ბიოკონტროლის განყოფილებაში სამეცნიერო - კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობს მავნე ორგანიზმებისაგან სასოფლო სამეურნეო კულტურებისა და დეკორატიული მცენარეების დაცვისათვის ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო საშუალებების ძიებასა და გამოყენებაზე, ღია და დახურულ გრუნტში. სამიზნე ობიექტებია - უმთავრესი მავნე მწერები და პარაზიტული მცენარე - მზესუმზირას კელაპტარა.
გამოკვლევების საფუძველზე იქმნება პოტენციალური პრაქტიკული საშუალებები ბიოპრეპარატების წარმოებისათვის:
- მიკოპესტიციდი, ენტომოპათოგენური სოკო, Beauveria bassiana-სსაფუძველზე, დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად;
- მიკოპესტიციდი ფიტოპათოგენური სოკო, Fusarium oxysporum var. Orthocera-ს საფუძველზე, მზესუმზირას პარაზიტი მცენარის - კელაპტარას წინააღმდეგ ბრძოლისათვის;
- ნემატოდური ბიოინსექტიციდი, ენტომოპარაზიტული ნემატოდიის, Steinernema feltiae-ს საფუძველზე;
- ვირუსული ინსექტიციდი, ამერიკული თეთრი პეპელას ვირუსული დაავადების გამომწვევის - ბირთვული პოლიედროზის ინფექციურ საწყისზე;
- ბაქტერიული ინსექტიციდი - ენტომოპათოგენური ბაქტერიის, Bacillus thuringiensis (Bt) საფუძველზე.
მიმდინარეობს სათბურის ფრთათეთრასთან ბრძოლის ბიოლოგიური საშუალების, სპეციალიზირებული პარაზიტოიდის, Encarsia formosa ხელოვნური გამრავლება და კოლონიზაცია დახურულ გრუნტში, გროვდება ბიომასა.
ინტენსიური გამოკვლევები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა აგროეკოსისტემიდან ენტომოპათოგენური ნემატოდების იზოლირებასა და იდენტიფიკაციაზე.
სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ძირითად აქცენტს შეადგენს ბიოლოგიურად აქტიური ცილების წყარო, რომელიც გამოყოფილია სხვადასხვა მცენარიდან და ეკოსისტემიდან. ხდება ზოგიერთი მიკრობული შტამისა და მცენარის კომპონენტების შეფასება პოტენციური კომერციული გამოყენებისათვის.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს ერთი ლაბორატორია:
ბიოკონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: პროფესორი, ცისია ჩხუბიანიშვილი