დაარსდა 1945 წელს, ცნობილი ქართველი მეტყევე - მეცნიერის ვასილ გულისაშვილის თაოსნობით. ინსტიტუტი მუშაობს სატყეო სფეროში ფუნდამენტური თეორიული, ექსპერიმენტული და გამოყენებითი კვლევების განხორციელების კუთხით. ინსტიტუტი აგრეთვე ახორციელებს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას. შესწავლილია და დღესაც მიმდინარეობს კვლევები ტყეების გენეზისის, ზრდის, ფორმირების ხასიათის და მათი სხვა ფაქტორებთან (ნიადაგი, წყალი, სითბო) დამოკიდებულების, აგრეთვე ტყეების სოციალური და ეკოლოგიური თვისებების, ტყის რესურსების ინვენტარიზაციის და ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ საფუძველზე მართვის დაგეგმვის, ტყის რესურსების კვლავ წარმოების (აღდგენის), დაცვისა და მათი გამოყენების კუთხით.
ინსტიტუტის მიერ შემუშავებულია ამჟამად საქართველოს სატყეო დარგში მოქმედი მეთოდოლოგიები და ინსტრუქციები, მათ შორის ტყეების ინვენტარიზაციის, სატყეო სამეურნეო საქმიანობების დაგეგმარების ნორმატიული მასალები, აგრეთვე ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობების ზრდის მსვლელობისა და აღნაგობის ცხრილები და სხვა.
საქართველოს ტყეების კონსერვაციისა და მრავალმიზნობრივი ტყის მართვის მიზნების შესაბამისად გაძლიერებულ უნდა იყოს შემდეგი მიმართულებები:
ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება პარტნიორული კონტაქტების დამყარებაა, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან. სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის დარგში ინსტიტუტს კავშირი აქვს დამყარებული უკრაინის, ლიტვის, ფინეთის, ნორვეგიის, გერმანიის, შვეციის, სლოვაკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის და შვეიცარიის შესაბამის ინსტიტუტებთან.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს სამი ლაბორატორია: