სადოქტორო დისერტაციაში მოითხოვება ორიგინალური კვლევის ჩატარება, რომელიც ქმნის არჩეულ შესწავლის სფეროში დამატებით ცოდნას. ის წარმოადეგენს ფორმალურ აკადემიურ ნაშრომს, რომელიც ასახავს დოქტორანტის მიერ შესწავლის საკითხის საფუძვლიან გაგებას. დოქტორანტმა უნდა ჩამოაყალიბოს ჰიპოთეზა. გაარკვიოს როგორ განსხვავდება მისი კვლევის პროექტი აქამდე გაკეთებული კვლევებისგან, რა პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს დოქტორანტი კვლევის შედეგებს.