ENG GEO

Search form

მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტი დაფუძნდა 2013 წლის 24 აპრილს ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის ბაზაზე. ინსტიტუტის თანამშრომლებს დიდი გამოცდილება აქვთ ცოცხალი ორგანიზმების გენომის ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი, სატელიტური დნმ – სა და ქლოროპლასტური დნმ – ის შესწავლაში. მათ მიერ აღმოჩენილია, რომ მცენარეთა მონათესავე სახეობები ერთი გვარის ფარგლებში შეიძლება განსხვავდებოდნენ სატელიტური დნმ-ის შემცველობით, დადგენილია სატელიტური დნმ – ის სპეციფიური მესამეული სტრუქტურის არსებობა, რომელსაც „დაგრეხილი ორმაგი სპირალი“ ეწოდა,  ქლოროპლასტური დნმ-ის მეშვეობით შესწავლილია ვაზის ჯიშების წარმოშობის გზები. 

 

ინსტიტუტში ფუნქციონირებს ერთი ლაბორატორია:

  • მცენარეებისა და ცხოველების გენომიქსის ლაბორატორია

ინსტიტუტის ხელმძღვანელი: პროფესორი, თენგიზ ბერიძე

email: t.beridze@agruni.edu.ge