ინსტიტუტი დაფუძნდა 2013 წელს. ინსტიტუტის მისიას წარმოადგენს: თეორიული და პრაქტიკული სახის თანამედროვე დონის მეცნიერული კვლევების განხორციელების საფუძველზე მაღალხარისხოვანი ხილის მოყვანის ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტაცია და მიწოდება ქართველი მეხილეებისათვის.
კვლევების განხორცილებისათვის გამიზნულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სკრის საცდელი სადგურის და მუხრანის საცდელი სადგურის ექსპერიმენტული ნაკვეთები და პარტნიორი ფერმერებისა და აგროკომპანიების სამრეწველო ბაღები.