მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის, მელიორაციის ინსტიტუტში წარმოებს სამეცნიერო კვლევები ნიადაგის და ნიადაგური საფარის დაცვის, მათი რაციონალურად გამოყენების მექანიზმის შემუშავებისა და შენარჩუნების შესახებ.
აღნიშნული ხედვის უზრუნველყოფა შესაძლებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტით:
- ნიადაგების გენეზისის (წარმოშობა, განვითარება) საკითხები, მათ შორის ფორმირების პირობების, მდგრადობის, ევოლუციის შესწავლა;
- ნიადაგების გარემოსადმი უვნებელი ხერხებით რაციონალურად გამოყენების მექანიზმების შემუშავება;
- ნიადაგების დაცვის ეფექტური ხერხების დამუშავება;
- ნიადაგური საფარის შესწავლა სხვადასხვა დანიშნულების რუკების შედგენით;
- ნიადაგმცოდნეობის დარგში მიღებული ინფორმაციის გავრცობა, პრაქტიკული შერჩევის შემუშავება;
- ნიადაგების დაცვის და რაციონალურად გამოყენების პრაქტიკული მიდგომების დამუშავება და მათი დანეგრვა სოფლად მომუშავე დაინტერესებული პირთათვის;
- ნიადაგმცოდნეობის დარგში სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, ორგანიზება;
- სამეცნიერო გრანტებში რეგულარული მონაწილეობა;
- ნიადაგმცოდნეობის დარგში ახალგაზრდა კადრების მომზადება.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს ერთი ლაბორატორია:
- აგროქიმიის და ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორია