალიფიკაცია (PhD in Agricultural Sciences).
თუ გსურს, მოიპოვო დოქტორის ხარისხი უნდა დააგროვო სასწავლო კომპონენტით 40 ECTS კრედიტი.
კურიკულუმი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან-მოდულისგან:
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
სასწავლო კომპონენტი | 40 |
კვლევითი კომპონენტი |
კონკურს 10 დოქტორანტის შესარჩევად
ვაკანსია დოქტორანტის პოზიციაზე VW-ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში
სწრაფი ბმულები