პროგრამის მიზანია მოამზადოს აგრარული მიმართულების მაგისტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო, პრაქტიკულ საქმიანობაზე და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებაზე. მაგისტრანტი შეიძენს აგრარული სფეროს დისციპლინებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალობებში თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გამოიმუშავებს აგრარული მეცნიერებების დარგში ინფორმაციის ანალიზის და სტატისტიკური მეთოდების გამოყენების უნარს.
პროგრამების კურსდამთავრებული იქნება დარგის სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი კვალიფიციური სპეციალისტი, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენციები უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების, როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთის ბაზარზე; სახელმწიფო ან კერძო სექტორის შესაბამისი პროფილის სამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, საწარმოებში და სხვა.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს 3 სპეციალობით:
პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (University of Natural Resources and Life Sciences Vienna; Faculty of Forestry and Wood Technology Brno, Mendel University ; University of Georgia; University of the West of England; Aristotle University of Thessaloniki) შესაბამისი პროგრამების ანალიზისა და გადამუშავების შედეგად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი / 4 სემესტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთო სამაგისტრო გამოცდის, საუ-ს მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად და ორმხრივად გაფორმებულ ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე შესაძლებელია შიდა ან გარე მობილობის წესით ჩარიცხვა. მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საუ-ს რეგულაციების შესაბამისად.
სწრაფი ბმულები
✔ აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (MASc)
✔ კურიკულუმი
✔ მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები
✔ ვადები
✔ სწავლის საფასური და გადახდა
✔ რეგისტრაცია
✔ საკონტაქტო ინფორმაცია