ძირითადი მიმართულებები:
- ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი გენოფონდის მოძიება, ფენოტიპური და გენეტიკური შესწავლა და დაცვა;
- ცხოველთა და ფრინველთა პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით სასელექციო სამუშაოების წარმოება და პერსპექტიული ჯიშების ინტროდუქცია;
- ცხოველთა და ფრინველთა მოვლა, კვებისა და შენახვის უახლესი ტექნოლოგიების შემუშავება და მოწინავე მსოფლიო ტექნოლოგიების გამოცდა, ადაპტირება და დანერგვა;
- ცხოველბის და ფრინველისაგან მიღებული ნედლეულისა და სასურსათო პროდუქტების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება;
- ახალი, არატრადიციული, მაღალი ხარისხისა და საგემოვნებო თვისებების მქონე სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება და ბრენდირება;
- ცხოველთა და ფრინველთა სრულფასოვანი კვებისათვის ტრადიციული საკვების (თივა, სილოსი, სენაჟი) წარმოებისა, კვებისათვის შემზადებისა და შენახვის ტექნოლოგიების გაუმჯობესება; ს–ს ცხოველთა და ფრინველთა სრულფასოვანი კვებისათვის აუცილებელი დანამატების შექმნა, წარმოების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და ბრენდირება;
- მსოფლიო უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციური მიღწევების საფუძველზე სრული ციკლის (წარმოება–გადამუშავება)მეცხოველეობის სასწავლო, სამეცნიერო, სადემონსტრაციო ბაზის შექმნა;
- აგროინდუსტრიული მცენარეული ნარჩენების ბიოკონვერსია დამატებითი ღირებულების პროდუქტებად (საჭმელი და სამედიცინო სოკოები, კვებითი დანამატები, ფერმენტები, ბიოეთანოლი, ანტიოქსიდანტები, ცხოველთა საკვები, ორგანული სასუქი).
მიმართულების პრაქტიკული მნიშვნელობა:
- მაღალი პროდუქტიულობის და რეზისტენტობის მქონე ჯიშების სელექციის შედეგად შესაძლებელი გახდება მღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქციის წარმოება;
- მაღალპროდუქტიული ჯიშების შესწავლით და ადგილზე ადაპტირებით შესაძლებელია გამოვლინდეს შესაბამისი მიკროზონებისათვის საუკეთესო თვისებების მქონე ჯიშები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მიკროზონების მიხედვით მოხდეს სასურსათო პროდუქციის (ყველი, ხორცი, მათი ნაწარმი და სხვა) ბრენდირება და რეალიზაცია;
- უახლესი ტქნოლოგიების შექმნით ან/და უცხოური მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდით დანერგილი წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირებს ერთეული პროდუქციის თვითღირებულებას, ხოლო გაზრდის მის რაოდენობას და ხარისხს;
- კვლევის შედეგები მოგვცემს საშუალებას ადგილობრივი აგრო და კვებითი ინდუსტრიის ნარჩენების რეცირკულაციას დამატებითი ღირებულების პროდუქტების მისაღებად და დადებით ეფექტს მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და გარემოს დაცვაზე;
- შეიქმნდება ცხოველთა საკვების წარმოება მაღალი მონელებით, ცილის და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობით;
- პირველად საქართველოში შეიქმნება კვებითი დანამატების წარმოება.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს ორი ლაბორატორია:
- მცენარეული სუბსტრატების ლაბორატორია
- საკვებწარმოების ლაბორატორია
ინსტიტუტის ხელმძღვანელი: პროფესორი ვლადიმერ ელისაშვილი
email: v.elisashvili@agruni.edu.ge