კონსტანტინე ამირეჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტში ტრადიციულ აგროსაინჟინრო მიმართულებების კვლევებს დაემატა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:
- ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავება მანქანების საიმედოობის გაზრდისათვის;
- ქარხანა-საწარმოებში პროცესების ავტომატიზაცია-ოპტიმიზაცია;
- მცირე ენერგეტიკული დანახარჯების მქონე სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შექმნა მიწის სავარგულების რეკულტივაციისათვის;
- მრავალსართულიანი ნაგებობების კვლევა იმპულსურ ზემოქმედებაზე პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით;
- ოპტიმალური რწყვის რეჟიმების შემუშავება მცენარეული კულტურის ზრდა-განვითარებისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით;
- თავთავიანი კულტურების წარმოებისათვის ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა - გავრცელება საქართველოს მემარცვლეობის ზონებში;
- მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდების სრულყოფა მეურნეობრიობის მრავალფორმიანობის პირობებში.
ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები ემსახურება აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადებასაც.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს ოთხი ლაბორატორია:
ინსტიტუტის ხელმძღვანელი: პროფესორი ზაზა მეტრეველი
email: z.metreveli@agruni.edu.ge