ENG GEO

Search form

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს 22 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის უნდა მობრძანდეთ აგრარულ უნივერსიტეტში ან შეავსოთ შესაბამისი აპლიკაციის ფორმა:

2013 სასწავლო წლისთვის აგრარული უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე აგრარული მეცნიერებები და აგრობიოტექნოლოგია მიიღებს 80 მაგისტრანტს და საინჟინრო ტექნოლოგიებზე - 40 მაგისტრანტს.

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად უნდა გადალახო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი იქნება 50, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის 50.

აგრობიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის  მსურველებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას - გასაუბრებას ჩააბარებენ ბიოლოგიაში.

დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ - თამარ ჯაფარიძე t.japaridze@agruni.edu.ge

აგრონომიის და სატყეო საქმის სპეციალობის მაგისტრის ხარისხის დაუფლების მსურველებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა - გასაუბრებას ჩააბარებენ ბიოლოგიაში.

დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ - თამარ ჯაფარიძე t.japaridze@agruni.edu.ge

სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრის ხარისხის დაუფლების მსურველები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა-გასაუბრებას ჩააბარებენ ქიმიაში.

დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ - გია ხატისაშვილი g.khatisashvili@agruni.edu.ge

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სპეციალობის მაგისტრის ხარისხის დაუფლების მსურველებს ჩაუტარდებათ შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება. დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ - ანა ბოკუჩავა a.bokuchava@agruni.edu.ge (ვეტერინარია), მაია ხუციშვილი m.khutsishvili@agruni.edu.ge (მეცხოველეობა)

საინჟინრო ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაუტარდებათ შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება.

დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ შოთა ნიჟარაძე sh.nizharadze@agruni.edu.ge

ვადები:
22 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა - 10 -14 სექტემბერი
მაგისტრატურაში ჩარიცხვის შედეგები - 19 სექტემბერი

საბუთების ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • წინა საფეხურის (ბაკალავრიატის) დამთავრების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ცნობა;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).