ENG GEO

Search form

სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტი

ინსტიტუტის მიზანია შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზების და ფუტკრების ბიოლოგიური თავისებურებების, დაავადებების პათოგენეზის ფუნდამენტური ასპექტების შესწავლა, მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის ეფექტური მიდგომების შემუშავება. 

 

სამეცნიერო - კვლევითისტრატეგია:

  • შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და ფუტკრების ფიზიოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნობიოლოგიური თავისებურებების და ნორმატივების (რეგიონული, ასაკობრივი, სქესობრივი, ჯიშობრივი) შესწავლა;
  • შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და ფუტკრების პათოლოგიების ეთიოლოგიური ფაქტორებისა და განვითარების მოლეკულურ - უჯრედული მექანიზმების შესწავლა;
  • შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და ფუტკრების სხვადასხვა პათოლოგიების დროს ორგანიზმის საპასუხო ადაპტაციური რეაქციებისა და იმუნური პასუხის თავისებურებების შესწავლა;
  • შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და ფუტკრების სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკის ექსპრეს ლაბორატორიული მეთოდების შემუშავება. დიაგნოსტიკისა და სამეცნიერო კვლევის თანამედროვე იმუნოლოგიური და მოლეკულურ - ბიოლოგიური მეთოდების დანერგვა;
  • შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და ფუტკრების პათოლოგიების ეფექტური საპროფილაქტიკო საშუალებების შემუშავება და და მოქმედების მექანიზმების შესწავლა;
  • შინაური და სასოფლო - სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და ფუტკრების პათოლოგიების ეფექტური სამკურნალო საშუალებების შემუშავება და მოქმედების მექანიზმების შესწავლა;
  • ბიოუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა. ბიოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მიდგომებისა და პრეპარატების შემუშავება;
  • ბიოლოგიური საპროფილაქტიკო და სამკურნალო პრეპარატების - ბაქტერიოფაგების, ეუბიოტიკების, პრობიოტიკების, პრებიოტიკების, სიმბიოტიკების, ვაქცინების, ჰიპერიმუნური შრატების, იმუნოსტიმულატორების, ადაპტოგენების შემუშავება და მოქმედების მექანიზმების შესწავლა;
  • ალტერნატიული ვეტერინარიის განვითარება, ბიორეგულაციური ვეტერინარიის (ჰომოტოქსიკოლოგიის, გუნა - თერაპიის, სანუმ - თერაპიის და სხვ.) პრეპარატების ეფექტურობისა და მოქმედების მექანიზმების შესწავლა ცხოველთა სხვადასხვა პათოლოგიებზე;
  • ცხოველური წარმოშობის საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების შესაფასებელი მეთოდების გაუმჯობესება და დანერგვა ვეტ - სანიტარიული ექსპერტიზის პრაქტიკაში.

 

ინსტიტუტში ფუნქციონირებს ხუთი ლაბორატორია:

  • ცხოველთა დიაგნოსტიკის ლაბორატორია
  • ცხოველთა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
  • უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორია
  • მიკრობიოლოგიის ლაბორატორია
  • ნემატოდების შემსწავლელი ლაბორატორია