ინსტიტუტი ფუნქციონირებს შავი ზღვის სანაპიროდან 20 კმ-ის დაშორებით, სპეციალურად შექმნილ დასახლებაში, ანასეულში (ქ. ოზურგეთი). ინსტიტუტის მრავალპროფილიანი კვლევები საფუძვლად დაედო სუბტროპიკებში ჩაის, ციტრუსოვანთა და სუბტროპიკული ხეხილოვანი კულტურების მაღალი და სტაბილური მოსავლის მიღებას და გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარებას.
კვლევის პრიორიტეტული მიმართულებია:
- სუბტროპიკული ხეხილოვნების და მათი საძირეების (ციტრუსოვნები, კაკლოვნები, კივი, ფეიჰოა, სუბტროპიკული ხურმა) ყინვაგამძლე, იმუნური, მაღალპროდუქტიული ფორმებისა და ჯიშების გამოყვანა, მათი გამოზრდის ტექნოლოგიების დამუშავება;
- ჩაის მაღალმოსავლიანი და მაღალხარისხოვანი ქართული სელექციური ჯიშებისა და ფორმების გამოყვანა, მათი ბიოქიმიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლების კვლევა სხვადასხვა სახის პროდუქტების მისაღებად; სუბტროპიკულ კულტურათა მავნე ორგანიზმებთან ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიურად სუფთა ბიოცენოზის შენარჩუნებით; სუბტროპიკული ზონის ფიტოსანიტარული გამოკვლევა ბიომრავალფეროვნების დადგენის მიზნით;
- ჩაის, ციტრუსების და სუბტროპიკული კულტურების გამოზრდის, გაშენებისა და, მოვლის, ნედლეულის შენახვისა და გადამუშავების რესურსდამზოგი ტექნოლოგიების შემუშავება-სრულყოფა;
- ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების განოყიერების სისტემის სრულყოფა ნიადაგის ნაყოფიერების, მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებებისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გათვალისიწნებით; ნიადაგის აზოტის მინერალურ და ორგანულ შენაერთებში სასუქების აზოტის ჩართვის გავლენის შესწავლა;
- ჩაის, სუბტროპიკული და ადგილობრივი მცენარეული ნედლეულიდან კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი კვების, დიეტურ-პროფილაქტიკური პროდუქტების და ბიოლიგიურად აქტიური ნაერთების მიღების ტექნოლოგიური პარამეტრებისა და ტექნიკური საშუალებების კვლევა და დამუშავება .
ინსტიტუტში ფუნქციონირებს ოთხი ლაბორატორია:
- საინჟინრო-ტექნოლოგიური ლაბორატორია
- მცენარეთა სელექციის ლაბორატორია
- მცენარეთა დაცვის ლაბორატორია
- აგროქიმიისა და ნიადაგცოდნეობის ლაბორატორია
ინსტიტუტის ხელმძღვანელი: პროფესორი თემურ რევიშვილი
email: t.revishvili@agruni.edu.ge