დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად);
- CV
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- სამოტივაციო წერილი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს: კვლევის საგანს; საკვლევი თემის აღწერას და საკვლევი საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას; სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერას.
- ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობს შემთხვევაში). ვისაც მსგავსი დოკუმენტი არ გაქვთ ან დოკუმენტს ვადა გაუვიდა, მოგიწევთ გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენაში (იხ. ქვემოთ).
ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფორმატში. ამისთვის, უნდა ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა, PDF-ის ერთ ფაილში აკინძოთ ყველა დოკუმენტი და გამოაგზავნოთ მისამართზე (phd.application@agruni.edu.ge).
დოქტორნატურაში მისაღები პროცედურები ორი ნაწილისგან შედგება:
- ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია კანდიდატის მიერ ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის შემოწმება.
- ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გაივლით გასაუბრებას. გასაუბრების მიზანია, უნივერსიტეტი გაეცნოს თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არჩეული სფეროს შესახებ ცოდნას და მოტივაციას.
ამის შემდეგ, უნივერსიტეტი გაცნობებთ დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ და დაგიბარებთ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასწავლო პროცესი იწყება შესაბამისი სასწავლო წლის საგაზაფხულო ან საშემოდგომო სემესტრისთვის.
დამატებითი შეკითხვებისთვის იხილეთ გზამკვლევი და დაგვიკავშირდით აგრარული უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა phd@agruni.edu.ge.