საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მისიაა ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს.
ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისთვის აუცილებელ სახელმძღვანელოებს, დარგობრივი დისერტაციების კოლექციას, სამეცნიერო შრომათა კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებს, როგორც ბეჭდური ასევე ელექტრონული სახით.
ბიბლიოთეკის სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 -21:00 სთ.
შაბათი: 10:00 – 18:00 სთ
სასარგებლო ბმულები:
AGRIS - აგრარული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო სისტემა - საერთაშორისო საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 8 მილიონზე მეტ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერს.
EconBiz - ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებში საძიებო სისტემა, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოებს, ჟურნალებსა და კონფერენციის მასალებს.
AGRICOLA - აშშ აგრარული დეპარტამენტის ორგანიზებით შექმნილი მონაცემთა ბაზა. წარმოადგენს აშშ ნაციონალური აგრარული ბიბლიოთეკის კოლექციებში საძიებო სისტემას, ასევე მოიცავს აგრარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე (ბიბლიოგრაფია, აბსტრაქტები) და ონლაინ კოლექციებზე (წიგნები, სტატიები) წვდომას.
Project Gutenberg - მულტიდისციპლინარული ბაზა, მოიცავს 53 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს.
JURN - მულტიდისციპლინარული საძიებო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას აკადემიური სახელმჭღვანელოების, სტატიების და ელექტრონული ჟურნალების სხვადასხვა მონაცემთა ბაზაზე.