ENG GEO

Search form

აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (MASc) - მიღება

აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა:

✔ გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

აგრარული მეცნიერებების" სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0;

შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების კოეფიციენტი არის 100;

✔ 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეავსოს ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 

✔ წარმატებით გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება (სექტემბრის დასაწყისი). 

 

აგრონომიისა და სატყეო საქმის მიმართულებით ჩატარდება ზოგადი გასაუბრება.

სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით გასაუბრება შეეხება კვების ტექნოლოგიის ზოგად პროცესებს და აგრეთვე, ზოგადი ფიზიკის, ზოგადი ქიმიისა და მათემატიკის საკითხებს ბაკალავრიატის საწყისი კურსების დონეზე.

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) ) დონეზე. 

 

მისაღები კონტიგენტი:

წელს აგრარული უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე მიიღება 40 მაგისტრანტი.

 

                             

დაწვრილებითი ინფორმაციისა და წინასაგამოცდო კონსულტაციისათვის მიმართეთ მაგისტრატურის კოორდინატორს, ანა ბოკუჩავას.

a.bokuchava@agruni.edu.ge