ENG GEO

Search form

მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი

სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო უნიკალური ქვეყანაა მევენახეობის, მებაღეობისა და მეღვინეობის თვალსაზრისით - ეს არის ადგილი, სადაც განხორციელდა ვაზისა და ბევრი ხეხილოვანი მცენარის დომესტიკაცია. ამის წინაპირობა არის მათი ველური ნათესავების გავრცელება ჩვენ ფაუნაში. ველურ მცენარეთა კულტურაში შემოტანას თან ახლდა ხანგრძლივი შემოქმედებითი სელექციური პროცესი, რამაც მიგვიყვანა ადგილობრივი ჯიშების დიდ მრავალფეროვნებასთან. პარალელურად, იქმნებოდა და იხვეწებოდა ვენახისა და ბაღის მოვლის მეთოდები, ღვინის შექმნისა და დაყენების ორიგინალური მეთოდები. შედეგად,  საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებაში.

მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტი, დაარსებული 1890 წელს,  არის ის სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც მოწოდებულია დაიცვას და მეცნიერულად განავითაროს ტრადიციები, რაც ქართველი კაცის მიერ არის შექმნილი ამ სამი მიმართულებით. ამავდროულად, ის მოწოდებულია საქართველოს სინამდვილეში შემოიტანოს და გამოსცადოს მსოფლიო მეცნიერული სიახლეები და ინოვაციური ტექნოლოგიები. ვაზისა და ხეხილის აბორგენული ჯიშების დაცვა და შესწავლა; ახალი ჯიშების და საძირეების გამოყვანა, გამოცდა და რაციონალური გაადგილება ქვეყანაში; ვენახების და ბაღების გაშენებისა და მოვლის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების შემუშავება; ვაზის ნამყენი ნერგის გამოყვანის მაღალეფექტური ღონისძიებების დამუშავება და სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიური სრულყოფა; მაღალხარისხოვანი ღვინოების, ღვინის ბრენდის, დაბალალკოჰოლიანი სასმელების, მეორადი გადამუშავების პროდუქტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების ალტერნატიული ტექნოლოგიების შექმნა; ხილის და ყურძნის შენახვა-გადამუშავების საკითხების დამუშავება; საკანონმდებლო ბაზის განმტკიცება; ახალგაზრდა პროფესიონალების და მეცნიერების აღზრდა .

ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიები და საცდელი სადგურები, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალი განაპირობებს მასზე დაკისრებული მოვალეობის წარმატებით განხორცილებას, რაც გამოიხატება ინსტიტუტის კვლევების და პროდუქციის აღიარებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე.

ინსტიტუტში ფუნქციონირებს ორი ლაბორატორია:

  • მევენახეობის ლაბორატორია (ხელმძღანელი: პროფესორი დავით მაღრაძე);
  • მეღვინეობის ლაბორატორია (ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ჩიჩუა).

 

ინსტიტუტის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ჩიჩუა