საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა უნიკალურია საქართველოში, რამდენადაც ღვინის დამზადების სრულ პროცესს მოიცავს: ვენახის გაშენებიდან, ღვინის ჩამოსხმისა და მარკეტინგის ჩათვლით.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მომზადდეს კურსდამთავრებული, რომელიც წარმატებულად გაართმევს თავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საქმიანობას. მას ექნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა და პროფესიული უნარები. კურსდამთავრებულს ეცოდინება, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის ზოგადი საფუძვლები, ვაზის გავრცელებული ძირითადი ჯიშები, მათი გაშენების, აღზრდა-ფორმირების, კულტივირების აგროტექნიკური წესები და ნორმები, ასევე ბიოლოგიური და ეკოლოგიური ასპექტები. ეცოდინება, როგორც კლასიკური მეთოდით ღვინის დაყენება, ასევე სხვა ძირითადი ტექნოლოგიები.

ინგლისურ ენასთან ერთად, სტუდენტი შეისწავლის მეღვინეობის სპეციალობისათვის მნიშვნელოვან ფრანგულ ენას, რომელიც დაეხმარება მას თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა–ათვისებაში.

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია ვაშინგტონის (აშშ), კორნელისა (აშშ) და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამების საფუძველზე და მორგებულია ქართულ რეალობასა და ტრადიციებს.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების (240 კრედიტი) დაახლოებით მესამედი ეთმობა ლაბორატორიული და/ან პრაქტიკული მეცადინეობების შემცველ საგნებს. შესაბამისად, სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე დაფუძნებულ სწავლებას (learning-by-doing). ეს გულისხმობს, რომ სტუდენტები პროფესიას ეუფლებიან ინდივიდუალური მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს.

კახა ბენდუქიძის კამპუსში ყოველ წელს ტარდება სტუდენტური ღვინის ფესტივალი, რომელსაც ესწრებიან უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ღვინის სპეციალისტები, ღვინის კომპანიები, ღვინის სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი სტუდენტების ღვინოებს ეცნობიან და ცალკეული კომპონენტების მიხედვით აფასებენ.

სტუდენტური ღვინის ფესტივალი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული სწავლების ნაწილია. მე-4 კურსის სტუდენტები „მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის“ საგნის ფარგლებში უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს (სავალდებულოა დააყენონ წითელი და თეთრი ღვინოები, როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური), რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. ამასთანავე, საზღვრავენ ღვინის ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებს, ხარისხის შეფასების მიზნით ატარებენ დეგუსტაციებს, ამოწმებენ მდგრადობას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში.

ამასთან, სტუდენტები სწავლობენ მეღვინეობის ქვეყნების, რეგიონების, ყურძნის ჯიშების, ტექნოლოგიების წარდგენას/პრეზენტაციას. დეგუსტაციის ნაწილში სინჯავენ, აფასებენ და აღწერენ როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებს.

„ღვინის მარკეტინგის“ საგნის ფარგლებში კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და წარუდგენენ მომხმარებელს.

დასაქმების სფეროები

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო მრავალფეროვანია, მათ შორის:

  • ღვინის მწარმოებელი კომპანიები
  • ღვინის ლაბორატორიები
  • მცირე ფერმერული მეურნეობები
  • მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების საკონსულტაციო კომპანიები
  • შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პროექტები

კურიკულუმი

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების ზოგადი განათლება - მოდული  მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ზოგადი ბიოლოგიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოგადი ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები,  ზოგადი ფიზიკა, კალკულუსი, სტატისტიკა, ეკოლოგია.
  • მიმართულების საბაზო განათლება - მოდული  მოიცავს მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: ზოგადი მიკრობიოლოგია, ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, ზოგადი ბიოქიმია, ორგანული ქიმია.
  • მიმართულების ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ კურსებს. მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ნიადაგმცოდნეობა, მცენარეთა ბიოლოგია, მცენარეთა გენეტიკა, ენტომოლოგია მევენახეობისათვის, ღვინის ტექნოლოგია, ენოქიმია, დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა და სხვა. ასევე, მოდული მოიცავს  მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის საგანს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს და წარადგენენ სტუდენტური ღვინის ფესტივალზე.  
  • პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

მიღების პირობები 2024

კოდი:

0050101 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 100

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 5
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 24 40%
ან ისტორია 3 56
ან ქიმია 3 10 60%
ან ბიოლოგია 3 10 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

5

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

24

მინიმალური ზღვარი

40%
ან ისტორია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

56

მინიმალური ზღვარი

ან ქიმია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%
ან ბიოლოგია

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

10

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 4 საბაკალავრო პროგრამას:

  • ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
  • ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას

ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს:

  • აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
  • აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სადოქტორო პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Რევაზ Კორაშვილი

რევაზ კორაშვილი

პროფესორი; ქიმიის პროგრამის ხელმძღვანელი

r.korashvili@agruni.edu.ge
Გიორგი Მუსხელიშვილი

გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

g.muskhelishvili@agruni.edu.ge
Ნინა Კულიკოვა

ნინა კულიკოვა

პროფესორი; უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი

n.kulikova@agruni.edu.ge
Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ანა Გოდაბრელიძე

ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

a.godabrelidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge